ბავშვების აღზრდასა და ფსიქოლოგიურ საკითხებზე ბლოგის შემქმნელი, ტატიანა ივანკო გვიამბობს იმაზე, თუ რამდენად ცუდ გავლენას ახდენს “მონიშნული შეცდომები” ბავშვის მომავალ განვითარებაზე და სამყაროს აღქმაზე. ავტორის არგუმენტები იმდენად საგულისხმოა, ბევრმა მშობელმა მიმართა უკვე ამ მეთოდს:
“ცოტა შორიდან დავიწყებ თხრობას. ჩემი ქალიშვილი სკოლაში შესვლამდე არ დამყავდა ბაღში ან სკოლისთვის მოსამზადებელ ჯგუფში. თავად ვამეცადინებდი, ასოების წერაში ვვარჯიშობდით. ჩვენი რვეული კი ასე გამოიყურებოდა:
შეცდომებს წითელი კალმით არ ვნიშნავდი, პირიქით – მწვანე კალმით აქცენტს მხოლოდ იმ ასოებსა თუ მოხაზულებებზე ვაკეთებდი, რომლებიც შედარებით კარგად გამოსდიოდა. ამგვარი დავალებების შესრულება ძალიან უყვარდა და თითოეული დაწერილი სტრიქონის შემდეგ მეკითხებოდა: “დედა, ყველაზე უკეთ რომელი გამომივიდა?” მის სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა, როცა საუკეთესო ნამუშევარს გვერდზე ვუთითებდი: “იდეალურია!”
რა განსხვავებაა მიდგომაში? უკვე მიხვდით?
1. პირველ შემთხვევაში: ჩვენ აქცენტს შეცდომებზე ვაკეთებთ. მაგრამ რა რჩება თქვენს მეხსიერებაში? მართალია, გამახსოვრდებათ ის ასოები, რომელიც ხარვეზულად დაწერეთ. ზემოთ წითლად დაწერილი “იდეალური” ასოები რამდენად დაგამახსოვრდათ? ალბათ, ნაკლებად, რადგან გვინდა ჩვენ თუ არა, ქვეცნობიერი იმახსოვრებს იმას, რაც გამოყოფილია.
2. მეორე შემთხვევაში კი აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რაც სწორად არის გაკეთებული! ამ შემთხვევაში ჩვენ განსხვავებული ემოციით ვიმუხტებით. გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ქვეცნობიერი საქმეში კვლავ ერთვება და გვიბიძგებს გავიმეოროთ ის, რაც “იდეალური” იყო! ეს უკვე ბევრად განსხვავებული მოტივაცია – თქვენ აღარ გაურბიხართ შეცდომებს, არამედ საქმის უკეთ გაკეთებისკენ გიწევთ გული!
რამდენად დიდ გავლენს ახდენს ჩვენს ზრდასრულ ცხოვრებაზერვეულში აღნიშნული შეცდომები?
პასუხი ნათელია. ჩვენ ბავშვობიდან “გვაიძულებენ” კონცენტრაცია იმაზე მოვახდინოთ, რაც არასწორია ან ცუდი გვეჩვენება. ჩვენ ამას გვასწავლიდნენ სკოლაში წითელი კალმის დახმარებით, ამას გვასწავლიდნენ სახლში მისვლისას, როდესაც მეტად გვკიცხავდნენ, ვიდრე გვაქებდნენ.
ჩემი შვილის სავარჯიშო რვეულში კი სტრიქონში მოქცეული 20 ასოდან მხოლოდ ერთი იყო მონიშნული. 19 მათგანი დაწერილი იყო “კარგად”, ის ერთი კი – “იდეალურად”. ეს არის სწორედ მთავარი.
რატომ ვაკეთებთ კონცენტრირებას ამ ერთზე?
ცოლ-ქმრულ ურთიერთობებშიც ხშირად იგივე ხდება. მეუღლე შესაძლოა 19 დადებით თვისებას ფლობდეს, მაგრამ დავა სწორედ იმ ერთზე მიდის, რომელიც “წითელი კალმით მოვინიშნეთ.” ძალიან ბევრ წყვილთან მომიწია მათ ოჯახურ ურთიერთობაზე საუბარი. მათგან კი 99%-ს(მათაც კი, ვინც იდეალური მეჩვენებოდა) ერთი და იგივე პრობლემა ჰქონდათ – მეუღლეთა ხასიათს “წითელი კალმით” იყვნენ ჩასაფრებულნი!
ეს ჩვევა (წითლად მოვნიშნოთ ცუდი), რომელსაც ბავშვობიდან ვეუფლებით და ვერ ვშლით ჩვენი აზროვნებიდან მოზრდილ ცხოვრებაშიც, მთავარი მიზეზია ხოლმე ცხოვრებისუელი დაუკმაყოფილებლობისა. რაზეც ვაკეთებთ აქცენტს, სწორედ ის მატულობს. რაზეც არის მიმართული ყურადღება, სწორედ ის იზრდება. ბავშვობიდან იწყება და მერე მას ზრდასრულ ცხოვრებაშიც ვერ ვანებებთ თავს.
როცა „მწვანე კალმის“ მეთოდს დანერგავთ, ნახავთ, რომ ბავშვი ისედაც თანდათან გამოასწორებს ნაწერს თუ სხვა ხარვეზს, თუ მხოლოდ დადებითზე გაუმახვილებთ ყურადღებას. შეეცდება, თავისი კეთილი ნებით, საუკეთესოდ გააკეთოს დავალება.
აქვე დამატებით შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას, რომლის გაკეთებასაც გირჩევთ:
1. გაანალიზეთ თქვენი მეუღლის “ქცევათა რვეული” და დაფიქრდით თუ რა ფერის კალამს იყენებთ.
2. თუკი ბავშვებთან სახლში გიწევთ მეცადინეობა, ისარგებლეთ მწვანე კალმით და აქცენტი სწორედ იმაზე გაუკეთეთ, რაც კარგად გამოსდის.
3. დააფასეთ თქვენი მეუღლეები, გიყვარდეთ ისინი და სამუდამო გააქრეთ თქვენი ცხოვრებიდან “წითელი კალმები” !