ფსიქოლოგიური ტესტი: როგორი პიროვნება ხარ?

0

9 სურათიდან აირჩიეთ ერთი რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ?

გასართობი

ტესტი გახლავთ გასართობი ხასიათის, გთხოვთ პასუხები აღიქვათ არასადიაგნოსტიკო კონტექსტში

ფსიქოლოგიური ტესტი: როგორი პიროვნება ხარ?
სანდომიანი პიროვნება

თქვენ მიეკუთვნებით ადამიანთა ტიპს, რომელიც თითქმის ყველას უხსნის გულს და უშვებს მის ცხოვრებაში. თქვენ მიგაჩნიათ, რომ უკეთესია გარისკოთ მარცხის ფასადაც კი, ვიდრე ჩაიკეტოთ საკუთარ თავში და არავისთან იურთიერთოთ. არავის არასდროს აჩვენებთ, რომ რაიმესი გეშინიათ, ანდაც დაუცველად გრძნობთ თავს. მიგაჩნიათ, რომ თქვენი პრობლემები თქვენვე უნდა მოაგვაროთ და არა სხვამ. ცდილობთ გარშემომყოფებს ასიამოვნოთ გასცეთ დადებითი ემოციები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე მოწყენილი, შფოთავს ან პრობლემები აქვს. სხვების დახმარება თქვენ სიამოვნებას განიჭებთ და გკურნავთ კიდეც!
პედანტური პიროვნება

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ადამიანებს შეუქმნას კარგი შთაბეჭდილება და ყოველთვის ყველაფერი სწორად და უშეცდომოდ გააკეთოს. მიგაჩნიათ, რომ თქვენი ქცევები გავლენას ახდენს სხვის ცხოვრებაზე. ყოველთვის ცდილობთ არ აჩვენოთ ადამიანებს რომ რაიმე გაწუხებთ ან პრობლემები გაქვთ. განვითარებაზე ხართ ორიენტირებული და გინდათ იყოთ იმაზე უკეთესი ვიდრე ხართ ახლა.
სულიერი პიროვნება

თქვენ ყველგან ცდილობთ იპოვნოთ თქვენი პატარა სამყარო, სადაც ამის პოვნა შეიძლება. მუდმივად ეძებთ თქვენს ადგილს ამ დიდი სამყაროში. არასდროს აჩვენებთ გარშემომყოფებს თქვენს ბნელ მხარეებს. ბევრი რამ გამოიარეთ ამ ცხოვრებაში . შეიძლება ითქვას, რომ თქვენ " დაცემის შემდეგ წამოდგომის ოსტატი" ხართ.
მოაზროვნე ადამიანი

თქვენ იმ ადამიანთა შორის ხართ, ვისაც უყვარს ფიქრი ყველაფერზე. გიყვართ ყველაფრის ჩაღრმავება და ფარული მნიშვნელობების გაგება ამა თუ იმ საგნებზე. ზოგჯერ ძალიან ეფლობით ღრმა აზრებში. თქვენ არ აჩვენებთ სხვებს, თუ რამდენად გეპარებათ ეჭვი ყველაფერში და ეს დაეჭვება გიბიძგებთ საკითხის კიდევ უფრო სიღრმისეულად შესწავლისკენ. . ასევე შეგიძლიათ უცებ გაერკვეთ მოვლენებში და ალღო აუღოთ ყველაფერს,
იდუმალი ადამიანი

თქვენ საკუთარი თავისთვისაც იდუმალი ხართ.... წარმატებებს ვუსურვებ მას, ვინც თქვენს შეცნობას ცდილობს. თქვენ წინააღმდეგობათა ქსელივით ხართ, ადვილად იცვლით განწყობას. ხშირად იცვლებით და ახლიდან იწყებთ საკუთარი თავის ძიებას. ასევე ხშირად იცვლით აზრს, გეცვლებათ ემოცია რითაც არამარტო სხვების დაბნეულობას იწვევთ, არამედ საკუთარ თავსაც აბნევთ.
მგრძნობიარე ადამიანი

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ყველაფერი ახსოვს და არაფერი ავიწყდება. თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ და ყველაზე პატარა და უმნიშვნელო რაღაცეებმაც შეიძლება თქვენზე ზეგავლენა მოახდინონ. შეგიძლიათ ცრემლებიდან ადვილად გადახვიდეთ სიცილზე. ბევრს არ აჩვენებთ თქვენს ფხუკიანობებს. ამის საპირწონედ კი ცდილობთ აჩვენოთ თუ რამდენად გამბედავი შეიძლება იყოთ. ასევე თქვენ შეგიძლიათ წინასწარ განსჭვრიტოთ ის, თუ რა შეიძლება მოხდეს თქვენს ცხოვრებაში მომავალში.
ენერგიული პიროვნება

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სულ ენერგიულია ან.... შეყვარებული. თქვენ ძალიან გამჭრიახი ხართ. ან გიყვართ ადამიანი, ან გძულთ. საზრიანი ხართ და სწრაფადაც ღებულობთ გადაწყვეტილებებს თუ როგორ იმოქმედოთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ბევრი ენერგია გაქვთ, მაგრამ ხშირადაც ნერვიულობთ. ყოველთვის ვერ შეძლებთ ადამიანების დახმარებას, მაგრამ ნუ განიცდით ამას ასე ძალიან
ექსცენტრიული ადამიანი

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ადამიანების. ბევრი რამის თქმა შეგიძლიათ სახის გამომეტყველების ან ხმის ტემბრის მიხედვითაც კი. გრძნობთ, როდესაც გატყუებენ. იმასაც გრძნობთ, როცა ცდილობენ თქვენით იმანიპულირონ და იცით, საჭიროებს შემთხვევაში როგორ შეიძლება მართოთ ვინმე თუმცა როგორც წესი ამ ხერხს არ მიმართავთ ხოლმე
ინტუიციური ადამიანი

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ადამიანების. ბევრი რამის თქმა შეგიძლიათ სახის გამომეტყველების ან ხმის ტემბრის მიხედვითაც კი. გრძნობთ, როდესაც გატყუებენ. იმასაც გრძნობთ, როცა ცდილობენ თქვენით იმანიპულირონ და იცით, საჭიროებს შემთხვევაში როგორ შეიძლება მართოთ ვინმე თუმცა როგორც წესი ამ ხერხს არ მიმართავთ ხოლმე

გააზიარეთ შედეგები:

პასუხის სანახავად, გთხოვთ გააზიაროთ ტესტი

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81