Psychologist.ge

მოქშა ფეიქარი – NIG – ნეირო იმაგინატორული გეშტალტი (NLP, Art – თერაპია, სისტემური განლაგება)

ნეირო-იმაგინატორული (წარმოსახვითი) გეშტალტის თერაპიის მეთოდი (NIG), 1990-იან წლებში შეიმშავა დოქტორმა და ასევე ცნობილმა ბავშვთა ფსიქოლოგმა, ევა მადელუნგმა. შემდგომში, უკვე  2003 წლიდან, ეს მეთოდი განავითარა ბარბარა ინეკენმა. ევა მადელუნგი ასევე კარგად იცნობდა ბერტ ჰელინგერის სისტემურ განლაგებების მეთოდოლოგიას. NIG – არის სისტემური და კონცეპტუალური განლაგების შემოქმედებითი მეთოდი, რომელმაც წარმატებით დაიმკვიდრა თავი თერაპევტების, კონსულტანტების, ქოუჩების, ტრენერების, პედაგოგების, მენეჯერების და სხვა ფსიქოსოციალური დარგის მუშაკების ეგრედ წოდებულ მეთოდების ,ინსტრუმენტთა ყუთში”.

NIG არის ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი სისტემურკონსტრუქტივისტულ და სისტემურფენომენოლოგიურ მიდგომებს შორის.

იგი შეიცავს ჰეიდელბერგის ოჯახური თერაპიის ელემენტებს, ჰიპნოთერაპიას, არტ-თერაპიას, სხეულის თერაპიას, დე შაზერის მოკლე თერაპიას, NLP-ის და სისტემური განლაგებების მეთოდს. არტ-თერაპიული ელემენტების სისტემურ მიდგომაში ინტეგრაცია ასევე ხელს უწყობს, ასე ვთქვათ ,,არახელოვან’’ ადამიანებსაც, რომ ისინი შემოქმედებითი გზებით დაუკავშირდნენ საკუთარ რესურსებს.

NIGის პროცესის დროს კლიენტები თავიანთი შინაგანი შეშფოთებების და ბლოკების მიზეზებს არადომინანტური ხელის მეშვეობით სპონტანურად შექმნილ სკეტჩებად გამოხატავენ და წარმოაჩენენ. ამას შემდგომში ისინი „ნიადაგის ღუზებად“ იყენებენ (ეს არის NLP –ის ძალიან ცნობილი სპეციალისტის რობერტ დილთსის მიერ შემუშავებული ფრიქოსომატური მეთოდი) დიადაგზე მოთავსებულ ნახატზე დადგომით ესკიზები განიცდება და აღიქმება მთელი სხეულით, ყველა გრძნობით და განცდით. ამის შედეგად შესაძლოა გამოჩნდეს ახალი, მოულოდნელი პერსპექტივები და აღმოჩენები. აქ ხდება ასევე მეტა-პოზიციის დამატებითი გამოყენება, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა ტრავმა-თერაპიული თვალსაზრისით, რადგან ეს შესაძლებელს ხდის საკუთარი თემატიკის განლაგების, ასე ვთქვათ, გარე, დამატებითი პერსპექტივიდან დანახვას და მის გაანალიზებას. გამორიცხული არ არის ამ დროს კლიენტისთვისაც და თერაპევტისთვისაც მოულოდნელ და იმანენტურ გაცნობიერებებამდე მისვლა.

NIG – ასევე არის სისტემური განლაგების შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც კარგად არის აპრობირებული და ამავდროულად ყოველთვის ახალ, საოცარ შედეგებს იძლევა როგორც ინდივიდუალურ გარემოში, ასევე ჯგუფებთან მუშაობისას.

