კონფლუენცი (შერწყმა)

0

შერწყმა ანუ კონფლუენცია – ეს ფანტომია, რომელიც მათ დაყვება, ვისაც სურს აღმოფხვრას განსხვავებები, ცდილობს დააბალანსოს ყოველივე ახლისგან და უცხოსგან მიღებული უსიამოვნო შეგრძნებები. ეს პალიატივია, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ამყარებს ფორმალურ შეთანხმებას – “არ გადაბრუნდეს ნავი”. მეორე მხრივ, შერწყმასთან ყველაზე ახლოს მყოფი კარგი კონტაქების გაერთიანებაც კი შესაძლოა, ამყარებდეს ძლიერ და სიღრმისეულ განცდებს იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელთანაც ზემოაღნიშნული კონტაქტი მყარდება. ეს არის შერწყმის პრობლემა – არასანდოობა ურთიერთობების საფუძველში.

როგორც ორ სხეულს არ შეუძლია ერთსა და იმავე დროს, ერთ ადგილზე მოთავსდეს, ასევე არ შეუძლია ორ ადამიანს ერთნაირად ფიქრი. თუ ორი ადამიანისათვის ასეთი რთულია შერწყმის მიღწევა, მით უმეტეს უშედეგოა გაერთიანების მიღწევა ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში. ადამიანს შეუძლია უგულვებელყოს განსხვავებები, რათა არ გადაუხვიოს უფრო მნიშვნელოვან მიზნებს და გაექცეს შეფერხებებს.

შლის რა საკუთარი ინდივიდუალიზმის მახასიათებლებს, რათა გარკვეული როლი ითამაშოს ჯგუფში, საფეხბურთო გუნდსა თუ წინასაარჩევნო კამპანიაში, ადამიანი “საკუთარ თავს დროებითი ექსპლუატაციისათვის გადასცემს” უფრო მსხვილ გაერთიანებას. ასეთი ნაბიჯი განსხვავდება შერწყმისგან, რადგანაც ამ შემთხვევაში მისი თვით შეგრძნება გადაიქცევა ფიგურად ანუ მდებარეობს პირველ რიგებში  და რჩება განსაზღვრულად, შინაგანი თანხმობისა და საკუთარი თავის, გარშემო წრის თვალნათელი  გაცნობიერების წყალობით. ადამიანი საკუთარი ნებით ფოკუსირებას ახდენს ჯგუფური პროცესის ერთ-ერთ ეტაპზე.

თუკი ცხოვრებისეული ვითარებები მოითხოვს პიროვნულობის მუდმივ დათრგუნვას, ადამიანის თანხმობისგან დამოუკიდებლად, ყოველივე ამას მივყავართ ფრუსტრაციამდე, აუსრულებელ სურვილებამდე, რაც შესაძლოა იმით დასრულდეს, რომ ადამიანმა ყველაფერს თავი მიანებოს. ოჯახურ ცხოვრებასთან მიმართებაში ასე ხშირად ხდება, როცა წყვილებს ერთმანეთი ყელში ამოუვათ. შერწყმა – ეს თავისებური თამაშია, რომელშიც “ერთი უღლის ქვეშ” მყოფმა პარტნიორებმა შეთანხმება დადეს, რომ არ იკამათონ. ეს ფარული მოლაპარაკებაა დახურული წესებით,  რომელიც ცნობილია მხოლოდ ერთი პარტნიორისთვის. ვიღაცა შესაძლოა შერწყმით ურთიერთობაში ჩათრეულ იყოს ისე, რომ ვერაფერს ხვდებოდეს, ვიღაც ასეთ შეთანხმებაზე მიდის სიზარმაცის ან გულგრილობის გამო.

კონფლუენტური ურთიერთობები ხშირად არსებობს ცოლ-ქმარს, მშობლებსა და შვილებს, უფროსსა და დაქვემდებარებაში მყოფ პირებს შორის – როდესაც პარტნიორებს შორის ოდნავ შესამჩნევი განსხვავებები ზედაპირზე არ ამოდის. თავად ფაქტი “შერწყმის მოლაპარაკების შესახებ” შეიძლება ზოგჯერ უკვე პოსტფაქტუმ ამოტივტივდეს, თუკი ერთ-ერთი მონაწილე განზრახ ან გაუცნობიერებლად არღვევს “კონტრაქტის პირობებს” და მეორე მხარე გაურკვევლობაშია: “არ ვიცი, მეუღლე რატომ დამშორდა”.

„მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ გვიჩხუბია” ან “ის ხომ ასეთი დამჯერი ბავშვი იყო, არასდროს გვეწინააღმდეგებოდა!” გამოცდილ თვალს მსგავსი ურთიერთობები უფრო სუსტად მოეჩვენება, ვიდრე ძლიერად და ჯანსაღად. ამგვარი ურთიერთობების ხანგრძლივობა დამოკიდებულია არა ურთიერთანხმობაზე, არამედ უთანხმოების ჩვევაზე. არსებობს კონფლუენტური ურთიერთობების დარღვევის ორი ნიშანი – მოულოდნელი დანაშაულის გრძნობა ან უკმაყოფილება. ერთ-ერთი მხარე მოულოდნელად განიცდის, რომ ძალდატანებით ჩაითრიეს შერწყმაში.

ადამიანი აცნობიერებს, რომ ან პატიება უნდა ითხოვოს, ან ხელახლა დაარღვიოს თამაშის წესები. ზოგჯერ ის ვერც ხვდება, თუ რატომ, მაგრამ გრძნობს, ზღვარი გადაკვეთა და იმსახურებს სასჯელს ან პატიებას. ადამიანმა შეიძლება ეძებოს პასუხი და მორჩილად ითხოვოს მკაცრი ზომების დაკისრება უარყოფის მოლოდინში. მან შეიძლება თავისი თავიც დასაჯოს რეტროფლექსიური მოქმედებებით, გრძნობდეს რა საკუთარ თავს დამცირებულად, არაფრად ღირებულად. დანაშაულის გრძნობა – შერწყმის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ნიშანია. შერწყმის მეორე მონაწილე გრძნობს, რომ მას მოექცნენ წესების დარღვევით, საკუთარ თავს მართლად მიიჩნევს და ნაწყენია. მას უღალატეს.

ის მოითხოვს, რომ “კონტრაქტის” დამრღვევმა თუნდაც საკუთარი ბრალი იგრძნოს და სინანულში ჩავარდეს იმის გამო, რაც ჩაიდინა. ამავე დროს, მან შესაძლოა სცადოს  რეტროფლექსიის მაგვარი რამ, რათა მიიღოს ის, რასაც მეორე მხრისგან ელოდება. ამ შემთხვევაში, რეტროფლექსიური მოქმედება გარდაუვალია, რადგან ადამიანის მოთხოვნები პრაქტიკულად შეუსრულებელია. და აი, იწყებს საკუთარი თავის შეცოდებას: მხოლოდ უგრძნობ და უგულო ადამიანს არ შეუძლია გაგება, თუ როგორ უმძიმს მას ცხოვრება. და რაც უფრო ცდილობს გამოიყურებოდეს “საცოდავად და უბედურად”, მით მეტადაა აღშფოთებული.

თანდათან, ურთიერთობებში მეფდება ურთიერთ წყენისა და ტკივილის მტანჯველი ატმოსფერო. ასეთივე მეთოდით ადამიანს შეუძლია დაამყაროს კონტაქტი საზოგადოებასთან. თუ საზოგადოება არ იღებს ამგვარ მიდგომას, ის განწირულია დაუკმაყოფილებლობის გრძნობისა და განაწყენებისთვის. როგორც სტივენ კრეინი წერს: ადამიანი სამყაროს ეუბნება:

“მეუფევ, მე ვარსებობ”. “თუმცა – მივმართო სამყაროს, ეს ფაქტი არაფრის მიმართ მავალდებულებს.”

მოკლედ, ადამიანი საზოგადოებასთან დებს ცალმხრივ შეთანხმებას; მას ჰგონია, რომ სოციალური მოთხოვნების შესაბამისად იქცევა. ის არც კი დაფიქრდება იდეალებისა და მიზნების შესახებ, რომლებიც მიღებული ან უარყოფილია საზოგადოების მიერ. მისთვის ასეთი შერწყმა – სარფიანი გარიგებაა, რომელიც წარმატების გარანტიას იძლევა შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

ამისათვის მან უნდა მიიღოს გავლენა, დიდება, შესაძლებლობა, რომ იყოს მდიდარი და ჯანმრთელი, იცხოვროს უზრუნველად და ცრემლების გარეშე. თუმცა, ასეთი ადამიანი ვერ კმაყოფილდება, რადგან მის ქმედებებს განსაზღვრავს ვიღაც უცნობი, რომელიც უნდა ზრუნავდეს, რომ ყველაფერი ანაზღაურებული იყოს. ადამიანი ასე იმიტომ კი არ ცხოვრობს, რომ მოსწონს, უბრალოდ მისი კონტრაქტი საკუთარ თავთან საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გაიგოს, რა ან ვინ სჭირდება და ძირითადად, მობილიზებულია სხვის მოთხოვნებზე.

