ნეიროგრაფიკა

0

ნეიროგრაფიკა ქვეცნობიერთან კომუნიკაციის არავერბალური საშუალებაა. იგი 2014 წელს შეიმუშავა მხატვარმა და ფსიქოლოგმა პაველ პისკარეევმა.  ეს არის, ცნობიერების გარდაქმნის გრაფიკული მეთოდი, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი ნერვული კავშირები თავის ტვინში და შესაბამისად, შეცვალო აზროვნება და გამოიწვიოს ცხოვრებაში სწრაფი პოზიტიური ცვლილებები. ქვეცნობიერისთვის ყველაზე გასაგები ენა – ფერების ენაა. ის , ჩვენს მიზნებს ყველაზე კარგად სურათ-ხატების საშუალებით აღიქვამს, ამიტომ ამ მეთოდის ხშირი გამოყენება გარდა იმისა, რომ გვანთავისუფლებს სტრესისგან, უამრავი ფსიქოლოგიური ბლოკისგან, შევყავართ რესურსულ მდგომარებობაში, ასევე გვეხმარება ჩვენი სურვილების ვიზუალიზაცია მოვახდინოთ.  ნეიროგრაფიკული ნახატების შექმნის პროცესი ძალიან სასიამოვნო, დამამშვიდებელი და ეფექტური მეთოდია, თანაც მისი შესრულება, სულაც არ საჭიროებს ხატვის ნიჭს . დღეს გაგიზიარებთ მარტივად შესასრულებელ ინსტრუქციას, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მიზანი ეფექტურად მივაწოდოთ ქვეცნობიერს.

დაგვჭირდება:
ა4 ფორმატის ქაღალდი;
ნებისმიერი, თქვენთვის მიმზიდველი ფერის ფანქარი ან უბრალოდ კალამი.

დავალება:

  • იფიქრე მდგომარეობაზე, როცა მიზანს უკვე მიაღწიე და დახატე წრე, იმზომის, როგორიც თქვენს ახდენილ მიზანს შეესაბამება;
  • იფიქრე იმაზე, ახლა როგორ ხარ, ახლანდელი მდგომარეობა როგორია, რა ეტაპზე ხარ და კიდევ დახატე მეორე წრე;
  • ახლა იფიქრე იმაზე, რისი გაკეთება შეგიძლია, რომ მიზანს მიაღწიო, ან რა გააკეთე უკვე და დახაზე უსწორმასწორო ხაზები, ახლანდელიდან მომავლის მიმართულებით.
  • თუ არის რამე, რაც ამ მიზნის მისაღწევად უკვე გააკეთეთე, ამატებთ წრეებს
  • ახლა იფიქრეთ რა გჭირდებათ, რომ მიზანს მიაღწიოთ და ისევ გაავლეთ უსწორმასწორო ხაზები.
  • ახლა იფიქრეთ მიღწეულ მდგომარეობაზე, როგორი ხართ, რას აკეთებთ, როგორ გამოიყურებით, ფიქრებში აღწერეთ საკუთარი თავი და თან გაამუქეთ ამ ხაზების გადაკვეთის ის ადგილები, რომლებიც შეძლებისდაგვარად წრეებს ქმნიან.
  • თუ სადმე წვეტიანი ადგილია, აუცილებლად მოამრგვალეთ, რადგან ეს წვეტები გამოხატავენ ჩვენს შინაგან კონფლიქტს.
  • გააფერადეთ თქვენთვის სასიამოვნო ფერებით.
  • დააკვირდით ნახატს, რას გრძნობთ, როცა მას უყურებთ, დააკვირდით მომავლის წრეს და აღწერეთ რა ემოციებს იწვევს თქვენში მისი ყურება.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81