რეჯინა ბრეტი – თავი შორს დაიჭირე მიუწვდომელი მამაკაცისგან

0

რეჯინა ბრეტი — ამერიკელი მწერალი, ორჯერ პულიტცერული პრემიის ლაურიატი. ის ცნობილია თავისი სტატიებით ცხოვრებისეულ საკითხებზე და მან კარგად იცის რაზე საუბრობს. თვისი ცხოვრების მანძილზე რეჯინამ ბევრი რამ გადაიტანა. 18 წელი მარტო ზრდიდა შვილს, 41 წლის ასაკში დაძლია მკერდის სიმსივნე,  ყველაფერი ამის მიუხედავად, შეძლო წარმატებისთვის მიეღწია, გაიკეთა შესანიშნავი კარიერა და მხოლოდ 45 წლის ასაკში შეხვდა ნამდვილ სიყვარულს.

იყო პერიოდი — 20 წლიდან თითქმის 40 წლამდე —  მის ცხოვრებაში მამაკაცები ერთმანეთს ცვლიდნენ. „სინამდვილეში მე ვხვდებოდი ერთი და იგივე მამკაცებს, იცვლებოდა მხოლოდ მათი სახელები“ – ჰყვება რეჯინა.

„ამას, მას მერე მივხვდი, როდესაც, ერთ-ერთ მამაკაცთან ურთიერთობის შემდეგ დამჭირდა ფსიქოლოგის დახმარება. ერთი შეგეხედათ,  ის იყო ახალგაზრდა, სიმპატიური მამკაცი, რომელიც მაკითხავდა სამსახურში და ჩემი გულის მოგებას 3 თვის მანძილზე ცდილობდა. სწორედ მაშინ, როდესაც გამოვუცხადე ნდობა და მზად ვიყავი შესახვედრად, მითხრა, რომ ვერ შეძლებდა დასვენების დღეებში ჩემთან შეხვედრას, რადგან ამ დღეებში ქალაქში ჩამოსდიოდა საცოლე.

ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა. რატომ ვიმეორებ ერთსა და იგივეს, ისევ და ისევ? რატომ ხდება მსგავსი სიტუაციები ყოველთვის ჩემ თავს? იმავე საღამოს, როდესაც განვუცხადე რომ მისი დანახვა არ მინდოდა, ვტიროდი, ვლოცულობდი და მივმართადი სამყაროს:

«რატომ, რატომ ვიზიდავ ყოველთვის უღირს მამაკაცებს?»

«იმიტომ რომ ღირსეულების გეშინია» – სამყარომ გამცა პასუხი.“

ფსიქოთერაპევტმა, რომელიც ჩემ ბნელ და ღრმა ჭრილობებს აშუშებდა, გამაცნო მამკაცებთან შეხვედრის 4 ძირითადი წესი.

ამ სიტყვების საწყის ასოებს წარმოადგენდა «STOP».

მას უნდოდა, რომ ეს ოთხი რამ მუდმივად თავში მქონოდა, პირველი  — ყველაზე მთავრი:

საიდუმლო. გაუძლებს თუ არა თქვენი ურთიერთობები უცხო თვალს? თუ შეხვედრები საიდმლოდ უნდა შეინახოთ, არაფერში გჭირდება მსგავსი ურთიერთობები.

ტრამვა. თუ კი ამ ურთიერთობას მოაქვს ტკივილი ან რაღაცნაირად მაინც თავს გრძნობთ დამცირებულად და კიდევ, ურთიერთობები ამცირებს შვილებს? არაფერში გჭირდება მსგავსი ურთიერთოებები!

შეგრძნებები. ხვდებით იმიტომ, რომ გაექცეთ მტკივნეულ შეგრძნებებს? ეს თვის დასამშვიდებელი ურთიერთობებია? ამ ურთოერთბებს აფარებთ თავს? – მაშინ, ის დროებითია, თქვენ გაურბიხართ და ემალებით პრობლემას.

სიცარიელე. ურთიერთოებები სადაც სიცარიელეა და სადაც ვერ გრძნობთ თქვენზე ზრუნვას და ერთგულებას. არაფერში გჭირდება!

საწყივს ეტაპზე, ეს გამოდგა შესანიშნავი რჩევა. დროთა განმავლობაში კი ურთიერთობების საკითხში შევადგინე საკუთარი სია:

თავი შორს დაიჭირე მიუწვდომელი მამკაცისგან – რომლიც ცხოვრობს იქ სადაც თქვენ არ ისურვებდით ცხოვრებას, არის ცოლიანი ან დანიშნული და ვისაც ეშინია ურთიერთოებების გამხელის, რომ სხვა გოგოებსაც შეხვდეს პარაელურად.

არავითარი საიდუმლოებები ურთიერთობებში – გადავწყვიტე ჩემთვის!

ჩემს მეგობარს წლობით ღალატობდა ქმარი. ეს არ იყო უბრალო რომანი, არამედ ცხოვრების სტილი. ყველაფერთან ერთად, მეგობარი ქმართან ერთად გადიოდა საოჯახო თერაპიას, ასე რომ ვთქვათ, «მუშაობდნენ ურთიერთობებზე». ქმარი ოსტატურად თამაშობდა ვიზიტის მნიშვნელობას და ერთხელაც არ წამოცდენია სხვა ქალთან ურთიერთობზე. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს ცოლმა გამოიჭირა ფაქტზე და ეს იყო მათი ქორწინების დასასრული.

