თათა იმნაიშვილი – კონტაქტის ციკლი და კონტაქტის წყვეტა I ნაწილი

0

თათა იმნაიშვილი – ფსიქოკონსულტანტი

(შერწყმა/კონფლუენცია და ინტროექცია)

შესაძლოა დაკვირვებიხართ, რომ ზოგიერთ ადამიანთან კომუნიკაცია საკმაოდ გიჭირთ, ზოგის პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე თითქოს მხოლოდ საზოგადოების აზრზეა მიბმული, ზოგი იმდენად ცდილობს, რომ არ „გაწყენინოთ“ რომ საერთოდ გაუგებარი ხდება რისი თქმა უნდა, ზოგი თითქოს ყველაფერში გეთანხმებათ და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ საბოლოოდ გიჩნდებათ შეკითხვა ნამდვილად ასე ფიქრობს თუ არა და თავისით მივიდა თუ არა ამ დასკვნამდე და ა.შ.

ახლა ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ და დეტალურად გავარჩევთ. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ კონტაქტის ციკლით, რომელიც აღწერს იმას თუ როგორ იკმაყოფილებს ადამიანი თავის მოთხოვნილებებს. პირველად პოლ გუდმანმა და ფრიც პერლზმა აღწერეს კონტაქტის ციკლი წიგნში „გეშტალტ თერაპიის თეორია, ადამიანის პიროვნული ზრდა“

არსებობს კონტაქტის ციკლის სულ 4 ფაზა:

  1. პრეკონტაქტი- შეგრძნებებისა და მოთხოვნილებების ფორმირების ფაზა.
  2. კონტაქტირება- მოთხოვნილების გაცნობიერება და მისი დაკმაყოფილების გზების ძიება.
  3. სრული კონტაქტი – უშუალო მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
  4. პოსტ კონტაქტი – გამოცდილების ასიმილაცია და შემდგარი კონტაქტის გააზრება.

როდესაც ადამიანი რომელიმე ეტაპს ვერ გადის ან ვერ გადადის შემდეგზე, ხდება კონტაქტის წყვეტა და ზუსტად ეს მომენტი უქმნის პრობლემებს ადამიანს.  ეს არის, ასე ვთქვათ, ერთგვარი შინაგანი ბარიერები, რომელსაც ადამიანი ან აცნობიერებს ან ვერ აცნობიერებს ან აცნობიერებს მხოლოდ ნაწილობრივ. ალბათ გაინტერესებთ რისთვის გვჭირდება საერთოდ?!  მოდით განვიხილოთ რა ტიპის კონტაქტის წყვეტები არსებობს.

დღეს განვიხილავ კონტაქტის წყვეტებს, რომლებიც წარმოიქმნებიან პირველ ფაზაში.

შერწყმა/კონფლუენცია – წარმოიშობა კონტაქტის დასაწყისში (პრეკონტაქტი), ადამიანს ჯერ არ აქვს გაცნობიერებული თუ რა უნდა, მაგრამ გაურკვეველი შეგრძნებები უკვე აქვს რომელიც მიუთითებს სურვილზე/სურვილებზე. ამ დროს იმის ნაცვლად, რომ დაუკვირდეს თავის შეგრძნებებს და აღმოაჩინოს მოთხოვნილება , ბუნდოვანს ხდის თავის საზღვრებს და გადააქვს ფოკუსი საკუთარი თავიდან.

შედეგად ვეჩეხებით საკუთარი შეგრძნებების ინდენტიფიცირების უუნარობას. ადამიანს უჭირს გამოყოს თავისი ერთი ყველაზე მთავარი განცდა. არ შეუძლია განასხვავოს საკუთარი და სხვისი შეგრძნებები/ემოციები.

ადამიანები, რომლებიც იხრებიან შერწყმისკენ გაურბიან იმ სირთულეებს, რომელსაც მოტხოვნილების დაკმაყოფილება იწვევს.

ხშირად გვხვდება წყვილებში და მაგალითად დედა-შვილის ურთიერთობებში.
მაგალითი, როდესაც დედა ამბობს, დღეს პირველად გავიარეთ, გავსინჯეთ ხილი, მივედით პირველ კლასში, ჩავაბარეთ უნივერსიტეტში და ა.შ.

ასევე წყვილებში, როდესაც პარტნიორი ცდილობს შეისწავლოს და აითვისოს მეორის ყველა ინტერესი, ჰობი, მუსიკალური გემოვნება და ა.შ. ამავდროულად ივიწყებს ან არ ეძებს/არ ინტერესდება საკუთარით.

ინტროექცია – წარმოიშობა ასევე პრეკონტაქტში (მის ბოლოში). ინტროექციის დროს ადამიანი იღებს სხვების იდეებს, ღირებულებებს, წარმოდგენებსა და მოცემულობებს კრიტიკული გააზრებისა და ანალიზის გარეშე, უბრალოდ სიტყვაზე ენდობა და თვლის, რომ „ალბათ უკეთ იციან“. ფაქტიურად ადამიანი იღებს სხვის იდეებსა და წესებს მაგრამ მათ არ იაზრებს და არ აანალიზებს. ბევრი ინტროექტი ჩვენ ბავშვობიდან მოგვყვება, რომელიც ჩადებულია ოჯახისა და გარემოს მიერ, რომელშიც ვიზრდებოდით. ზრდასტან ერთად ადამიანები ხშირად გადააფასებენ ხოლმე ამა თუ იმ შეხედულებას, მაგრამ ზოგჯერ ასე არ ხდება.

ინტროექციის კარგი მაგალითია, როდესაც  ცოლი ბრაზობს ქმარზე და უარყოფს ბრაზს, რადგან „კარგი ცოლი არ ბრაზობს“.

ბევრი ინტროექტების შემთხვევაში ადამიანს უჭირს გააცნობიეროს და განასხვაოს რა უნდა და რეალურად, რას გრძნობს ის, და  რა უნდათ სხვებს რომ გრძნობდეს. უკიდურეს შემთხვევებში ხდება საკუთარი სურვილების ჩანაცვლება სხვისი სურვილებით.  რა თქმა უნდა ყველა დებულება, რომელიც ადამიანს გონებაში აქვს ინტროექცია არ არის, მხოლოდ ისინი, რომელსაც ადამიანი თვითო ვერ ხსნის რისთვის უნდა ან ამართლებს ფრაზებით „ ეს ასე უნდა იყოს, და რატომ ?  იმიტომ !…“

უნდა გვახსოვდეს, რომ მოცემული და სხვა წყვეტები ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად უსაფრთხოებისათვის, რათა შევინარჩუნოთ საკუთარი თავი, ჩვენი გარემო ან ურთიერთობები.

 

 

 

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი