Psychologist.ge

როგორ ამოვიცნოთ საკუთარი ემოციური მდგომარეობა

ადამიანს, რომელიც ერკვევა თავის ემოციებში, შეუძლია შეამციროს ნეგატივი და ნებისმიერ მდგომარეობაში მართოს თავი. თუ ის ახლა ზარმაცობს, შეუძლია მოძებნოს საშუალებები და მდგომარეობას თავი დააღწიოს. თუ მოწყენილია, შეუძლია ცოტათი გახალისდეს.

იმისთვის, რომ შეცვალოთ თქვენი ხასიათი, თავდაპირველად, საჭიროა იცოდეთ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. მოდით სიბრაზისა და მრისხანების მაგალითზე შევხედოთ, როგორ ხდება საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაგება.

სიბრაზისა და მრისხანების ფიზიოლოგიური ნიშნების ამოცნობა

პირველი ნაბიჯი მრისხანების ეფექტური მართვისთვის იმ მომენტის გააზრებაა, როცა იწყებთ გაბრაზებას.  თქვენ უნდა დაიჭიროთ იმ წუთიერი მდგომარეობა: გაღიზიანება, გაბრაზება და ამის შემდეგ მრისხანება. სიბრაზეს ახასიათებს:

ემოციური შეგრძნებები

თქვენ ასევე შეიძლება იგრძნოთ, რომ თავს დაკარგავთ, ვერ პოულობთ ადგილს, იღებთ სარკასტულ ტონს, გინდათ დალევა, ხმას უწევთ. ძალიან მნიშვნელოვანია შეგრძნების განვითარება, იმისთვის რომ დროულად  შევამჩნიოთ წამოსული სიბრაზე. მხოლოდ ესეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ემოციის ინტენსიურობა შემცირდეს.

 გაამდიდრეთ თქვენი ემოციური ლექსიკონი

სიტყვები მნიშვნელოვანია. თუ თქვენ ძლიერ ემოციას განიცდით, დაფიქრდით, რას დაარქმევდით მას. ოღონდ არ გაჩერდეთ: როგორც კი ამას განსაზღვრავთ, სცადეთ დამატებით კიდევ ორი სიტყვა, რომელიც აღწერს როგორ გრძნობთ თავს და რა მდგომარეობაში ხართ ამჟამად. გაკვირვებული დარჩებით თქვენივე ემოციების მასშტაბურობით ან აღმოაჩენთ უფრო ღრმა ემოციებს ზედაპირის მიღმა.

დასაწყისისთვის ემოციები დაყავით კატეგორიებად. ეს საკმაოდ პირობითია, მაგრამ დაგეხმარებათ სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება:

მთავარია, განასხვაოთ ემოცია და მდგომარეობა ერთმანეთისგან. გადამწყვეტი განსხვავება ხანგძლივობაშია. შეიძლება  განიცდიდეთ დარდს და შეიძლება იყოთ დადარდიანებულ მდგომარეობაში. პირველ შემთხვევაში ემოცია გაგრძელდება რამდენიმე წუთი, მეორე შემთხვევაში- დღეები და კვირები.

ემოციის ინტენსიურობის გაგება

ჩვენ ხშირად მივმართავთ იარლიყებს, როგორიცაა „გაბრაზებული“ ან „სტრესში“, როცა ჩვენი ემოციები ასეთი ექსტრემალური არაა.
ფსიქოლოგები ათწლეულების განმავლობაში ამტკიცებენ: შეცვალეთ სამეტყველო ენა და თქვენ შეცვლით მდგომარეობას. აი, ამიტომაა საჭირო არა მარტო დასათაურება, არამედ ემოციის ინტენსიურობის განსაზღვრა.
როცა განსაზღვრავთ თქვენს ემოციას, შეაფასეთ ის 1-დან 10 ქულამდე. რამდენად ძლიერია? რა  ემართება თქვენს ემოციას, როცა ირჩევთ სხვა სიტყვებს?

ჩაიწერეთ

ამერიკელი ფსიქოლოგი ჯეიმს პენებეიკერი 40 წლის განმავლობაში ატარებდა ცდას. მას სურდა გაეგო კავშირი ემოციის ჩაწერასა და გაგებას შორის. ცდამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იწერდნენ თავის განცდებს და ემოციურ მდგომარეობას, განიცდიან ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობის საგრძნობ გაუმჯობესებას.

ამ ექსპერიმენტმა ასევე აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში, მათ ვინც, წერდნენ თავისი გრძნობების შესახებ, განავითარეს შემდეგი ფრაზების გამოყენება „შთაბეჭდილება მოახდინა“, „ახლა მესმის“, “საქმე იმაშია, რომ“, „ამის მიზეზია“… წერის პროცესმა მათ მისცა საშუალება დაენახათ საკითხი სხვა თვალით და გაეკეთებინათ დასკვნა მისი გავლენის და შედეგის შესახებ.

თქვენ შეგიძლიათ ჩანაწერები გააკეთოთ ყოველ დღე, მაგრამ ამას განსაკუთრებული სარგებელი აქვს რთულ პერიოდებში ან სერიოზული ცვლილებების დროს (ქორწილი, ბავშვის დაბადება, საყვარელ ადამიანთან განშორება) ან როცა გრძნობთ ემოციურ არეულობას.

თუ კი სურვილი გაქვს შეისწავლო არა მარტო საკუთარი ემოციები არამედ მთლიანად შენი ფსიქტიპი და ხასიათი მაშინ ენეაგრამა დაგეხმარება 

მოამზადა ნინო კობახიძემ

Exit mobile version