Psychologist.ge

ქრისტინა ჭოლაძე – რას აკეთებს სამყარო ჩემი ხელით?

ქრისტინა ჭოლაძე – ფსიქოლოგი

მაქვს წუთები (Insight–ები), როცა ვთვლი, რომ ჩემს ამქვეყნად მოვლინებას არ ჩაუვლია უშედეგოდ. მადლიერი ვარ მერქვას „დედამიწელი“ J.

სწორედ ამ დროს ვაღწევ შინაგან „მესთან“ ყველაზე ახლო კონტაქტს. ჰარმონიაში მამყოფებს იმაზე ფიქრი: თუ რას აკეთებს სამყარო ჩემი ხელით???

ეს მიზანი იმდენად ნათელია და ჩემი ავთენტური არსებობის გარანტი, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე ვაკეთო და დავუმტკიცო ერთგულება სამყაროს, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე გარშემომყოფებთან მიმართებაში.

ჰარმონიაში მამყოფებს იმაში ფიქრი, თუ სამყარო როგორი გულუხვი აღმოჩნდა ჩემს მიმართ, რათა მან მომცა ყველა ის გრძნობის ორგანო, რაც მხდის მადლიერს და მოვყავარ მასთან დინამიურ ურთიერთობაში, რაც მაძლევს საშუალებას ვეცეკვო ჩემი შინაგანი „მე“–დან ამოსულ რითმებს დაუსრულებლივ, ვიდრე „ნირვანას“ მიღწევამდე. სწორედ ის მამყოფებს „ცოცხალს“, მაძლევს საშუალებას ღრმად შევისუნთქო დილის ნაზი სიო, ჩიტების ტკბილი გალობით გაჟღენთილი და დავტკბე ჩამავალი მზის ათინათით ზღვის ტალღებზე მოფენილი.

ამ ყოველივეს აცხოველებს იმაზე ზრუნვა, რომ მოხდეს რაც შეიძლება სამყაროს იმანენტურ საწყისებთან ჩემი დაბრუნება და შერწყმა, რათა მივაღწიო სრულყოფილებას. ჩემი ამქვეყნიური მიზანია ყველა ჩემი წუხილი ვაქციო პიროვნული ზრდისთვის აუცილებელ კომპონენტად და ნებისმიერი განსაცდელის ჟამს ფერფლიდან ხელახლა აღმდგარმა შევძლო მეწოდოს „დედამიწელი“, რომელსაც ექნება უფლება: უყვარდეს, უხაროდეს, ტკიოდეს, გრძნობდეს, წყინდეს, ცეკვავდეს, ტიროდეს და დღესასწაულობდეს.

მჯერა, რომ მამოძრავებელი ძალა, რომელიც მემკვიდრეობით მისგან (სამყარო) მივიღე, რაც განპირობებული იმის კეთებით, რომ რაც შეიძლება მეტი და მეტი სიკეთე ვაკეთო (სიკეთე ხომ გადამდებია) და დავეხმარო განსაცდელში მყოფ ადამიანებს (რაშიც ჩემი პროფესია ხელს მიწყობს და მეხმარება. ფსიქოლოგი) და ფეხზე წამოდგომაში დავეხმარო. ამ დროს კი ჩემში ისეთი ძალები იწყებს შემოდინებას, რაც მხდის კმარს, „მთლიანს“ და მამყოფებს საკუთარ თავთან ჰარმონიაში, ყოველივე ეს კი დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი სიგნალია იმისა, რითაც მე სამყაროს მადლობას ვუხდი და ჩემი თავგანწირული შრომითა და საკუთარი საქმის თავგანწირული სიყვარულით ამით მივაგებ პატივს. საჩუქრად კი ვუძღვნი ჩემი სულის იმ ნაწილს, რაც მან შთამბერა და მიწოდა სახელად „ქალი“ (დავძენდი, რომ „რეინკარნაციის“ შედეგად ჩემი დიდი სურვილია მოვევლინო ამ სამყაროს, როგორც „ფარშევანგი“), შავი ვარდი კი იქვე ხარობდეს (ეს ჩემი შეყვარებული იქნება). გზავნილი დედამიწას ქრისტინესგან! 🙂

Exit mobile version