NIG-ის საშუალებით შეიძლება ვიმუშაოთ როგორც პირადი, ასევე საოჯახო, სისტემური და ორგანიზაციული მიმართულებებითაც. ეს შეიძლება ასევე ავღწეროთ როგორც ინდივიდუალური, ან სისტემურად გამოწვეული პიროვნული განვითარების შეფერხების და კონფლიქტების მოგვარებისთვის კლიენტზე ორიენტირებული განლაგების ფორმატი. ასევე მისი გამოყენება, როგორც სისტემური ინსტრუმენტის, შესაძლებელია როგორც ცალკე, ისე სხვა მეთოდებთან სინთეზში. რადგან ეს მეთოდი ასევე აერთიანებს რობერტ დილტსის ღირსშესანიშნავ მიგნებას ნიადაგის ღუზებთან დაკავშირებით, ამიტომ აქ არა მხოლოდ ლინგვისტურად გვაქვს  წარმოდგენილი თერაპიასთან დაკავშირებული ცნებები, როგორებიც არის მიზნის კონცეფცია, გადასაჭრელი საკითხი (როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე NLP –ის პრაქტიკაში), არამედ აქ ასევე დამატებით არის განსაზღვრული მათი სივრცული და გეომეტრიული ადგილები ნიადაგის ღუზის გამოყენებით. ამ გზით კლიენტს შეუძლია თავის იდეებს შორის სივრცეში ფიზიკურად გადაადგილება როგორც წინ და უკან, ასევე მარჯვნივ და მარცხნივაც. ამრიგად, ქოუჩინგის პროცესში ერთვება სხეულიც, როგორც ინტუიციის წყარო“. ამითი ჩვენი არაცნობიერი შრეებიც ხელშესახებად ხილული ხდება. ნიადაგის ღუზისთვის სიმბოლოებად შეიძლება როგორც ცარიელი ან გაფერადებული ფურცლების, ასევე ფერადი თექის ან ბალიშების გამოყენებაც.  კონკრეტულ „სურათში ყოფნა“ და ამ სურათებს შორის სივრცეში გადაადგილება და მოძრაობა სხეულებრივი აღქმის მეშვეობით უფრო ზუსტ და ავთენტური უკუკავშირის შესაძლებლობას იძლევა.

NIG – ანუ, იგივე,,ნეიროიმაგენატორული (წარმოსახვითი) გეშტალტ თერაპია, თავის სახელწოდებაში შეიცავს მინიშნებას იმაზე, რომ ეს მეთოდი NLP – ,,ნეიროლინგვისტური პროგრამირებისერთგარი სახეცვლილებაა.

სიტყვა: „ნეირო“ მიუთითებს იმაზე, რომ შინაგან გამოსახულებებთან ურთიერთობის ეს გზა, ისევე როგორც NLP-ი, ეფუძნება ნეირო-ფსიქოლოგიურად განპირობებულ ეფექტებს. „ლინგვისტურის “ „წარმოსახვითით“ ჩანაცვლება გამოწვეული იყო იმით, რომ ყურადღება ენაზე, როგორც გამოხატვის საშუალებაზე, რომელიც მთავარ როლს თამაშობს NLP-ში, აქ ჩანაცვლებულია შემოქმედებითი გამოხატვით. NLP-ში იდეები აღიწერება ლინგვისტურად, NIG-ში ამ ლინგვისტურ აღწერას ემატება ვიზუალურ ი და ფერწერული აღქმაც. თუმცა, ორივე მიდგომას აერთიანებს ყურადღების გამახვილება სხეულის არაცნობიერ სიგნალებზე.  „პროგრამირების“ „გეშტალტით“/,,ფორმირებით’’ ჩანაცვლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან პროგრამირების მეტაფორა მხოლოდ ჭეშმარიტების ნახევარს ასახავს. ის გულისხმობს, რომ ადამიანის ტვინი მთლიანად გარედანაა ,,განპირობებული” და რომ თერაპევტს შეუძლია კლიენტის ,,ჯანმრთელობის დაპროგრამება” მისი ჩართულობის გარეშეც. „შინაგანი ხელოვანის“ მეტაფორა, რომელიც „ცხოვრებას ფორმას აძლევს“, ანუ გეშტალტი, ამ სამუშაოსთვის შესაფერისი აღწერაა, რადგან აქ ხდება როგორც შინაგანი ასევე გარეგანი პროცესები.

 

Exit mobile version