ვინ იქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილება უნდა მოახდინო

0

ბაირონ ქეითი – ცნობილი ამერიკელი სპიკერი და ავტორი წიგნის „ სამუშაო“

ჩვენი გამოკვლევის პროცესს დავიწყებთ იმ ფიქრით, რისიც ადამიანთა უმრავლესობას  სჯერა: „თუ გინდა, რომ ადამიანებს მოეწონო, მათი გული უნდა მოიგო.“ მთელი ინდუსტრიებია აგებული ამ ფიქრზე დაყრდნობით. ის აშკარად სიმართლეს ჰგავს, მაგრამ ასეა, კი?! მოდი შევხედოთ.

ითვლება, რომ ადამიანების გულის მოგება პირველივე შთაბეჭდილებით იწყება. სხვაზე შთაბეჭდილება რომ დატოვო, როგორც თვითონ ეს სიტყვა გვეუბნება, ნიშნავს, ისწრაფვოდე მის გონებაში შენ შესახებ სასურველი წარმოდგენა აღბეჭდო. შესაძლოა, შენ, უბრალოდ, გსურდეს მან იფიქროს, რომ ხარ პატიოსანი, გულღია, გამჭრიახი ან მიმზიდველი ადამიანი. შენ გსურს, მასზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვო. თითქოს მასთან დიდი რეზინის შტამპით მიდიხარ და ცდილობ მის გონებაში შენს შესახებ სასურველი ხატი აღბეჭდო. თუ ამას მოახერხებ, ურთიერთობა კარგ დასაწყისს გიქადის. ამ ფიქრის ბევრ ადამიანს სჯერა, მაგრამ ეს სიმართლეა?

ერთი გზა, რომ მისი სისწორე შეამოწმო – ეს არის დააკვირდე, თუ როგორ გრძნობ თავს, როდესაც ვიღაც ცდილობს შენზე შთაბეჭდილების მოხდენას. რას ხედავ, როდესაც ვიღაც შენკენ დიდი რეზინის შტამპით მოემართება? შენი თვალთახედვით შტამპი ნიშნავს „მე ძალიან მჭირდება, რომ მოგეწონო“ ან „შენგან რაღაც მსურს.“ შესაძლოა, ამან ოდნავ ნირი წაგიხდინოს და მაინც შეეცადო საუბრის დაწყებას. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ის კვლავ განაგრძობს  შენთან მოსვლას თავისი შტამპით, რომელიც გეუბნება: „მე-ძალიან-მჭირდება-რომ-მოგეწონო?“ გარკვეული დროის შემდეგ ნებდები ან, თუ მართლა გსურს, დაადგინო, რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ადამიანი, ცდილობ მოძებნო რაღაც ხერხი, რომლის დახმარებითაც, მის მცდელობას – შენზე შთაბეჭდილება მოახდინოს – თავიდან აირიდებ.

ადამიანების მცდელობა – შენზე შთაბეჭდილება მოახდინონ, ნამდვილად გეხმარება ისინი მოგწონდნენ? საერთოდ, არის კი საჭირო იფიქრო, რომ ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენა გჭირდება? ძირითადად რომელი ფაქტორი ახდენს შენზე ზეგავლენას, რომ ადამიანზე გარკვეული შთაბეჭდილება შეგექმნას? შენ უსმენ მის საუბარს, აკვირდები მის ქცევას, შემდეგ კი, როდეს შენს გონებაში მთელი ეს ინფორმაცია აღიბეჭდება, მასზე შეხედულებაც თავისთავად იქმნება.

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი