Psychologist.ge

კვება და თვითდასჯის ხერხები

კვებით ქცევებს ვახორციელებთ მთელი ცხოვრების მანძილზე დაბადებიდან გარდაცვალებამდე. დედის მუცლიდან გამოძევებული ახალშობილი, რომელმაც მისი ,,სამოთხე’’ უეცრად დატოვა ახალ უცნობ სამყაროში სიმშვიდეს კვებით პოულობს. ის ორი ძირეულ  მოთხოვნილებას იკმაყოფილებს საკვების საშუალებით ესენია ფიზიოლოგიური შიმშილი და უსაფრთხოების, დაცულობის, სიმშვიდის გაცდა. ზრდასთან ერთად თუ სწორად _ ფიზიოლოგიური შიმშილი დასაკმაყოფილებლად იქნება მიწოდებული საკვები პროდუქტები მოზარდს ჩამოუყალიბდება სწორი კვებითი ქცევები და ძალიან დიდი ალბათობით არასოდეს შეექმნება ჭარბი წონისა და  სიმსუქნის პრობლემა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ თავიდანვე არასწორად იქნება პროდუქტები მიწოდებული, ეს თავიდანვე შექმნის ნიადაგს იმისა, რომ გაცხიმოვნება დაიწყოს. შემდეგში კი ამ ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეექმნება სიმსუქნის პრობლემა, რომლის მართვა საკმაოდ გაუჭირდება, რადგან ბავშვობიდან საკვების მიღება არასწორად განმტკიცდა.

რას ნიშნავს არასწორი განმტკიცება? ეს უდიდესი პრობლემა სათავეს უწყინარი დაჯილდოვებისაგან იღებს. მაგალითად, ბავშვს, რომელიც წვეულებაზე არის ჩვენგან აქვს მითითება, მოლოდინი, მოთხოვნა, იმისა რომ მხიარულ განწყობაზე იყოს, გაერთოს თანატოლებთან ერთად, ის კი შეიძლება ამ დროს უბრალოდ ცუდ განწყობაზეა, დაღლილია, გარემოში რაღაც  არ მოსწონს, შეიძლება არ აცვია ის სამოსი რომლის ჩაცმაც სურდა, უბრალოდ თქვენი გემოვნება არ დაემთხვა ერთმანეთს და ვინ გაიმარჯვა? რა თქმა უნდა თქვენ, რადგან უფროსი ხართ და უკეთ იცით. ცუდ ხასიათზე მყოფ ბავშვს ვთხოვთ/მოვითხოვთ რომ გამხიარულდეს, მიირთვას ტორტი, რომელიც წვეულების განუყოფელი ნაწილია, ამით მტკიცდება, რომ თუ გარემო არ მიღებს ისეთ როგორიც ვარ მე უნდა მოვერგო და ამ მორგებაში ტკბილეული გამამხნევებს. ტკბილეული გამოყენებულია ცუდი განწყობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეს დამოკიდებულება სამწუხაროდ მომავალშიც გაგრძელდება და შექმნის იმაზე მეტ პრობლემას ვიდრე წვეულებაზე ცუს განწყობაზე ყოფნაა. საფუძველს ჩაუყრის საკუთარი თავის ემოციურად გაუცხოვებას. გაჩნდება განცდა თითქოს ,,კარგად ვარ’’,  ,,ვიქცევი ისე როგორც საჭიროა’’, მაგრამ მაქვს უდიდესი/დიდი/მცირე ( აღქმა ინდივიდუალურია) პრობლემა გაუცხოვების/გაცხიმოვნების/სიმსუქნის, რომლის მიზეზს ვერა და ვერ ვპოულობ. ასე გაუცნობიერებლად ვებრძვი/ვბრაზობ/ხელს ჩავიქნევ/ ვნებდები წლების მანძილზე და ყოველ ჯერზე, როდესაც მაქვს დანაშაულის განცდა, შეგრძნება იმისა, რომ საკმარისად კარგი არ ვარ თავს ვისჯი ჭარბი კვებით, ვისჯი რადგან მგონია, რომ მეტის ღირსი არ ვარ. ჩვენი სამყარო კი უხვად გვაჯილდოვებს იმ სურვილთა რეალობად ქცევით რასაც ვთვლი, რომ ვიმსახურებ.

 

Exit mobile version