კულტურათა გავლენა მე-ს ჩამოყალიბების პროცესში

0

როგორ აღვიქვამთ, განვსაზღვრავთ საკუთარ თავს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემით ადამიანები საკმაოდ დიდ ინფორმაციას გვაძლევენ მათ გარშემო მიმდინარე კულტურული და სოციალური პროცესების შესახებ.

საკუთარი მეს ჩამოყალიბებაში საკმაოდ ბევრი შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კულტურა და მისი ზეგავლენა ადამიანებზე. დიდი ხანია სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ხედავენ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე მცხოვრები ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ საკუთარ თავებს.

რა სახის გავლენას ახდენს კულტურა ადამიანზე? ის გავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე. იმის მიხედვით თუ რა მაგალითს იღებს ბავშვი თავისი გარშემომყოფებისგან შემდეგ თვითონაც მათ მსგავს პიროვნებად ყალიბდება. და რაც არუნდა გასაკვირი იყოს, ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი გვეუბნება, რომ კულტურას გავლენა აქვს იმაზე, სხვადასხვა სიტუაციებში როგორ გრძნობს თავს თავის ტვინი. კულტურის გავლენა ასახულია ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში, როგორ ვიქცევით, რა ტიპის ტანსაცმელს ვიცვამთ, როგორ ვლაპარაკობთ და ა.შ.

კულტურის გავლენაზე საუბრისას გამოიყენება ორი ტერმინი დამოუკიდებელი (independent) და ურთიერთდამოკიდებული (interdependent). მრავალი კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა აშკარა განსხვავება დასავლურსა და აღმოსავლურ კულტურების ზეგავლენაში. შედარებით ძველი კვლევების უმეტესობაში დასავლურ კულტურა იყო მიჩნეული დამოუკიდებლად, არადასავლური კულტურები კი ურთიერთდამოუკიდებულად. ის კვლევები კი, სადაც რაიმე განსხვავებული ფიქსირდებოდა მიიჩნეოდა შეცდომად. თანამედროვე გამოკვლევებმა კი მოგვცეს ბევრად უფრო მრავალფეროვანი განსხვავებები კულტურისა და საკუთარი მეს კავშირის შესახებ. სხვადასხვა კულტურებს შორის განსხვავებების აღსანიშნავად ასევე გამოიყენება მათი კატეგორიზაცია, ინდივიდუალიზმის მიმდევარი კულტურაა თუ კოლექტივიზმის.

კულტურები, რომლებიც ინდივიდუალიზმს დიდ ყურადღებას ანიჭებენ არიან უმტესად ევროპელები და ჩრდილოეთ ამერიკელები. ამ კულტურებში დიდი ყურადღება ექცევა ადამიანის დამოუკიდებლობას, თავდაჯერებულობას და საკუთარ თავში დარწმუნებულობას. ისინი საკუთარი თავის დახასიათებისას ძირითადად იყენებენ ისეთ სიტყვებს რომლებიც მათ როგორც ინდივიდს გამოხატავს. ხოლო ისეთი კულტურები, რომლებიც უფრო მეტად კოლექტივიზმს მისდევენ ადამიანებში ურთიერთდამოკიდებულებას, თანამშრომლობის უნარს და სოციალურ უნარებს ანიჭებენ უპირატესობას. ასეთ კულტურებს ძირითადა ვხვდებით აზიაში, აფრიკაში და ლათიური ამერიკის ქვეყნებში. მათთვის საკუთარი თავი პირველ რიგში ასოცირდება სოციალური ჯგუფის წევრთან, და შესაბამისად საკუთარ თავზე საუბრისას უმეტესად მას ახასიათებენ სიტყვებით, რომლებიც მათ ჯგუფის წევრობაზეა ორიენტირებული.

სხვადასხვა კულტურის განსხვავებული გავლენების ნათელ მაგალითს წარმოადგენს იაპონიის ამჟამინდელი დედოფალი მასაკო. მან განათლება მიიღო ჰარვარდში და ოქსფორდში. ხუთ ენაზე საუბრობდა და მალე ალბათ დიპლომატის პოზიციას დაიკავებდა, მაგრამ მან ამ ყველაფერზე უარი თქვა და პრინცზე დაქორწინება ამჯობინა კარიერას. მისმა გადაწყვეტილებამ ბევრი ადამიანი გააკვირვა. დასავლურ და აღმოსავლურ საზოგადოებებში განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. აღმოსავლური კულტურის წარმომადგენლებისთვის მასაკოს გადაწყვეტილება გასაკვირი არ ყოფილა და პირიქით ის ნორმალურ და ლოგიკურ გადაწყვეტილებადაც კი იქნა მიჩნეული, დასავლეთისაგან განსხვავებით. დღესდღეისობით კი უკვე არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ზოგიერთი ადამიანი მასაკოს მაგალითს მიიჩნევს ყველა იაპონელი ქალის პრობლემების სიმბოლოდ, კაცებით დომინირებულ საზოგადოებაში.

კულტურათა შორისი განსხვავებები მრავალ კველვაში თუ ექსპერიმენტში ვლინდება. არსებობს სხვადადსხვა ტესტები, რომლებიც გვეხმარებიან გავიგოთ დამოუკიდებელი თუ ურთიერთდამოკიდებული პიროვნება ვართ. ერთ-ერთი ესეთი ტესტი თეოდორ სინგელისმა შექმნა. მან თავისი ტესტი პირველად ჰავაის უნივერსიტეტის სტუდენტებს გააკეთებინა. რომლის შედეგების მიხედვითაც აზიელ ამერიკელები უფრო მეტად იყვნენ ურთიერთდამოკიდებულები.

მოამზადა ნატო არჩაიამ