თათია მჟავია – როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია COVID-19 – ის პირობებში

0

თათია მჟავია –  ფსიქოლოგი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი

დღევანდელ რეალობაში უამრავი გამოწვევის წინაშე დავდექით, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ არაერთი პრობლემა შეგვიქმნა, ამასთანავე ბევრი  თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, რომლის გამოყენებაც პროდუქტიულად უნდა შეგვეძლოს.
პანდემიის დასაწყისში ალბათ ბევრ ჩვენგანს განსაზღვრული გვქონდა თვითიზოლაციის პირობების  სასარგებლოდ გამოყენება, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ თითქოს მოვდუნდით და მოტივაციაც დაგვიქვეითდა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა ბევრ ჩვენგანს უშლის ხელს მობილიზებასა და საქმის ხარისხიანად შესრულებაში.

მოტივაცია შეიძლება განვმარტოთ, როგორც ,,მონდომება“, რაიმეს კეთების სურვილი, ჟინი. ის გვაძლევს ძალას დასახული მიზნების შესასრულებლად. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მოტივაცია ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ან მიზნის მიღწევის პროცესში შეიძლება  დაგვიქვეითდეს, ან სრულიად გაგვიქრეს. ასეთ დროს უპრიანია, გადავხედოთ იმ მამოტივირებელ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს მონდომებას.
მოტივაცია არის ორი სახის, შინაგანი და გარეგანი. გარეგან მოტივაცია გარედან, ჩვენგან დამოუკიდებლად ყალიბდება. ეს შეიძლება იყოს ჯილდო გაწეული სამსახურისთვის , ხელფასი, შექება და ა.შ. ხოლო შინაგაგან მოტივაციას წარმოვქმნით ჩვენ, ის ჩვენს გონებაში ყალიბდება და მას ჩვენი რეალური სურვილები და მოთხოვნილებები აყალიბებს.
გამოცდილი ფსიქოლოგები გვირჩევენ შინაგანი მოტივაციის გაზრდას, რადგან ის უფრო მეტად უწყობს ხელს ჩვენს რეალურ პიროვნულ ზრდას.
შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად სასურველია თქვენი მიზნების, სურვილების ნათლად წარმოდგენა. შეუძლებელია მიზანს მივაღწიოთ, თუ ნათლად არ გვაქვს წარმოდგენილი ის სურათი, რომელსაც საბოლოოდ ველით.

მოტივაციისა და პროდუქტიულობის  შესანარჩუნებლად პანდემიის პირობებში შევიმუშავე რამდენიმე ტექნიკა, რომელიც მეხმარება თვითიზოლაციის პერიოდი უფრო მარტივი, პროდუქტიული და შემოქმედებითი გავხადო. გიზიარებთ გამოცდილებასა და იმ ტექნიკებს, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.
 ,,to do list’’
პირველ რიგში , ყოველ საღამოს ვაკეთებ მომდევნო დღის ,,to do list”- ს ანუ გეგმას, რომელიც უნდა შევასრულო მომდევნო დღეს . შესასრულებელ საქმეებს გვერდით ვუწერ სავარაუდო დროს, რომელიც დავალების შესრულებაში დამჭირდება  და, რა თქმა უნდა, ვტოვებ თავისუფალ ადგილს დღის ბოლოს ,,+’’-ის დასასმელად. ეს პატარა დეტალი დღის ბოლოს გაგახარებთ და მოგცემთ სტიმულს , რომ იგივე მეორე დღესაც შეძლოთ.
 time management
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში უამრავი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, მაინც გვიჭირს დროის სწორად გადანაწილება. შეიძლება დღის ბოლოს აღმოვაჩინოთ, რომ სასარგებლო მთელი დღის განმავლობაში არაფერი გაგვიკეთებია. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ საკუთარ თავს დაუთქვათ ,,დედლაინები“. მონიშნეთ კონკრეტული თარიღი, რომლის დადგომისას რაიმე ერთი დავალება დასრულებული უნდა გქონდეთ.
მოკლევადიან ( ერთ დღიან) გეგმებთან ერთად გააკეთეთ გრძელვადიანი გეგმები ,,დედლაინებით” , რომლებიც დაგეხმარებათ მიზნების დაგეგმვასა და რეალიზებაში.
ასევე, გირჩევთ გეგმის შესრულება  დაიწყოთ ყველაზე არასასურველი ან რთული საქმით, რადგან ასეთი დავალებები ყოველთვის ხელს გვიშლის დროის დაზოგვასა და საქმის სწრაფად შესრულებაში. სწორედ ასეთი საქმეები გვრჩება ხშირად  შეუსრულებელი. და ბოლოს, დააჯილდოვეთ საკუთარი თავი რაიმე განსაკუთრებული პრიზით დავალებების შესრულებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საყვარელი შემსრულებლის კონცერტის ბილეთი თუ მოგზაურობა მეგობრებთან ერთად. მთავარია ეს ჯილდო იყოს სტიმული და მოტივატორი თქვენი პიროვნული ზრდის პროცესში.

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81