Psychologist.ge

მილგრემის ექპერიმენტი

მილგრემის ექსპერიმენტი პირველად აღიწერა ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგის მიერ 1963 წელს. მისი მიზანი იყო დაედგინა, რამდენად დიდი ტანჯვის მიყენება შეუძლიათ ადამიანებს სხვა, უდანაშაულო ადამიანებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ეს მათი პროფესიული მოვალეობაა. ექსპერიმენტის მონაწილეებს უთხრეს, რომ იკვლევენ ტკივილის გავლენას მეხსიერებაზე. ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ თვითონ ექსპერიმენტატორი, რეალური ცდის პირი ( „მასწავლებელი“) და მსახიობი, რომელიც თამაშობდა სხვა ცდის პირის როლს („მოსწავლე“). „მოსწავლეს“ უნდა დაემახსოვრებინა სიტყვები მოცემული სიიდან, „მასწავლებელს“ კი – შეემოწმებინა მისი მეხსიერება და შეცდომის შემთხვევაში დაესაჯა ელექტრული დენის დარტყმით, ისე, რომ ყოველ ჯერზე გაეზარდა მისი სიძლიერე.

თავიდან მილგრემის ექპერიმენტი ტარდებოდა იმისთვის, რომ დაედგინათ, როგორ შეეძლოთ გერმანიის მაცხოვრებლებს მიეღოთ მონაწილეობა ადამიანების უდიდესი რაოდენობის განადგურებაში ნაცისტური ტერორის დროს. შედეგად, ექსპერიმენტმა ნათლად აჩვენა ადამიანების უუნარობა (ამ შემთხვევაში „მასწავლებლების“) შეწინააღმდეგებოდნენ ხელმძღვანელს (მკვლევარს), რომელიც ავალდებულებდა „მუშაობის“ გაგრძელებას მიუხედავად იმისა, რომ „მოსწავლეს“ ზიანი ადგებოდა. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ცნობიერში ღრმად არის გამჯდარი ავტორიტეტების მორჩილება, შინაგანი კონფლიქტისა და მორალური დილემის შემთხვევაშიც კი. თვითონ მილგრემი ამტკიცებდა, რომ ავტორიტეტის წნეხის ქვეშ, ადეკვატური ზრდასრული ადამიანები ძალიან ბევრზე არიან წამსვლელები.

თუ დავუფიქრდებით, დავინახავთ, რომ სინამდვილეში მილგრემის ექპერიმენტის შედეგები, გარდა სხვა ყველაფრისა გვაჩვენებს ადამიანების უუნარობას, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს, როდესაც მას ხელმძრვანელობს მასზე სტატუსით, რანგით და ა.შ. მაღლა მდგომი პირი. იმისათვის, რომ შეგვეძლოს ჩვენს საზოგადოებას ვუწოდოთ ნამდვილად ცივილიზებული, ადამიანებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთისადმი ადამიანური დამოკიდებულებით, ეთიკური ნორმებითა და მორალური პრინციპებით ხელმძღვანელობა, რომლებსაც მათ კარნახობთ საკუთარი სინდისი და არა სხვა ადამიანების ავტორიტეტი და ძალაუფლება.

სხვა ცნობილი ექსპერიმენტები:

1. ჰოტორნის ექსპერიმენტი
2. მილგრემის ექსპერიმენტი
3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
4. რინგელმანის ექსპერიმენტი
5. ექსპერიმენტი „მე და სხვები“
6. „საშინელი“ ექსპერიმენტი
7. პროექტი „ავერსია“
8. ლენდისის ექსპერიმენტი
9. პატარა ალბერტი
10. შეძენილი (დასწავლილი) უუნარობა
11. ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს

მთარგმნელი: ანა მორჩილაძე

წყარო: MAGMA

Exit mobile version