ლტოლვა ინსტიქტი არ არის. ფროიდი ლტოლვის ცნებას 1905 წელს ავითარებს ნაშრომში ,,სამი ესე სექსუალობის შესახებ“. მისთვის ლტოლვა ფსიქიკურისა და სხეულებრივის ზღვარზე არსებული ფენომენია. ფსიქიკური აპარატის ფარგლებში ლტოლვა მხოლოდ რეპრეზენტაციის სახით არის წარმოდგენილი. ლტოლვა აღზნების შინაგან ბიძგში ვლინდება. თავიდან ფროიდი გვთავაზობს ლტოლვის დუალისტურ გაგებას , რომლის მიხედვითაც, ლტოლვები ორ ჯგუფად, სექსუალურ ლტოლვებად და მე-ს ლტოლვებად იყოფა. მე-ს ლტოლვებს სხვაგვარად ის თვითშენახვის ლტოლვებს უწოდებს, რომელთა მოქმედებაც ორგანიზმის სასცოცხლო ფუნქციებზე ვრცელდება., ლტოლვითი ბუნების აგზნება ენდოგენური წარმოშობის არის, ის ორგანიზმში წარმოიქმნება და შინაგანი ძალის (აგზნება/ბიძგი) მუდმივობას უზრუნველყოფს. ამ წარმომავლობის შინაგან აგზნებას ორგანიზმი გაქცევით თავს ვერ დააღწევს როგორც ამას გარე სტიმულაციის შემთხვევაში მოახერხებდა. ლტოლვის განსაზღვრება გულისხმობს რამდენიმე აუცილებელ პარამეტრს:
- ბიძგი – ლტოლვის მამოძრავებელი ძალა, რაც ყველა ლტოლვისგან მუდმივად აქტიურ ენერგეტიკულ ერთეულს ქმნის. ლტოლვის ბუნება სწორედ მუდმივ ბიძგს გამოხატავს. ლტოლვის არსი ბიძგში მდგომარეობს.
- მიზანი – ყოველთვის დამოკიდებულებაა, რაც აგზნების დონის შემცირებაში გამოიხატება. ამ მიზნის მიღწევა სრულიად განსხავებული გზები არის შესაძლებელი. მაშინაც კი, როდესაც მიზნის მიმართ ლტოლვების ინჰიბიციაზე ვლაპარაკობთ, დაკმაყოფილება, თუნდაც ნაწილობრივ მძიმე აუცილებლად ხორციელდება.
- ობიექტი – არის ის, რომელშიც ან რომლის საშუალებითაც ლტოლვა მიზანს აღწევს. ობიექტი ყველაზე ვარიაბილური მუდმივად ცვალებადი ელემენტია, რადგან ლტოლვა ობიექტთან იმთავითვე, პირველადად არა არის დაკავშირებული. ლტოლვის ობიექტი შეიძლება იყოს, მათ შორის საკმაოდ უცნაური საგნები ან სხეულის ნაწილები. ლტოლვის ერთი ობიექტის მეორეთი ჩანაცვლება ადვილად ხორციელდება, როდესაც ლტოლვასა და ობიექტს შოროს მტკიცე კავშირი მყარდება, საქმე გვაქვს ფიქსაციასთან.
- წყარო – ლტოლვის წყარო სხეულშია. ლტოლვის წყარო სხეულის რომელიმე ნაწილი ან ორგანო შეიძლება გახდეს. ამ ნაწილში წარმოქმნილი აგზნება ფსიქიკურ სფეროში ლტოლვით არის რეპრეზენტირებული.
ფროიდი 1915 წელს დაინტერესდა ლტოლვის ბედით (ტრანსფორმაციებით, მოდიფიკაციებით, სახეცვლილებებით, რომელიც ლტოლვებმა შეიძლება განიცადონ). ფროიდი ლტოლვის განვითარების 4 ვერსიას გვთავაზობს:
- ერთი ლტოლვითი ტენდეციის მეორე, საწინააღმდეგო, ლტოლვიდან გარდაქმნა: საქმე ეხება აფექტის საწინააღმდეგო აფექტად ტრანსფორმაციას, აგრეთვე, აქტიური პოზიციის პასიურ პოზიციად გარდაქმნას და პირიქით ( დაპირისპირებული წყვილები: სადიზმი- მაზოხიზმი, ვუიერიზმი – ექსჰიბიციონიზმი და ა.შ.) საპირისპიროდ გარდაქმნის ფენომენი მხოლოდ ლტოლვის მიზანზე ვრცელდება.
- ლტოლვის საკუთარი პერსონისკენ მიმართვა : საქმე ეხება ლტოლვის ობიექტის შეცვლას. ობიექტი ხდება საკუთარი პიროვნება, საკუთარი სახელი. ეს მექანიზმი გასაგებს ხდის მაზოხიზმი მიმართებას სადიზმთან.
