ემოციების მენეჯმენტი ფსიქოლოგიური კლუბში

16

psychologist.ge-ს ფსიქოლოგიური კლუბი მოიცავს თვის განმავლობაში 6 შეხვედრას – 4 დისტანციური, 2 პირისპირ რეჟიმში (ოფისგარეთ, ბუნებაში)
შემდეგი თვის თემა არის “ემოციების მენეჯმენტი”.
შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრებთ:

  • ემოციების წარმოშობა და ფუნქციონირების მექანიზმი
  • ემოციების ამოცნობა
  • სხვისი და საკუთარი ემოციების გაცნობიერება
  • როგორ გამოვიწვიოთ სასურველი ემოცია
  • ემოციების მართვა
  • ემოციების გამოყენება შედეგების მისაღწევად

ორი შეხვედრა შედგება ოფის გარეთ სივრცეში და დაეთმობა ემოციებზე პრაქტიკულ მუშაობას;

👨🏻შეხვედრებს წარუძღვება ფსიქოკონსულტანტი – ილია ნიკაჭაძე.
💼 ილია ნიკაჭაძე: NLP Coach მასტერი;
საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა და საერთაშორისო ურთიერთობით კომიტეტის ხელმძღვანელი;
ფსიქოლოგიური ინტერნეტჟურნალ psychologist.ge-ის მთავარი რედაქტორი;
სამოტივაციო ინტერნეტჟურნალ 4motivi.com-ის თანადამფუძნებელი;

⏳კლუბის შეხვედრები გაიმართება  კვირაში ერთხელ
(ხანგრძლივობა: 2 საათი).

💲 კლუბში ყოველთვიური საწევროს ღირებულებაა 50₾

🎯 კლუბის წევრობა დაგეხმარებათ:
• პასუხი გასცეთ თქვენთვის აქტუალურ კითხვებს
• შეისწავლოთ ფსიქოლოგიის პრაქტიკული მიმართულებები
• გაიცნოთ საინტერესო ადამიანები

✍🏼კლუბის წევრობით დაინტერესებულმა პირებმა, შეავსეთ მოცემული ფორმა 👉  ბმული

📱 საკონტაქტო ტელ: 599 97 91 81

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

Discussion16 კომენტარი

  1. Avatar
    ხატია ჯოხარიძე

    შეხვედრები, რომელებიც ფსიქოლოგიური კლუბის ფარგლებში წარიმართა იყო ძალიან პროდუქტიული და საინტერესო, თემები რომლებზეც ვისაუბრეთ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრისთვის კი უღრმესი მადლობა ილია ნიკაჭაძეს.

  2. Avatar

    თუ დაინტერესებული ხართ თვითგანვითარებით,თქვენი აზროვნების და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლით, მაშინ ეს კლუბი თქვენთვისაა. ადგილი სადაც გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და პასუხს გასცემთ არა ერთ აქტუალურ ცხოვრებისეულ შეკითხვას.

  3. Avatar

    ძალიან საინტერესო შეხვედრებია.იგებ ბევრ ახალ ინფორმაციას, ეცნობი ბევრ ახალ ადამიანს, საინტერესო ადამიანს… ილია კი თავის საქმის პროფესიონალია ,რომელის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ კლუბის წევრს და თავის საქმეს…მადლობა!

    • Avatar

      ფსიქოლოგიური კლუბის შეხვედრები რომელსაც ვესწრებოდი რამოდენიმე თვის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი ცოდნის მომცემი. ყოველი ახალი შეხვედრა სრულდებოდა ახალი ცოდნითა და ახალი გაცნობიერებებით. ეს არის ადგილი სადაც არიან ძალიან საინტერესო ადამიანები და მუშაობის პროცესი არის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო.
      ეს არის საუკეთესო ადგილი პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარებისათვის.

  4. Avatar

    ფსიქოლოგიური კლუბის შეხვედრები ჩემთვის არის ძალიან საინტერესო, სასიამოვნო,პროდუქტიული, მეხმარება თვითგანვითარებაში,პიროვნულ ზრდაში. შერჩეული თემები არის ცხოვრებისეულ საკითხებზე.მე პირადად ბევრ რამეს ვსწავლობ, მადლობა კლუბის თითოეულ წევრს და რა თქმა უნდა ილიას, თავისი საქმის პროფესიონალს!

  5. Avatar
    ნინო ქანთარია

    ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მოპოვება შეიძლება ფსიქოლოგიურ კლუბში, ორიენტირებულია პიროვნულ ზრდაზე და განვითარებაზე, ყოველთვის საინფერესო თემები განიხილება რაც მეხმარება თვითანალიზში და გაცნობიერებაში

  6. Avatar

    ძალიან საინტერესო და სასარგებლო ფსიქოლოგიური კლუბია. შეხვედრებს მთელი სიამუვნებით ველოდები კვირიდან კვირამდე საფრანგეთიდან .
    ილია არის თავისი საქმის პროფესიონალი და ორიენტირებული , თავი კარგად აგრძნობინოს ჯგუფის ყველა წევრს. თავის მხრივ , ჯგუფის წევრებიც საკმაოდ კომფორტულ, მეგობრულ და ოჯახურ გარემოს ქმნიან , ხელს უწყობენ ერთმანეთის ცხოვრებისეული ფსიქოლოგიური პრობლემების გააზრებასა და ჯანსაღი მსჯელობით სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებაში .
    გმადლობთ, მიხარიხართ ♥️☺️

  7. Avatar

    იშვიათია იყოს გარემო სადაც ორი საათი წუთის ტოლია. იაზროვნო , მიიღო აზრები, იფიქრო , იმოქმედო და იარსებო. სასიამოვნო ადამიანების გვერდით ყოფნა , რომელთგანაც მხოლოდ თანადგომის სურვილს გრძნობ. ეს ყველაფერი მარტივად ნათქვამ „კლუბშია“ ყველაფერი მარტივი გენიალურია. მადლობა ყველას მადლობა იალიას. 👍