რადგან ვერ იღებს მოსალოდნელ ჯილდოს, ადამიანი ხდება დათრგუნული, იქცევა საეჭვოდ, აღელვებულია და თვლის, რომ “ყველანი ნაძირლები არიან”

ან საკუთარი თავის შეურაცხყოფას იწყებს. მიიჩნევს, რომ საზოგადოება დათანხმდა ხელშეკრულებას და ის ერთადერთია, რომელიც არღვევს პირობებს. ეს განცდა, რომ მან არ გაიღო მაქსიმალური ძალისხმევა ჯილდოს მისაღებად, რომლისკენაც მთელი სიცოცხლე იღვწოდა, მისთვის ტრაგედიად იქცევა. “ანტიდოტი” შერწყმის წინააღმდეგ შეიძლება იყოს კარგი კონტაქტები, დიფერენციაცია და გულის გადაშლა.

ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ არსებობს მოთხოვნები და განცდები, რომლებიც მხოლოდ მას ეკუთვნის და აუცილებელი არ არის, ისინი დაკავშირებული იყოს მისთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტასთან. ასეთმა კითხვებმა: “რას განიცდით?” ან “რას ისურვებდით?” – შესაძლოა დახმარება გაუწიოს ადამიანს საკუთარ თავზე ფოკუსირებაში. განცდა, რომელიც ამგვარი კითხვებითაა გამოწვეული, აძლევს მას შესაძლებლობას, არ დაემორჩილოს საზოგადოებრივ სტანდარტებს. კონფლუენტური ურთიერთდამოკიდებულებების შესაცვლელ პირველ ნაბიჯად გვევლინება ჯერ თერაპევტთან საკუთარ მოთხოვნებზე და სურვილებზე გასაუბრება და შემდეგ იმ ადამიანთან, რომელთანაც დაკავშირებულია მოლოდინები.

პორცია ცდილობდა მისი ქმრის ცხოვრებით ეცხოვრა, ყოფილიყო იდეალური დედა და ცოლი, მაგრამ ამასთან ერთად თავს გრძნობდა მეტად უბედურად.

მისი ქმარი სემი იყო მოსიყვარულე და მორჩილი, ბევრს მუშაობდა, რათა ოჯახის კეთილდღეობა უზრუნველეყო. თუმცა, პორციას ახრჩობდა წესი, რომლის მიხედვითაც ცხოვრობდა მისი ოჯახი: “მითითების მიცემა შეუძლია მხოლოდ ქმარს, ცოლი კი ყველაფერს უნდა ასრულებდეს და კმაყოფილიც უნდა იყოს.” ერთხელ პორციას ვკითხე: “ახლა რას გრძნობ?”, მან მიპასუხა: “მე ნული ვარ ჯოხის გარეშე”. ის გრძნობდა, რომ ცხოვრობდა მხოლოდ სხვებისთვის, აკმაყოფილებდა რა ქმრისა და შვილების მოთხოვნებს. იგი სემის აეროკლუბშიც კი დადიოდა, როდესაც ქმარი მივლინებაში იყო, რათა დაეკონსპექტებინა მისთვის ლექცია. ქმართან დაშორების იდეამ შეაშინა პორცია. ის ატირდა, თავი ასტკივდა. როცა გააცნობიერა, რომ არ შეუძლია მისი ქმრის დადგენილება ისე მიიღოს, როგორც საკუთარი, განაწყენდა სემზე და თავს აბეზრებდა თავისი შემგუობლობის გამო. თუმც, როგორც კი იწყებდა ქმარზე წუწუნს, მაშინვე გრძნობდა თავს დამნაშავედ.

სემიც განაწყენებული იყო – ის ხომ ასე ცდილობდა, ყვარებოდა მეუღლე და უზრუნველეყო მატერიალურად, პორცია კი მაინც უბედურად თვლიდა თავს. თუმცა, ამასთან ერთად, სემსაც დანაშაულის გრძნობა აწუხებდა: შესაძლოა მას მეუღლისთვის რაღაც მეტი უნდა მიეცა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პორციას საქციელის ცვლილებები მათ ტკივილს აყენებდა, წყვილმა დაიწყო ახალი ურთიერთობის სტილის შემუშავება.

პორცია შევიდა კურსებზე, სემმა კი შეწყვიტა მივლინებებში ხშირად სიარული, რათა მეუღლისთვის ცოდნის მიღების საშუალება მიეცა. როდესაც პორციამ არჩევანის თავისუფლება მიიღო, სხვა ადამიანების მხარდაჭერა მისთვის გახდა მხოლოდ “კერძზე გარნირი” – სასიამოვნო, მაგრამ არა ძირითადი “კვების წყარო”.

აქცევს რა ყურადღებას საკუთარ მოთხოვნებს და საუბრობს მათზე, ადამიანს შეუძლია გაიგოს, თუ რა სურს სინამდვილეში და მოძებნოს სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა. როდესაც მას აქვს პირადი მიზანი, არ ეძებს სხვასთან შერწყმის შესაძლებლობას, ის თავისუფალია მოქმედებებში და მეტად აღარ იცავს “შეთანხმებას”, რომელიც დადებული იყო მრავალი წლის წინ.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81