- განდევნა.
- სუბლიმაცია – ამ პროცესის დროს როგორც ლტოლვის მიზნის, ასევე მისი ობიექტის შეცვლა ხდება. ლტოლვა დესექსუალიზაციას განიცდის და სოციალური ღირებულებების მქონე მიზნების განორციელებისკენ ისწრაფვის ( ხელოვნება, სამეცნიერო მუშაობა და ა.შ.), მაგრამ სუბლიმაციის დროს ის არ განიდევნება.
ზემოთ აღწერილი ოთივე პროცესი მიჩნეულია დაცვის მექანიზმად ლტოლვის წინააღმდეგ, თუმცა ფროიდს სწორედ იმ დროს, როდესაც ამ მექანიზმებს აღწერდა, ფსიქოანალიზში ნარცისიზმის ცნებაც შემოაქვს. ნარცისიზმის ფსიქიკური ეკონომია სწორედ საკუთარი სეულის, როგორც ლიბიდური ობიექტის, ინვესტირებას გულისხმობს. ამიტომ ლტოლვის დუალიზმის დუალიზმის პირველი ვერსია ( თვითშენახვის, მე-ს ლტოლვები და სექსუალური ლტოლვები) გამოუსადეგარი ხდება და ფროიდი ლტოლვათა დაპირისპირების ახალ ფორმაც გვთავაზობს: ოპოზიციას მე-ს ლტოლვებსა და ობიექტის ლტოლვებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს დროებითი დიქოტომია აღმოჩნდა, რომელსაც ფროიდი ფსიქიკური აპარატის მეორე ფოტოგრაფის შემოტანის შემდეგ შეცვლის ახალი ლტოლვის დუალიზმით: დაპირისპირებით სიცოცხლისა და სიკვდილის ლტოლვას შორის. ფროიდი სიკვდილის ინსტიქტს ჩვენ მიერ უკვე განხილული განმეორების ფენომენს უკავშირებს. განმეორების ფენომენი მას სიკვდილის ინსტიქტის მოქმედებაზე დააფიქრებს. გარდა ამისა, სიკვდილის ინსტიქტის ცნების ერთ-ერთი პრედიკატი არის კონსტანტობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს ფსიქიკური აპარატის ტენდენციას, დაუბრუნდეს აგზნების მინიმალურ ნიშნულს (ფსიქიკური ეკონიმია). სხვაგვარად თუ ვიტყვით, ცოცხალი ორგანიზმი არაცოცხალი და არაორგანიზებული მდგომარეობისკენ, როგორც სიკვდილის პირველადი ფორმისკენ, ისწრაფის. ფროიდი ამ ტენდენციას ნირვანის პრინციპს უწოდებდა. ზემოთქმულის მიხედვით, გასაგები ხდება, რამდენად კონფლიქტური და ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციების გავლენას განიცდის ყოველი ადამიანი. სექსუალობასა და სიკვდილს შორის არსებული კავშირის გათვალისწინებით, ადამიანი იძულებულია, საკუთარი თავის დაგარჩენისთვის იბრძოლოს, სახეობის კანონზომიერებებს დაექვემდებაროთ და თაობაც გააგრძელოს, თუნდაც თვითგადარჩენის საზეიმოდ.
ლაკანი განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს ფროიდის შეხედულებას, რომლის მიხედვითაც, არაცნობიერში მხოლოდ ნაწილობრივი ლტოლვები არსებობს. ის, რომ არაცნობიერი მხოლოდ ნაწილობრივ ლტოლვებს შეიცავს, ობიექტი კი ყოველთვის შემთხვევითია და ლტოლვისათვის არაადექვატური , ნათლად აჩვენებს, რომ დაკმაყოფილების ნებისმიერი გამოცდილება წამიერი და არასრულფასოვანია, ხოლო დაკმაყოფილების ობიექტი – ყოველთვის ნაწილობრივ ან მთლიანად აცდენილი მიზანს. ეს ობიექტი მუდმივად გულისხმობს უკმარისობის მდგომარეობას. ობიექტი ყოველთვის გამოხატავს ნაკლულობას, მის არარსებობას. ამიტომ სუბიექტის სურვილი ჩიხშია მომწყვდეული. აქვე შეიძლება ვთქვათ, ყოველგვარი განცხრომის გარეშე, რომ ლაკანმა ფროიდის მიერ განსაზღვრულ ნაწილობრივ ობიექტებს (მკერდი, ექსკრემენტები..) დაამატა კიდევ ორი ნაწილობრივი ობიექტი : მზერა და ხმა.
წყარო: ალენ ვანიე “ფსიქოანალიზის შესავალი”