თვითშეფასება ბავშვებში

0

მოზარდი თანდათანობით იწყებს დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას, რაც ვლინდება უფროსობის, მოწიფულობის განცდაში. ის ცდილობს დაიმკვიდროს თავი როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა. ამ პერიოდში მრავალი სირთულე ხვდება, მაგალითად როგორიც არის წინააღმდეგობა ზოგადად თავის გაცნობიერებასა და მის რეალურ შესაძლებლობათა შორის, ის რომ უფროსების დამოკიდებულება არ შეესაბამება მოზარდთა მისწრაფებებს, ამის გამო კი ის ცდილობს თავი დაიმკვიდროს, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა. სრულიად ბუნებრივია, რომ ამ ასაკში ადამიანებს ახასიათებთ ჯიუტობა, უფროსებისადმი დამოურჩილებლობა, ნეგატივიზმი.

ადამიანის თვითცნობიერებისა და თვითშეფასების განვითარება მიმდინარეობს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და სოციალური პირობების ცვლილებათა კვალდაკვალ. გარდამავალ ასაკში პიროვნების განვითარებაში თვითცნობიერების აქტები(თვითშეფასება, თვითდამკვიდრება, ქცევის რეგულაცია, თვითმიკუთვნებულობა) პირველადი ხდება. აღსანიშნავის, რომ ამ მოთხოვნათა განვითრების ხარისხი გავლენას აცხადებს მოზარდის პიროვნების ზნეობრივი თვისებების ჩამოყალიბებაზე. თვითცნობიერების მოთხოვნილება საფუძვლად ედება თვითაღზრდის მოთხოვნილების  ჩასახვას, რაც გულისხმობს საკუთარი თავის შეცვლის შეგნებულ მისწრაფებას. ადამიანები სხვათა შეფასებას უფრო ადრე იწყებენ ვიდრე საკუთრი თავის შეფასებას, სხვათა შესახებ მათ მიერ გამოთქმული აზრი უფრო მეტი კონკრეტულობით, სიღრმით გამოირჩევა, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის თქმის უფლებას რომ სხვათა შეფასებებში მოზარდები სუსტები არ არიან და შეცდომებს არ უშვებენ. ზოგადად ესა თუ ის მოწონებული თვისება მოზარდში იწვევს მყარ დადებით დამოკიდებულებას ამ ადამიანისადმი, ისე რომ ყურადღება არ ექცევა ამ ადამიანის სხვა თვისებებს, რომლებიც შეიძლება უარყოფითი იყოს და პირიქით შეიძლება ერთი წარუმატებლობა საკმარისი აღმოჩნდეს უარყოფითი წარმოდგენის შესაქმნელად მთელს პიროვნებაზე. ამით შეიძლება აიხსნას ის ავტორიტეტი, რომლითაც სარგებლობენ მოზარდებში უარყოფითი პიროვნებები. მოზარდი ხშირად აფასებს საქციელს იმის გაცნობიერების გარეშე, რისთვისაც განხორციელდა ესა თუ ის საქციელი. ის ვერ აცნობიერებს რისკენ შეიძლება იყოს მომართული ეს ქცევა, ამით შეიძლება აიხსნას მოზარდის ჯიუტობა. სრულყოფილებით არ გამოირჩევა მოზარდის თვითშეფასებაც. იგი გამუდმებით ცდილობს საკუთარ ქცევებში, გრძნობებში გარკვევას ამ თვალსაზრისით ცდილობს შეაფასოს საკუთრი თავი. ხშირია შეცდომები და ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები. ამგვარი თვითშეფასება დღის განმავლობაშიც კი იცვლება. ასაკის მატებასთან ერთად კი თვითშეფასება ობიექტური და ადექვატური ხდება.

დღევანდელ დღეს თუკი გვსურს რაიმეს მიღწევა, გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, ასეთი მზარდი კონკურენციის პირობებში, პირველ რიგში თვითონ უნდა შევძლოთ და მოვახდინოთ საკუთარი თავის პრეზენტაცია. ამისათვის კი ჯერ თავად უნდა ვირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების, რათა შემდეგ სხვებიც დავარწმუნოთ მათში.

ფსიქოლოგები გამოვყოფთ დაბალი თვითშეფასების ორ კატეგორიას: ნამდვილი და ფარული. პირველ შემთხვევაში ადამიანს ნამდვილად ემჩნევა, რომ არის შებოჭილი, ჰგონია, რომ ცდიან და ეშინია შეფასების. ისინი ნეიტრალურ სიტუაციებშიც დაძაბულები არიან. ეს გამოწვეულია იმ ილუზიით, რომ თითქოს ყველაფერს არასწორად აკეთებენ. ამ ილუზიის ფესვები კი, უნდა ვეძებოთ 18თვიდან 3 წლამდე, როდესაც ბავშვს დასაძლევი აქვს ფსიქო-სოციალური კრიზისი: ავტონომია, სირცხვილი, ეჭვი. ამ პერიოდში ბავშვი იწყებს საკუთრი სხეულის შესაძლებლობების შესწავლას, შეისწავლის გარე სამყაროს და ავლენს საკუთარ ინტერესებს. თუ მშობელი წაახალისებს ბავშვს ის ისწავლის თავის მოვლის ძირითად კომპონენტებს, მაგ. ჩაცმა, ჭამა და ა.შ. ბავშვს უვითარდება ასეთ შემთხვევებში დამოუკიდებლობის განცდა ფიქრობს, რომ შეუძლია პრობლემის გადაწყვეტა, ხოლო თუ მშობელი ძალიან ბევრს ითხოვს ან ძალიან ცოტას და ყველაფერს თვითონ გაუკეთებს, მაშინ ბავშვს უყალიბდება სირცხვილის განცდა და ეჭვი, რომ მას პრობლემის მოგვარება საკუთარი ძალებით არ შეუძლია, ეს ეჭვი კი მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვება და ჩამოუყალიბებს დაბალ თვითშეფასებას. რაც შეეხება ფარულ თვითშეფასებას ის თავხედური საქციელის უკან იმალება. მოზარდებში იგი ვლინდება პირსინგის ან ტატუს გაკეთებით, თმის გამომწვევად შეღებვით ან უცნაური ვარცხნილობებით, ნარკოტიკული საშუალებების მიღებით და ა.შ. მათ ასაკში დაბალ თვითშეფასებას აძლიერებს აზრი რომ მუდამ ყურადღების ცენტრში არიან. დაბალი თვითშეფასების დამალვას კი ,,დაცვითი მექანიზმებით” ცდილობენ. მაღალი თვითშეფასება_ ეს ტერმინი პოპულარობით სარგებლობს დღევანდელ საზოგადოებაში, განსაკუთრებით მოზარდებში. ის უმეტესად მრავალ სარგებელთან არის დაკავშირებული, მაგ. ისეთებთან როგორიც არის წარმატება, მავნე ჩვევებისაგან თავის არიდება, მომხიბვლელობა და სხვა. შეესაბამება კი ეს ყველაფერი სიმართლეს? კვლევების შედეგები ადასტურებენ რომ მაღალი თვითშეფასება არ განაპირობებს სხვადასხვა აუცილებელ სარგებელთა ქონას. თუ რაიმე განსხვავება შეიმჩნევა მაღალ და დაბალ თვითშეფასებას შორის არის ის რომ ადამიანები მაღალი თვითშეფასებით არიან აუტანელი ხასიათის მქონენი და საკუთრი თავის სხვებზე აღმატებულად მიჩნევით, ირგვლივ მყოფებს უქმნიან დისკომფორტს. ხშირად იგრძნობა, რომ საზოგადოებაში მკვეთრი ზღვარია გავლებული მაღალი და დაბალი თვითშეფასების მქონე ადამინებს შორის. ადამიანები დაბალი თვითშეფასებით, როგორც დეპრესიულები გაიმიჯნება ე.წ. ნორმალური ადამიანებისაგან, რადგან მიჩნეულია, რომ დეპრესიულ, დაბალი თვითშეფასების მქონეთათვის სამყაროს დამახინჯებული სახე აქვს. მაგრამ, ამ აზრის მომხრეთა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ დამახინჯებული ხედვა ნორმალური ადამიანის მეგზური მეტად არის ვიდრე დეპრესიულისა, რადგან დეპრესიულ ადამიანებს თამამად შეუძლიათ იგრძნონ პასუხიმგებლობა წარუმატებლობაზე, არა დეპრესიულებს კი ეს ძალიან უჭირთ. დეპრესიულები ყოველთვის ცდილობენ ამოიცნონ ვის მოეწონა ისინი და ვის არა, მაშინ როცა მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები მათდამი სხვების შთაბეჭდილებებს ზედმეტად დადებითად აფასებენ.

თვითშეფასების განვითარება იწყება ადრეული ბავშვობიდან. მის ჩამოყალიბებაში მთავარ როლს ასრულებს მოზარდების უფროსებთან ურთიერთობა, უფრო მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ რომ თვითშეფასება ყალიბდება უფროსებთან ურთიერთობის პროცესში, ამ დროს მოზარდი თავს ადარებს სხვებს რაც საფუძვლად უდევს საკუთარი თავის უკეთ შემეცნებას. უფროსთა შეფასება აყალიბებს მოზარდის თვითშეფასებას. თუ ის ადექვატურია მოზარდსაც ანალოგიური თვითშეფასება უყალიბდება და პირიქით. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის თვითშეფასება მყარი ხდება, ისი თავისუფლდება სიტუაციის გავლენისაგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვების შეფასება ძალას, გავლენას კარგავს.

 

✔ტრენერი ✔ფსიქოთერაპევტი ✔ფსიქოთერაპიული ცენტრი ,,ბისიეი’’-ს კვებითი ქცევის სპეციალისტი ? 598 24 91 24