Psychologist.ge

ლუიზა ჰეი – პასუხები რთული კითხვებზე

ლუიზა ჰეი –  ფსიქოლოგი, პოზიტიური აზროვნების და ქმედების საფუძველზე თვითდახმარების ტექნოლოგიის ერთ-ერთი შემქმნელი. იგი არის 30-ზე მეტი წიგნის ავტორი. მისი ერთ-ერთი ბესტსელერია ,,შენ შეგიძლია გაამთელო საკუთარი ცხოვრება”, რომელიც გადათარგმნილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ენაზე და ასობით ათასი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

წიგნის ძირითადი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა თავის ცხოვრების პატრონია. ძალიან მარტივად ჟღერს არა? მაშინ რატომ არის ჩვენს გარშემო ამდენი პესიმისტი და უბედური ადამიანი, რომელბსაც არ შეუძლიათ საკუთარ პრობლემებთან გამკლავება? 

იქნებ საჭიროა ცხოვრებისთვის სხვაგვარად შეხედვა და მასში საკუთარი ადგილის გაგება? იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეთ ბედნიერი და გაუმკლავდეთ პრობლემებს და დარდს, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ აქციოთ ცხოვრება კეთილი დასასრულის მქონე ზღაპრად, შეგიძლიათ გაიგოთ ამ სტატიიდან.

1. არ ღირს წარსულის მრავალმხრივ განცდა. ის უნდა დაივიწყოთ, ოღონდ აუცილებლად სიყვარულით და მადლიერებით.

2. წარმოიქმნა ნეგატიური სიტუაცია – შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აიჩეჩეთ მხრები და გადაერთეთ იმაზე, რაც უფრო საინტერესოა.

3. ყველაფერი, რის რეტრანსლირებასაც ახდენთ სამყაროში, უცილობლად გიბრუნდებათ უკან.

4. საჭიროა გესმოდეთ საკუთარი სხეულის. ის მუდმივად ურთიერთობს ჩვენთან, გვიგზავნის სხვადასხვა სიგნალებს. ყოველი უჯრედი რეაგირებს სიტყვებსა და აზრებზე. თუ ავად გახდით – მოძებნეთ ამის მიზეზი საკუთარ თავში ღრმად: ძველი წყენა, შიში, ბრაზი, დაუკმაყოფილებლობა. მათგან გათავისუფლებით ისე განიკურნებით, ვერც შეამჩნევთ.

5. შეეცადეთ სიყვარული ჩადოთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ. 

6. დაივიწყეთ თვითკრიტიკა. შეეცადეთ საკუთარი თავი მიიღოთ ისეთი, როგორიც ხართ. შესაძლოა არ იცოდით, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არ განიცდიან სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ, არ შეუძლიათ მოიზიდონ დადებითი ცვლილებები და არ შეუძლიათ სხვების თანაგრძნობა. 

7. თუ ცვლილებები გაშინებთ – წარმოიდგინეთ, რომ სახლს ალაგებთ. ჯერ ერთი, შემდეგ მეორე კუთხე და აი – ყველგან სისუფთავეა.

8. ჩვენი სამყარო – უკიდეგანო უდაბნო არ არის. აქ ყველაფერი საკმარისია. სამყარო მხოლოდ იმას ელოდება, რომ გაეცნოთ მის სიმდიდრეს. როცა დაიჯერებთ, რომ აქ თქვენთვის ყველაფერი საკმარისია – ფული, შესაძლებლობა, ბედნიერება, სიყვარული – თქვენ ამ ყველაფერს და კიდევ უფრო ბევრ რამეს მიიღებთ, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით.

9. რაც უფრო ძლიერ გიყვართ, მით უფრო მეტი სიყვარულით ხართ გარემოცული. 

10. ადამიანები, რომლებმაც გაწყენინეს ან ტკივილი მოგაყენეს, თავად იტანჯებიან და იბნევიან ცხოვრებაში. გახსოვდეთ ეს და ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი.

11. ჩვენი რწმენა ჯერ კიდევ ბავშვობაში ფორმირდება. შემდეგ ჩვენ ცხოვრებას მივუყვებით და ვქმნით ისეთ სიტუაციას, რომელიც ჩვენს მსოფლმხედველობას შეესაბამება.

12. ნუ დაელოდებით სანამ სრულყოფილი გახდებით. გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. აქ და ახლა. ნუ გადადებთ ამას.

13. ნებისმიერი ჩვენი ურთიერთობა სამყაროსთან გამოხატავს ჩვენს დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ და მის მიმღეობას. თუ საკუთარი თავი არ გიყვართ და მუდმივად დანაშაულის გრძნობა გაქვთ – მაშინ სამყაროც არ დაიშურებს თქვენთვის წუხილისა და უკმაყოფილების განცდას.

14. ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება. ოღონდ საჭირო დროს. საჭირო ადამიანებთან ერთად.

15. წარსული სამუდამოდ წავიდა. შეეგუეთ ამ ფაქტს. ერთად-ერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ – შეწყვიტეთ მასზე ფიქრი. სისულელეა საკუთარი თავის გაკიცხვა იმის გამო, რომ ვინმეს აწყენინეთ ან პირიქით, ვინმემ გაწყენინათ. 

16. საკუთარი თავის სხვებთან შედარება არის ფუჭი და უღირსი ქცევა. ეს ხელს უშლის განვითარებას და ბედნიერებას.

17. სიყვარული – ერთად-ერთი პასუხი ჩვენს ნებისმიერ პრობლემაზე. მისი გზა ყოველთვის პატიებაზე გადის. პატიება ათავისუფლებს წყენისა და დანაშაულის გრძნობისგან.

18. თუ პრობლემაში ცვლილების შესაძლებლობას ხედავთ, ხოლო კრიზისში ზრდის პოტენციალს, მაშინ მოვლენები ვერასოდეს შეგბოჭავთ. 

19. თქვენი ძალა თქვენს გონებასა და ხელებშია. არ ღირს მისი გარეთ ძებნა. სჯობს მოძებნოთ ჰარმონია საკუთარ თავთან.

20. თქვენ ვერ შეცვლით სხვა ადამიანს მანამ, სანამ თავად არ შეიცვლებით.

21. საკუთარი თავის სიყვარულთან ერთად მოახდინეთ თვითპატივისცემის კულტივაცია.

22. იყავით საკუთარი თავის მადლიერი მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობთ, ეს საკმარისია იმისათივს, რომ სამყარომ შეგიყვაროთ. 

23. რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული? ეს არის მიზნის განსაზღვრა და საყვარელი საქმის მოძებნა.

24. ნუ ეცდებით პრობლემის გამოსწოცებას და პრობლემა თავად გამოსწორდება.

25. მიიღეთ საკუთარ თავში ის, რასაც ადრე უარყოფდით. გადაეჩვიეთ მორცხვობას და მოიხსენით კომპლექსები. 

ჩვენს ფიქრებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მოახდინონ ჩვენი ბედის ფორმირება. დაამატეთ რამოდენიმე ქულა საკუთარ კარმას და გაუზიარეთ ეს პოზიტიური გამონათქვამები მეგობრებს!

წყარო

Exit mobile version