Psychologist.ge

მარიამ სახოკია – პოზიტიური აზროვნება

დღევანდელ რეალობაში “პოზიტიური აზროვნება” საკმაოდ გავრცელებული ტერმინია, ადამიანები ცდილობენ პოზიტიური აზროვნების ტექნიკები პრაქტიკაში გადმოიტანონ.

ერთი შეხედვით არაფერია ცუდი პოზიტიურ აზროვნებაში, მანამ სანამ ეს ტერმინი

არასწორად არ იქნება გაგებული. პოზიტიური აზროვნება არ ნიშნავს კრიტიკული რეალობიდან გაქცევას და საკუთარი თავის იძულებას ნებისმიერ მოვლენას პოზიტიურად შეხედო. ჩვენს ტვინს ძალიან საინტერესო მექანიზმი აქვს, როდესაც ის დგას კრიტიკული, თითქმის ამოუხსნელი რეალობის წინაშე ის იწყებს პრობლემიდან გაქცევას სხვადასხვა თავდაცვის მექანიზმების გამოყენებით, ეს შეიძლება იყოს რეალობის უარყოფა, ფანტაზიებში გადასვლა თუ სხვა. ნორმალურია, ვიყოთ მოწყენილები, სევდიანები, დაბნეულები, შეშინებულები, გაბრაზებულები, როდესაც ამის საჭიროება არსებობს, მეტიც აუცილებელია გამოვხატოთ ემოციები, რომლებსაც გამუდმებით გავურბივართ, გვავიწყდება, რომ მათ ვერსად გავექცევით რადგან ისინი ჩვენში ცხოვრობენ და ჩვენი ნაწილები არიან. ჩვენ გამუდმებით ვუარვყოფთ ნეგატიურ ემოციებს, რადგან ძალიან დიდი გვეჩვენება, თუმცა თუ გვეყოფა გამბედაობა მივუახლოვდეთ მათ, თვალებში ჩავხედოთ, დავინახავთ, რომ ისინი გაცილებით პატარა ზომის არიან ვიდრე ეს შორიდან გვეჩვენებოდა. ისინი გვიყვებიან ისტორიებს სევდაზე, წყენაზე, ტკივილზე, იმედგაცრუებაზე, ბრაზზე, სასოწარკვეთილებაზე და ცხოვრებაზე. მხოლოდ მათი მოსმენით შევძლებთ მათთან მეგობრობას და არა მათი

უგულვებელყოფით და საკუთარი თავის იძულებით გადავფაროთ ნეგატიური აზროვნება პოზიტიურით. ტვინი იმ კუნთოვან სისტემას გავს, რომლის გავარჯიშებით შეგვიძლია მისი ფორმირება.

რას ნიშნავს პოზიტიური აზროვნება?
ეს გარკვეული ვარჯიშია ჩვენი გონებისთვის, რომელიც ფიქრებს რეალობად აქცევს. “ყველაფერი ორჯერ იქმნება – ჯერ გონებაში, შემდეგ რეალურად, ამიტომ დიდი

ყურადღება მიაქციე ფიქრებს, რომლებსაც ირჩევ – მათ რეალობად ქცევა შეუძლიათ.”ეს პროცესი ჯანსაღი ცხოვრების წესს გავს, სხეული ყოველთვის გიხდის მადლობას იმისთვის რასაც აწვდი საკვების სახით, როგორც გონება ჯანსაღი ფიქრების მიწოდებით.
პოზიტიური აზროვნება გარკვეული სავარჯიშოა, რომელიც მოვლენებში კარგი მხარეების დანახვას და მასზე კონცენტრირებას გულისხმობს და არა ნეგატიურის იგნორირებას.

Exit mobile version