მერლინ მონროს სინდრომი

0

,,ის, ფიზიკურ გარდაცვალებამდე ბევრად უფრო ადრე იყო მკვდარი, მარტოობისა და სულის სიცარიელის განცდისგან,, – ასე წერს ფსიქოლოგი ელისაბედ მაკავოი სიცოცხლით სავსე მერლინ მონროზე, რომელმაც პირველად აღწერა არასრულფასოვნების კომპლექსის ერთერთი სახეობა – მერლინ მონროს სინდრომი – ამავე სახელწოდების წიგნში. მთელი ამ თვალისმომჭრელი ბრწყინვალების, თავნება სილაღისა და ,,დაბადების დღეს გილოცავ ბატონო პრეზიდენტო“ ჯონ კენედისთვის თამამად და მომაჯადოვებელი გრძნობით ნამღერის – უკან იდგა დიდი ხნის ნაწვალები და საკუთარ ბედთან შეუგუებელი მორცხვი ქალი, რომელიც სულაც არ იყო ისეთი ლაღი და თავნება როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. მას კარგად ესმოდა, რომ ბედნიერება – ეს იყო ის, რის დანახვასაც ყველა ელოდებოდა ჰოლივუდის ფილმებიდან, ხოლო მისი რეალობა კი – ეგოიზმი და ტყუილია. მერლინი იყო ქალი, რომელიც მხოლოდ იმიტომ ბრწყინავდა სცენაზე, რომ მასსავით ვნებიანად აებრჭყვიალებინა მთელი ის საზოგადოება, რომელიც აღტაცებით შესცქეროდა და მისგან ყოველთვის ბედნიერების ნიმუშს ელოდა, რეალურად კი, მერლინ მონროს ამ ბრწყინვალების განუყრელი შიში ქონდა. მერლინ მონრო იყო ვარსკვლავი, რომლის ნათებასაც თავადვე მუდმივად უფრთხოდა – უფრთხოდა საკუთარ ნათებას და სხივებს. ფსიქოლოგები, მერლინ მონროს სინდრომის აღწერით ცდილობენ ახსნან და გადმოსცენ ადამიანის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც, თვალსაჩინო სოციალური წარმატების, კეთილდღეობისა და დიდების უკან, იმალება გაუსაძლისი მარტოობა და სულის სიცარიელე. არავინ ცდილობს უკეთ გაიცნოს ასეთი ადამიანი, რადგანაც მათთვის საკმარისია იმ დიდებულებით მინიჭებული აღტაცება და განცდები, რომელიც ასეთი ადამიანის გამოჩენას მოაქვს ხალხისთვის საკუთარი ტკივილის ხარჯზე. სწორედ ასეთი ტკივილის ხარჯზე ააკაშკაშა მერლინმა მთელი ეპოქა და შეძლო პატარა მშიშარა, სასოწარკვეთილი ნორმასგან, მთელი მსოფლიოსთვის საჩუქრად გამოექანდაკებინა შეუდარებელი მერლინი, რომლის ცხოვრებაშიც თუნდაც ხანმოკლედ, მაგრამ მაინც იყო ბედნიერებაც, სიყვარულიც და ბრწყინვალე დიდებაც.

წყარო

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81