მეორე, ჩემი მეგობარი იმდენჯერ უბრუნდებოდა ცოლიან კაცს, რამდენჯერაც დაპირდებოდა ცოლთან გაშორებას და ცოლად მოყვანას. ეს გრძელდებოდა წლები. მე ყოველთვის ვეუბნებოდი: «შენ თუ გაჰყვები კაცს რომელიც ცოლს ღალატობს, შენ გახდები ისეთი კაცის ცოლი რომელიც ცოლს ღალატობს».

ანალოგიური წესები მუშაობს ძლიერი მამკაცებისთვის. თუ თქვენი შეყვარებული არ უყვება დას, დედას, დაქალებს … რომ ხვდებით და არის თქვენზე შეყვარებულები – დაივიწყეთ ასეთი ურთიერთობები. ნუ გახდებით სხვისთვის სათადარიგო საიდუმლო აეროდრომი. თუ არ შეუძლია იყოს გულწრფელი და ამჯობინებს დუმილს ურთიერთობებზე, შეეშვით. რა გსურს ინტრიგა თუ ურთიერთობა?

უფრთხილდით, თუ ადამიანი დამოკიდებულია ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე, ლატარეაზე, სექსზე, სამსახურზე.. ესე იგი, ის მიუწდომელია.

საშიშია, შინაგანი მოთხოვნილება – ითამაშოთ მხსნელის როლი გამრუდებული სულის. თუ თქვენ ყოველ ჯერზე ირჩევთ და გხვდებათ ტიპი რომლებსაც სჭირდება გადრჩენა და სიცოცხლისკენ შემობრუნება, ჰკითხეთ თავს – რატომ? თუ გგონიათ, რომ თქვენ ხართ მხსნელი და გამოასწორებთ, კარგად დაფიქრდით, რაზე მოდიხართ.

უმჯობესია იყოთ სასურველი და ხელსაყრელი კანდიდატურა (კაციც და ქალიც).  რაც გერგოთ განგებისგან გამოიყენეთ 100%..

ერთხელ, მამკაცმა რომელსაც ვხვდებოდი გამომიცხადა – მას ყველაფერი მოსწონს ჩემში, მაგრამ არის ერთი რამ რასაც ვერ ღებულობდა, თურმე ძალიან რელიგიური ვყოფილვარ. წარმოგიდგენიათ, ასეც ხდება! მას რა უნდოდა? მისი უფრო მეტად დამეჯერებინა, ვიდრე ღმერთის? რასაც ყველაზე მეტად ვაფასებდი და მომწონდა ჩემში, მას უჭირდა ამის ატანა და მიღება. მე ვერ ვიცხოვრებდი ისეთი ადამიანის გვერდით, ვინც იძულებული იქნებოდა ავეტანე. მინდოდა მამაკაცი რომელიც დააფასებდა ჩემს ღირსებებს და პატივს სცემდა ღირებულებებს.

მოუყევით სამყაროს, რა გინდათ ცხოვრების თანამგზავრიდან, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავს აუხსენით. აღნიშნეთ ყველაფერი: სიმაღლე, წონა, შემოსავლები – შემდეგ დაივიწყეთ და აღარ გაიხსენოთ. განმარტოვდით თქვენი გულის მშვიდ კუთხეში, ჩადით მის სიღრმეებში და კითხეთ თავს :«სინამდვილეში რა მინდა?» შეადგინეთ სია. ბოლოში დაწერეთ: «ეს ან ამაზე უკეთესი».  ამის მერე დადეთ შორს, ჩადეთ სადმე ყუთში და დაივიწყეთ…

ნუ უყურებთ შეფუთვას. შეფუთვა რომელშიც გახვეულია საჩუქარი, საერთოდ არ იძლევა წარმოდგენას იმაზე, თუ რა დევს შეგნით. ზოგჯერ, ყველაზე კარგი საჩუქრები გეძლევათ შეფუთვის გარეშე. არ გაუშვათ ხელიდან კეთილი და სათუთუთი გულის ადამიანი დაკუნთული ტიპების ყურებაში, სათუთი და კეთილი გული უფრო გამძლეა, ვიდერე პრესი კუბიკებით. ჰკითხეთ ნებისმიერ ქალს 40 წლის ზემოთ.

იფიქრეთ თვითგანვითარებაზე და სრულყოფილებაზე. იარეთ პიროვნული განვითარების ტრენინგებზე.

გახადეთ ცხოვრება იმდენად კარგი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდეს გამოჩნდება თუ არა ვინმე მასში.

ხელიდან არ გაუშვათ ნებისმიერი შანსი ახალი მეგობრის შეძენის, ახალი ადამიანების გაცნობის. იმოგზაურეთ. იცხოვრეთ თქვენი ოცნების ცხოვრებით. როგორც კი შეწყვიტავთ პეპლების დევნას, ის თავად დაეშვება თქვენს მხარზე.

იმის ნაცვლად, რომ ეძებოთ ის ერთადერთი და განუმეორებლი, გახდით ერთადერთ და განუმეორებელი საკუთარი თავისთვის.

დაიწყეთ და გაახარეთ საუკეთესოდ რაც გერგოთ ციდან, მიდით ნამდვილ „მე“-სთან, მიაგენით ჭეშმარიტს.

იყავით მიმზიდველი საკუთარი თვისთვის. ამ ქვეყნიერებაზე ყველას ჰყვას მეწყვილე, მაგრამ თუ გადაიქეცით სხვა ადამიანად, იმ ერთადერთმა შეიძლება ვერც შეგამჩნიოთ. შეიძლება, არ დაინტერესდეს თქვენით, რადგან ის ეძებს მას – ვინც საკუთარი თავის გულის კუნჭულში ჩათრგუნეთ და რომლადაც ყოფნა გადაიფიქრეთ.“

თარგმანი: თამარ კვარაცხლია

წყარო

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81