  8. Avatar

    მიხარია, რომ ამ ფსიქოლოგიური კლუბის წევრი ვარ. უზომოდ საინტერესო შეხვედრები აქვს ილიას. ეს კლუბი იყო ერთერთი, რაც იზოლაციის ადვილად გადატანაში დამეხმარა. ისე გადის დრო, ვერ იგებ. ხშირად 2 საათი არ გვყოფნის და 3 საათი და მეტიც გაგვგრძელებია შეხვედრა საინტერესო საუბრებში. ძალიან საჭირო თემებს ვეხებით და ეს თემები ამოუწურავია. რაც მეტს სწავლობ, უფრო მეტის გაგება გინდა. თითქოს ახლიდან ეცნობი საკუთარ თავს. ბევრი რამის გაცნობიერებასა და გააზრებაში დამეხმარა. მიხარია, რომ კიდევ გაგრძელდება კლუბის შეხვედრები და წინ ბევრი სასიამოვნო და საინტერესო შეხვედრა გველის <3

  9. Avatar

    მოკლედ და ლაკონურად , არ ვიცი როგორ მოვყვე “ჩვენს” შესახებ, იმიტომ რომ ყოველი ჩვენი შეხვედრა”კლუბში”, გაკვეთილია მიმღებლობაზე, სიყვარულზე, პიროვნულ განვითარებაზე, მხარდაჭერაზე და უკეთეს “მედ” ქცევაზე. ერთსულოვანი და სოლიდარულია ჯგუფი,რომელსაც ხელმძღვანელად the best ილია ჰყავს.მადლობა მას ასეთი ჯანსაღი და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის<3

  10. Avatar
    ნინო მღებრიშვილი

    4 შეხვედრის მერე მე უფრო მეტი ვიცი საკუთარ თავზე და შემიძლია საკუთარი თუ ახლობლების საქციელის და ხასიათის თავისებურებების გაგება; მადლობა ილიას საინტერესო ლექციებისთვის და პრაქტიკული რჩევებისთვის.

  11. Avatar

    ძალიან საინტერესო და ღირებული სტატიებია . დიდი მადლობა ილიას და ყველა იმ ადამიანს , რომელიც ჩართულია ამ რთულ, საპასუხისმგებლო და შემოქმედებით საქმიანობაში. ყოველდღიურად ვეცნობი სტატიებს , რაც მეხმარება შევცვალო ხედვები და ავიმაღლო ცნობიერება. დიდი მადლობა

  12. Pingback: ნინო ეფხოშვილი – ემოციური ტონების სკალა

  13. Avatar
    ლეილა მირზოევი

    დიდი ხანია ვეძებდი ისეთ კლუბს რომელიც განმავითარებდა მე პირადად, საშუალებას მომცემდა საკუთარ თავზე სიღრმისეულად მემუშავა, ასევე ამემაღლება ცოდნის დონე უფრო მაღალ საფეხურზე. ილიასთან მუშაობა იმდენად საინტერესოა და საიტერესო იყო, რომ ვერც კი ვხვდებოდი დრო როგორ სწრაფად გადიოდა…
    დამეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ეს მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც ყველაფერი ძალიან საინტერესოა და კარგად არის შედგენილი და დაგეგმილი მასალა..
    მუშაობა ასეთი მაღალი რანგის პროფესიონალთან არის დიდი პატივი პირადად ჩემთვის და ამისთვის დიდი მადლობა ილიას…
    ჩემთვის პირადად ყოველთვის მნიშვნელოვანია ხოლმე პროფესიონალის შერჩევისას მისი ადამიანური კუთხე, გარდა თავისი პროფესიონალიზმისა… სწორედ ერთ-ერთი მხარე რატომაც მანიჭებს ილიასთან მუშაობა და ამ კლუბის წევრობა ბედნიერებას არსი ეს…
    მინდა თამამად ვაღიარო რომ ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის წევრი ვარ და საერთოდ ილიას, რომ ვიცნობ. მაბედნიერებს ეს კლუბი ნამდვილად და ვარ ძალიან კმაყოფილი…
    ეს კლუბი იყო ის კლუბი რომელმაც კარანტინის რთულ ჟამს გადამატანინა ყოველივე მათ შორის დამეხმარა დამეძლია პანიკური შიშები და სხვა რამეზე გადამატანა ყურადღება და მამუშავა არა ერთ უმნიშვნელოვან საკითხზე.
    ღმერთის მადლიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ფონზე ღმერთმა სწორად ეს კლუბი გამომიგზავნა და მომცა გამეცნო ჩემთვის მისაბაძი ადამიანი როგორც პროფესიული კუთხით ისე პიროვნული.
    მადლობა ილია, რომ შენ და შენს მიერ შექმნილმა კლუბმა ჩემი ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ ❤️🤗😊

  14. Avatar

    სასიამოვნო გარემო საინტერესო თემებით და რა თქმა უნდა, სასიამოვნო და საინტერესო ადამიანებთან ერთად – ეს არის ის, რაც psychologist.ge-ს ფსიქოლოგიურ კლუბში დამხვდა.ეს ის შემთხვევაა, როდესაც საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი.
    ილიას ყველა კითხვაზე აქვს პასუხი;იგი თავისი საქმის პროფესიონალი და საოცრად კარგი ადამიანია.ისეთი თბილი კლიმატია კლუბში, რომ დამშვიდობება მენანება ხოლმე.
    მადლობა ილიას და თითოეულ კლუბის წევრს ამ მონიჭებული სიამოვნებისთვის!❤

დატოვეთ კომენტარი