Psychologist.ge

ევერეტ შოსტრომი – ადამიანი მანიპულატორის 8 ტიპი

ყველა ადამიანში ზის მანიპულატორი და უფრო მეტიც, რამდენიმე ტიპის მანიპულატორი, თუმცა ერთი ტიპი ყოველთვის სჭარბობს. ამრიგად, ძირითადად გამოყოფენ მანიპულატორის 8 ტიპს, რომლებსაც ალბათ ადვილად გამოიცნობთ ყველგან, თუნდაც მეგობრებსა და ნაცნობებს შორის.

დიქტატორი – გადაჭარბებით აფასებს საკუთარ ძალებს, იგი დომინირებს, მბრძანებლობს, ციტირებს ავტორიტეტების სახელით, მოკლედ, ყველაფერს აკეთებს თავისი მსხვერპლის სამართავად. დიქტატორის სახესხვაობებია: წინამძღოლი (ქალი), უფროსი, ბოსი, უმცროსი ღმერთები.

ჩვარი – ჩვეულებრივ, დიქტეტორის მსხვერპლია და მისი პირდაპირი ანტიპოდი. იგი ოსტატურად მოქმედებს დიქტატორთან ურთიერთობისას. გადაჭარბებით აფასებს საკუთარ განცდებს. ჩვარს ახასიათებს გულმავიწყობა, ყურის მოყრუება, პასიური დუმილი. მისი ნაირსახეობაა : ეჭვიანი, სულელი, ქამელეონი, კონფორმისტი, მორიდებული, უკან დამხევი.

კალკულატორი – ყველას და ყველაფერს ზედმეტედ აკონტროლებს, იტყუება, თავიდან იცილებს, ცდილობს, ერთის მხრივ, ჭკუით აჯობოს, მეორეს მხრივ გადაამოწმოს სხვები. მისი ნაირსახეობებია: საქმოსანი, აფერისტი, პოკერის მოთამაშე, შანტაჟისტი, რეკლამის მკეთებელი.

აბეზარა – კალკულატორის პოლარული დაპირისპირებულობაა და მიტმასნებულია სხვებზე. იგი მასზე ზრუნვის ავადმყოფური სურვილით გამოირჩევა. ნებას რთავს სხვებს მათდა გაუცნობიერებლად აკეთებინოს თავისი სამუშაო. მისი ნაირსახეობაა: პარაზიტი,

წუწუნა, მუდმივი ბავშვი, იპოქონდრიკი, კმაყოფაზე მყოფი, უსუსური.

ხულიგანი – აზვიადებს თავის აგრესიულობას, სიმკაცრეს, არაკეთილმოსურნეობას და ადამიანებს მართავს სხვადასხვა სახის მუქარის საშუალებით. მისი ნაირსახეობებია: შეურაცხმყოფელი, მოძულე, განგსტერი, დამმუქრებელი. ხულიგანის ქალური ვარიაციაა – ჭირვეული დედაკაცი. (“ხერხი”).

კარგი ყმაწვილი – აზვიადებს თავის მზრუნველობას, სიყვარულს, ყურადღებიანობას, მისი სიკეთე მომაბეზრებელია. მასთან ურთიერთობა გაცილებით ძნელია, ვიდრე ხულიგანთან. კარგ ბიჭს ვერ შეებრძოლებით. საოცარია, მაგრამ ხულიგანისა და კარგი ბიჭის ნებისმიერ კონფლიქტში ხულიგანი მარცხდება. მისი ნაირსახეობაა: მლიქვნელი, სათნო მორალისტი, ორგანიზატორი.

მოსამართლე – აზვიადებს თავის კრიტიკულობას, არავის ენდობა, ბრალდებებით, გულსიწყრომითაა აღსავსე. უჭირს ან არ შეუძლია პატიება. მისი ნაირსახეობაა: ყოვლისმცოდნე, ბრალმდებელი, მამხილებელი, სამხილების შემგროვებელი, შემფასებელი, შურისმაძიებელი, შემარცხვენელი, დადანაშაულის აღიარების მაიძულებელი.

დამცველი – მოსამართლის ანტიპოდია. ზედმეტად ხაზს უსვამს თავის მხარდაჭერასა და შეცდომებისადმი შემწყნარებლობას. სხვებს ,,აფუჭებს“ ზედმეტი თანაგრძნობით და ხელს უშლის მათ, ვისაც იცავს, რათა საკუთარ ფეხზე დადგნენ და დამოუკიდებლად გაიზარდონ. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ საქმეებს მიხედონ, სხვის საჭიროებებზე ზრუნავს. მისი ნაირსახეობებია: კრუხი წიწილებით, მანუგეშებელი, მფარველი, წამებული, დამხმარე, თავგანწირული.

ყოველი ჩვენგანი მკვეთრად გამოხატული ფორმით რომელიმე ტიპს მიესადაგება, მაგრამ დროდადრო ჩვენში სხვა ტიპებიც იღვიძებენ

წყარო

Exit mobile version