Psychologist.ge

სტიქიაში მოხვედრილ მსხვერპლთა ფსიქოლოგიური ასპექტები – ირინა ბარკალაია

როდესაც ადამიანები შეეჩეხებიან კატასტროფულ მოვლენებს, როგორიცაა: წყალდიდობა, მიწისძვრა ხანძარი და მეწყერი, ისინი ამ მოვლენების არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან. დაშვება, რომ ისინი დაკარგავენ სტაბილურობას, სახლს, ახლობლებს, იწვევს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს.

სტიქიურ კატასტროფებთან შეხვედრა ეს არის უმძიმესი გამოცდილება მათთვის ვისაც ეს შეეხო. სტიქიური მოვლენები ღრმა ემოციურ და ფიზიკურ ჭრილობებს ტოვებს მსხვერპლზე და ამ ტრავმებს შეუძლიათ ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა მათ ჯანმრთელობაზე. გამოიწვიოს შიში, შფოთვა, დეპრესია და უძილობა.

ამის  და მიუხედავად, უმრავლეს მათგანს აქვს ძალების აღდგენის და გადარჩენის უნარი. ფსიქოლოგიური აღდგენის გზა შეიძლება იყოს რთული, მაგრამ არსებობს სტრატეგიები, რომლებიც ეხმარება ადამიანებს გაუმკლავდნენ არსებულ ტრავმებს და დაიწყონ აღდგენის პროცესი.

ტრავმა და დანაკარგი:

სტიქიური უბედურებისას მსხვერპლი კარგავს სახლს, მეგობრებს, ოჯახს. ამ მოვლენებმა შეიძლება გამოიწვიონ მათში უიმედობა და სასოწარკვეთილება.  ძლიერმა ემოციურმა განცდამ შესაძლებელია მიიყვანოს პოსტ ტრავმულ სტრესულ აშლილობამდე, რომელიც ხასიათდება მძიმე გამოცდილებით, მიღებულ ტრავმასთან განმეორებადი ხატებით და ღამის კოშმარებით.

დაუცველობის შეგრძნება:

მსხვერპლებმა რომელთაც გადაიტანეს სტიქიური უბედურება, შეიძლება ჰქონდეთ უსუსურების შეგრძნება და მომავალი საფრთხეებისადმი შიში. ამან შეიძლება მიიყვანოს მუდმივ შფოთვასთან, გამუდმებულ წუხილთან და აკვიატებულ აზრებთან, რომ მათ შეუძლიათ გათვალონ ყველანაირი საფრთხის მომგვრელი  სიტუაცია. ამის შედეგად მათში წარმოიქმნება კონცენტრაციის დარღვევა და კომუნიკაციის და გადაწყვეტილების მიღების სერიოზული სირთულეები.

სოციალური იზოლაცია:

სტიქიური უბედურებების შემდეგ მსხვერპლს აქვს სოციალიზაციის პრობლემა. ისინი საზოგადოებიდან გარიყულად გრძნობენ თავს და აქვთ შიში ახალი კავშირების დამყარების რაც აიძუელებს მათ მოერიდონ კონტაქტებს ახალ ადამიანებთან. ამან შეიძლება გააღრმავოს ფსიქოლოგიური პრობლემა და გააუარესოს მათი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა.

უიმედობის განცდა:

სტიქიური მოვლენების მსხვერპლმა, შეიძლება დაკარგოს მომავალი ცხოვრებისადმი ინტერესი და იმედი. ემოციური და ფიზიკური გამოფიტვა, რომელიც გამოწვეულია ამ ტრაგედიით, მათში იწვევს საკუთარი თავში რწმენის და ძალების დაკარგვას. მათ ეჩვენებათ, რომ ვერ მოახერხებენ ძალების აღდგენას და ამ შეგრძნებას მივყავართ სასოწარკვეთილებასა და დეპრესიამდე.

შიში და პანიკა:

სტიქიურ მოვლენების მსხვერპლს აქვს შიში, რომ ეს გამოცდილება და მასთან დაკავშირებული სირთულეები განმეორდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს პანიკური შეტევა, რომელიც ზღუდავს მათ ფუნქციურ და ყოველდღიურ ცხოვრებას.

