როგორ გვეხმარება ბაირონ ქეითის “სამუშაო”, რომ სიყვარულმა ბედნიერების შეგრძნება მოგვიტანოს

0

ბაირონ ქეითი – ცნობილი ამერიკელი სპიკერი და ავტორი წიგნის „ სამუშაო“

ყველა თანხმდება, რომ სიყვარული მშვენიერია, თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევებს, როდესაც ის ტკივილს გვაყენებს. ადამიანები მთელი თავისი სიცოცხლის  განმავლობაში სიყვარულის გამო იტანჯებიან, მას დაეძებენ, ცდილობენ მის შენარჩუნებას  ან მისგან თავის დაღწევას, მაგრამ არსებობს კიდევ ორი რამ, რაც სიყვარულზე ნაკლებად მიმზიდველი როდია, ეს არის – აღიარება და დაფასება. ბავშვობიდან მოყოლებული, ადამიანთა უმრავლესობა თავიანთი ენერგიის უმეტეს ნაწილს ხარჯავს მათ დაუღალავ დევნაში, მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს, რომ ისინი შეამჩნიონ, სხვებს ასიამოვნონ, შთაბეჭდილება მოახდინონ, სხვა ადამიანებისგან სიყვარული დაიმსახურონ და ფიქრობენ, რომ ასე უნდა იცხოვრონ. ეს ძალისხმევა დროთა განმავლობაში მუდმივ ხასიათს იძენს და ისეთი ორგანულია, რომ ჩვენ მას ვეღარც კი ვამჩნევთ.

ამ წიგნში დეტალურადაა აღწერილი რა მუშაობს და რა – არა სიყვარულისა და აღიარების ძიების პროცესში. ეს დაგეხმარება იპოვო გზა, რომ  სიყვარულმა უფრო მეტი ბედნიერება მოგანიჭოს და შეძლო სხვა ადამიანებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება ყოველგვარი მანიპულაციისა თუ მაცდუნებელი ხერხის გარეშე. რასაც აქ აღმოაჩენ, ეს უფრო სრულყოფს შენს ყველანაირი სახის ურთიერთობას, იქნება ეს: რომანტიკული სიყვარული, პაემანი, ქორწინება, შვილების აღზრდა, სამსახური თუ მეგობრობა.

წიგნის კითხვის პროცესში დაიწყებ იმის შემჩნევას, თუ შენი ფიქრების რამხელა ნაწილი ეთმობა სიყვარულისა და აღიარების ძიებას, რასაც ადამიანთა უმეტესობა ვერასოდეს ამჩნევს. უბრალოდ, ამის შემჩნევითაც კი ისწავლი მთელ რიგ გზებს, თუ როგორ მიუდგე შენს ფიქრებს. ეს რადიკალურად შეცვლის შენს დამოკიდებულებას საკუთარ თავთან და შენთვის მნიშვნელოვან ყველა ადამიანთან: შენს მეუღლესთან, შვილებთან, მშობლებთან, შენს უფროსთან, კოლეგებთან, თანაშემწეებთან, მეგობრებთან. შენ იმას კი არ ისწავლი ახლებურად როგორ წარმოაჩინო საკუთარი თავი ისე, რომ ეს არ შეესაბამებოდეს შენს ნამდვილ სახეს და სხვები შეცდომაში შეიყვანო, პირიქით, სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩები იმით, რასაც აღმოაჩენ. შესაძლოა, ამან ძალიან გაგამხიარულოს კიდეც.

 

 

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი