Psychologist.ge

რა არის ნლპ ქოუჩინგი

ნლპ- ნეირო ლინგვისტურ პროგრამირება კლიენტს საშუალებას აძლევს დაძლიოს ყველა ის ბარიერი, რომლიც ხელს უშლის წარმატების მიღწევაში. ნლპ ქოუჩინგი, პროფესიონალის დახმარებით, კლიენტს ეხმარება თავად იპოვოს პასუხები და გამოსავალი. ქოუჩინგის დროს გამოიყენება სხვადასხვა მეთოდების ერთობლიობა.

არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კლიენტი ნებდება და წყვეტს ქოუჩინგის სესიებს. ამის გამომწვევი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზები გახდეს. მაგალითად, ზედმეტად ამბიციური და რთული მიზნები და ამ მიზნის მიღწევისთვის არა საკმარისი სურვილი. შედეგის მისაღებად, ასევე აუცილებელია მიზანზე კონცენტრაცია – ყოველდღიური პრობლემებით დატვირთულ ცხოვრებაში ეს ერთ-ერთ რთულ პრობლემას წარმოადგენს, რეალისტური მოლოდინების და ვადების განსაზღვრა კი შედეგის მისაღწევად აუცილებელი პირობაა.

ნლპ ქოუჩინგის მოდელი შედგება შემდეგი პუნქტებისგან:

• საწყისი ჩარჩო – ვქმნით მონახაზს ურთიერთქმედებისთვის;
• მდგომარეობა – კლიენტის მიმდინარე მენტალური თუ ფიზიკური მდგომარეობა;
• შედეგი – რისი მიღწევა სურს კლიენტს;
• ურთერთდამოკიდებულება – კომუნიკაციის ხარისხი კლიენტსა და ქოუჩს შორის;
• მიმდინარე სიტუაცია – კლიენტის მიერ ამჟამად განხორციელებული მიზნისკენ მიმავალი ქმედებები;
• ტექნიკა ან ამოცანა – ქცევები, რომელთა საშუალებითაც უნდა მოხდეს მიზნის მიღწევა;
• მომავალი ნაბიჯი – მიზნის მისაღწევად დაგეგმილი ქმედებების წარმოსახვაში გამეორება;
• საბოლოო ჩარჩო – როგორი კულმინაცია აქვს სესიას? კლიენტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა;
• გადახედვა – განხორციელებული ქმედებების მუდმივი გაუმჯობესება;

საწყისი ჩარჩო არის ის, თუ როგორ სცენარს ვქმნით ინტერაქციისათვის. ეს შესაძლოა მოიცავდეს მოლოდინებს, დღის წესრიგსა თუ სხვადასხვა წესებს. მარტივია მიმართულებების და ფოკუსის განსაზღვრა, როდესაც ეს ყველაფერი უკვე დადგენილია. აუცილებელია, ყველაფერი გასაგები იყოს მონაწილეებისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ გაუგებრობები.

მნიშვნელოვანი პირობაა შედეგები და მოლოდინები წინასწარ მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. ქოუჩი კლიენტს ეხმარება მისი მიზნები ხელმისაწვდომ რეალობად აქციოს. მთავარია ეს ყველაფერი იყოს შესაძლებელი და არარეალური მიზნები თავიდანვე გავმიჯნოთ.

ნაყოფიერი და წარმატებული ქოუჩინგის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულების არსებობა კლიენტსა და ქოუჩს შორის. კომუნიკაცია უნდა იყოს გახსნილი, ბუნებრივი, კლიენტს უნდა უჩნდებოდეს კავშირის და სრულფასოვნად აღქმულობის შეგრძნება. კომუნიკაციისას მნიშვნელოვანია საზღვარი მკაცრად იყოს დაცული, რათა მომავალში ქოუჩსა და კლიენტს შორის ურთიერთობა გადამეტებულმა თანაგრძნობამ ან აპათიამ არ გააფუჭოს.

შედეგის მისაღწევად ხდება კონკრეტული ტექნიკების შემუშავება და განსაზღვრა იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეს კლიენტი დასახულ მიზანს მისაღწევად. იმისათვის, რომ ეს პროცესი შედარებით გაადვილდეს ქოუჩები ხშირად ერთ საქმეს რამდენიმე პატარა, უფრო მარტივ ამოცანებად ყოფენ, რომელთა შესრულებაც უფრო იოლად და მოკლე დროში არის შესაძლებელი. ამ გზით კლიენტს ეუფლება კმაყოფილების შეგრძნება, რასაც მის მიერ მიღწეული მცირე წარმატებები იწვევს.

პირველი ნაბიჯების ნათლად წარმოდგენა გაცილებით უმარტივებს მათ ამ „მოგზაურობის“ დაწყებას. მომავალი ნაბიჯების/ქცევების გონებაში ვიზუალიზაცია და გამეორება მარტივად შესასრულებელს ხდის მათ ადამიანებისათვის და მომავალი საქმიანობის ეფექტურობაზეც დადებითად აისახება.
საბოლოო ჩარჩო ნლპ ქოუჩინგის საკმაოდ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს. ის, თუ რას ვეუბნებით კლიენტს სესიის დასასრულს ისეთვე ეფექტს ახდენს მასზე, როგორც მთლიანი ინტერაქციის დროს განხილული საკითხები. აუცილებელია, სესიის პოზიტიურ ნოტზე დასრულება, მაგალითად მოკლედ მიმოვიხილოთ განვლილი საკითხები და თავიდან გამოვხატოთ ჩვენი თანხმობა.
მნიშვნელოვანია კლიენტის ქცევების მონიტორინგი და საჭირებისამებრ გაუმჯობესებაც, რათა დავრწმუნდეთ რომ ქოუჩინგის სესიები სწორი გეზით მიემართება და გაწეული შრომა სასურველი მიზნისაკენაა მიმართული.

მოამზადა ნატო არჩაიამ

Exit mobile version