ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების არსი და ისტორია

0

დღეისათვის ფართოდაა გავრცელებული მეთოდები, რომლის საშუალებითაც  შესაძლებელია ადამიანის ფსიქიკაში არსებულ ნეგატიურ პროგრამებზე გავლენის მოხდენა და ამ პროგრამების პოზიტიური პროგრამებით ჩანაცვლება, ამ მეთოდებს–კი აერთიანებს ნეირო–ლინგვისტიკური პროგრამირება ანუ NLP.

ნეირო–ლინგვისტიკური პროგრამირების მეთოდებს ხშირად იყენებენ ისეთ სფეროებში როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი, მარკეტინგი, მედიცინა, განათლება და სხვა მრავალი.

ამ მეთოდების ძირითადი არსი  მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს ადამიანებს ჯანსაღ კომუნიკაციაში, ნეგატიური რწმუნებულებების და ბლოკების მოცილებაში, საკუთარი რესურსული მდგომარეობის აღქმაში.

რა არის NLP

ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება მოდელირების და ეფექტური კომუნიკაციის ტექნოლოგიაა. იგი ტრანსფორმაციის ფსიქოტექნოლოგია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ეფექტური ცვლილებებით პირადსა და პროფესიულ ცხოვრებაში, შინაგანი რესურსების სრულად გამოვლენითა და გამოყენებით, შიშებთან, ფობიებთან, ნეგატიურ რწმუნებულებებთან და პროგრამებთან გამკლავებით. NLP არის სპეციალური მეთოდი რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია აიშენოს ინდივიდუალური ცხოვრებისეული გამოცდილება და შეცვალოს დამოკიდებულება ნეგატიურ წარსულთან, შექმნას უკეთესი მომავალი. ეს არის სისტემა, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ადმიანის ფიქრებსა და კომუნიკაციებს. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანი სამუდამოდ დაემშვიდობოს ფობიას, შიშს, მრავალ ფსიქოსომატურ პრობლემას, დაბალ თვითშეფასებას და ა.შ.

იგი არის კომუნიკაციის ხელოვნებისათვის საჭირო ბრწყინვალე ინსტრუმენტების ნაკრები, თუმცა მნიშვნელოვანია იგი აღმოჩნდეს კეთილსინდისიერი ადამიანის ხელში. მისი საშუალებით შესაძლებელია მარტივად მოგვარდეს მშობელსა და შვილს შორის, პარტნიორებს შორის, მეგობრებსა და კოლეგებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციები და გავხდეთ სამაგალითო მოსაუბრე.

წარმოშობის ისტორია

NLP გამოჩნდა 70–ანი წლების დასაწყისში. დოქტორმა ჯონ გრიდერმა (ლინგვისტიკის პროფესორი სანტა კრუზის უნივერსიტეტში) და რიჩარდ  ბენდლერმა (მათემატიკოსი, პროგრამისტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის  სტუდენტი), რომელიც ძალიან იყო ფსიქოლოგიით გატაცებული, გადაწყვიტეს ისეთი ფსიქოთერაპევტების ინდივიდუალური მეთოდების და მიდგომების შესწავლა და ანალიზი, როგორებიც არიან ფრიც პერლზი, ვირჯინია სატირი და მილტონ ერიკსონი. ისინი იკვლევდნენ თითოეულ თერაპიულ სესიას, შეაგროვეს ათასობით ჩანაწერი და აკვირდებოდნენ მათ შორის არსებულ კანონზომიერებებს, თითოეულ სიტყვას, რომელსაც თერაპევტი და პაციენტი იყენებდა პროცესის დროს, სხეულის ენას, ემოციებს და შექმნეს სისტემა , რომელიც შესაძლებელს ხდის ადამიანმა შეძლოს მისთვის არასასურველი, გამოცდილების ან დასწავლის შედეგად თავის ტვინში მკაფიოდ არსებული პროგრამების ცვლილება და გახდეს საკუთარი მომავლის შემოქმედი. ასევე შეცვალოს ნეგატიური წარსული მოვლენების მიმართ დამოკიდებულება. ნლპ მეთოდები ფართოდ გამოიყენეს განათლების სისტემაშიც.

NLP განვითარდა რამდენიმე მიმართულებით: როგორც ადამიანის ნებისმიერი მოქმედების იდენტიფიცირების სისტემა, როგორც კომუნიკაციის მეთოდი და როგორც თერაპიული მეთოდი მთელ რიგ პრობლემებთან და სირთულეებთან გასამკლავებლად.

1997 წლისათვის გრეინდერმა და ბენდლერმა გამოაქვეყნეს ნლპ ტექნიკებთან და მეთოდოლოგიებთან დაკავშირებული კვლევა, რომელიც ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო შემდეგ მთელ სამყაროში ფართოდ გავრცელდა.

სახელის წარმოშობა

ნეირო–ლინგვისტიკური პროგრამირება  გულისხმობს მეცნიერების სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული სფეროს ინტეგრაციას.

კომპონენტი “ნეირო” – აზროვნების, ქცევის და საერთოდ შემეცნებით პროცესებში ნერვული სისტემის მონაწილეობას, მის შიგნით გარკვეული პროგრამების შესრულების პროცესზე მიგვანიშნებს. გამოცდილება არის ინფორმაციის სინთეზი, რომელსაც ვიღებთ და გადავამუშავებთ ნერვული სისტემის საშუალებით. ეს პრაქტიკულად დაკავშირებულია სამყაროს აღქმასთან ჩვენი გრძნობათა ორგანოების: მხედველობის, სმენის, ყნოსვის, გემოვნებისა და ტაქტილური შეგრძნებების საშუალებით.

“ლინგვისტიკა” -NLP-ის თვალსაზრისით, ენა (მეტყველება) ნერვული სისტემის ერთგვარი პროდუქტია, ამასთანავე ახდენს ნერვული სისტემის სტიმულირებას და ფორმირებას. მეტყველება -ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის გააქტიურებას ან სტიმულირებას უწყობს ხელს.

“პროგრამირება” გულისხმობს იმას, თუ როგორ აწყობს ადამიანი თავის მოქმედებებს, იდეებს, რათა მოიპოვოს სასურველი შედეგი.

მოამზადა თეკლა საღრიშვილმა

ანა არველაძე

✔ NLP ოსტატი ✔ ლონდონის ნლპ სკოლის პრაქტიკოსი ✔ EMDR თერაპევტი 📞 595331636

დატოვეთ კომენტარი