ტრავმის შედეგად მიღებულ ასპექტებთან გამკლავება, მათთვის ხდება  რთული ამოცანა. მაგრამ არსებობს სტრატეგიები, რომელიც მათ ეხმარება  ჯანმრთელობის აღდგენაში და სირთულეების გადალახვაში.

რეკომენდაციები:

მხარდაჭერა: არ მოგერიდოთ მიმართოთ პროფესიონალ ფსიქოლოგებს და ფსიქოთერაპევტებს, რომელთაც ააქვთ მსგავსი პრობლემების მქონე მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება. ექსპერტების მიმართ გაწეული დახმარება, მხარდაჭერა და თანადგომა დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ რთულ ემოციურ განცდებს.

ახლობლებთან საუბარი: მეგობრებთან, კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობა შეამცირებს იზოლაციის შეგრძნებას და გაგიწევთ ემოციურ მხარდაჭერას.

ფიზიკური აქტივობა: ვარჯიშს და ფიზიკურ აქტივობას შეუძლია დაგეხმაროთ შიშის, შფოთის და სტრესის დაძლევაში და ასევე გაგიუმჯობესოთ განწყობა.

რეგულარული ძილი და კვება: იზრუნეთ თქვენს რეგულარულ ძილზე და ჯანმრთელ კვებაზე, რადგან მნიშვნელოვანია მათი როლი საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერისთვის.

ეტაპობრივი დაბრუნება ყოველდღუირობაში: ეცადეთ თანდათან დაუბრუნდეთ ჩვეულ საქმიანობას და რუტინას. ეს დაგეხმარებათ აღიდგინოთ სტაბილურობისა და კონტროლის შეგრძნება.

საზოგადოებისგან იზოლაცია: მოერიდეთ თვითიზოლაციას და ეცადეთ ჩაერთოთ სოციალურ აქტივობებში მიუხედავათ მათი სირთულისა.

ინფორმირება: გაიგეთ ყველა შესაძლო რესურსი და მხარდაჭერა, რომელსაც სთავაზობს ადგილობრივი ორგანიზაციები და მთავრობა სტიქიურ უბედურებით დაზარალებულთ.

ნუ განსჯით საკუთარ თავს: გახსოვდეთ, რომ ტრავმის შედეგად თქვენი ქცევა და ემოცია, ეს არის ჩვეულებრივი რექცია არსებულ მოვლენებზე და  არ ღირს საკუთარი ქცევის განსჯა.

დაუთმეთ საკუთარ თავს დრო: აღდგენა ითხოვს გარკვეულ დროს.  ყველა ინდივიდს ჯანმრთელობის აღსადგენად სხვადასხვა დრო ესაჭიროება. მოიპოვეთ სიმშვიდე და იპოვეთ საკუთარი ჯანმრთელობის აღდგენის ტემპი.

ურთიერთობები სხვა დაზარალებულებთან: ურთიერთკავშირი ადამიანებთან, რომელთაც მსგავსი სირთულეები გადალახეს, ქმნის სოლიდარობის და უსაფრთხოების განცდას. ყოველი ადამიანი უნიკალურია და მათი გაჯანსაღების გზაც განსხვავებულია. მნიშვენლოვანია გვახსოვდეს, რომ სტიქიური უბედურების შედეგად გაჩენილი პრობლემები, არ განვიხილოთ როგორც სისუსტე, არამედ ეს არის ბუნებრივი რეაქცია ტრავმულ მოვლენებზე.

p.s.

ამ მძიმე ჟამს, მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა და გულწრფელი მწუხარება, შოვში საშინელ სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანების მიმართ. თქვენი დანაკარგი და ტკივილი გვეხება თითოეულ ჩვენგანს და ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას.

EAGT-ს  მიერ აკრედიტირებული: გეშტალტ-ფსიქოთერაპევტი: ირინა ბარკალაია

Exit mobile version