Psychologist.ge

როგორ უმკლავდებიან გენიოსები პრობლემებს: 3 გაკვეთილი კლოდ შენონისგან

კლოდ შენონი – გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც ალან ტურინგთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ინფორმაციულ ეპოქას. სწორედ შენონმა შექმნა ინფორმაციის თეორია, რომელზეც არის აგებული თანამედროვე ციფრული ტელეკომუნიკაციები. ასევე მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კრიპტოგრაფიის, კრიპტოანალიზის, თამაშის თეორიის, ავტომატების თეორიის და მართვის თეორიის განვითარებაში.

მიუხედავად იმისა რომ მისი მიდგომები შეიძლება ჩაითვალოს კლასიკურად იმ დროინდელი მეცნიერებისათვის, მან შექმნა რაღაც სრულიად ინოვაციური. ჩვენ გამოვყავით გენიალურობის სამი ძირითადი პრინციპი, რომელთა მნიშვნელობასაც ხაზს უსვამდა კლოდ შენონი. იმისათვის რომ ოსტატურად მოახერხოთ პრობლემის გადაჭრა სასურველია მიჰყვეთ ამ პრინციპებს.

სანამ დეტალებზე გადახვალთ ჯერ საფუძვლებში გაერკვიეთ

კარგად შეისწავლეთ საფუძვლები, სანამ დეტალებს ჩაუღრმავდებით სამან პრობლემის გადაწყვეტას შევუდგებით აუცილებელია ჯერ კარგად შევისწავლოთ პრობლემა.

ხშირ შემთხვევაში ადამინები დიდ ყურადღებას უთმობენ დეტალებს. ამის განმაპირობებელია აზროვნების ფრაგმენტაცია. ჩვენ მარტივად გადავდივართ ერთი დეტალიდან მეორეზე, იმის მოლოდინით რომ საბოლოოდ ეს დეტალები გაერთიანდება, ნაცვლად იმისა რომ განვდევნოთ დეტალები და მოვახდინოთ ფოკუსირება მთავარის ძიებაზე.

ხშირ შემთხვევაში, როდესაც პრობლემის არსს მივუახლოვდებით გამოიკვეთება რომ მნიშვნელოვანი პრობლემა სინამდვილეში არც არსებობს და ის გამოწვეულია აურაცხელი დეტალების არსებობით.

ეს არ გულისხმობს იმას რომ ყველა დეტალი უმნიშვნელოა. ზოგიერთი მათგანი არაპროპორციულად მნიშვნელოვანიც შეიძლება იყოს. თუმცა ჩვენ ვერ გავიგებთ რომელი დეტალი გვჭირდება და რომელი არა, სანამ მთლიან სურათს არ დავინახავთ.

 გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან

ხშირად როდესაც ზედმეტად ბევრს ვფიქრობთ პრობლემაზე, საკუთარ თავს ვუქმნით გვირაბისებური ხედვის ეფექტს, რომელიც მხოლოდ ერთ მიმართულებას გვიჩვენებს. მაშინ როცა პრობლემაზე მსჯელობისას ჩვენ ვიყენებთ ლოგიკურ აზროვნებას, ის ყოველთვის ერთადერთ საბოლოო ვარიანტს გვაწვდის. კრეატიული აზროვნება განსხვავებულად მუშაობს.  ჩვენ მუდმივად შეგვიძლია პრობლემის გადაწყვეტის სრულიად ახალი ვარიანტები შევიმუშაოთ. რა თქმა უნდა ყველა მათგანი ეფექტური არ არის, თუმცა კრეატიული აზროვნება მეტ შესაძლებლობას გვაწვდის.

შენონის ერთ-ერთ ტექნიკა პრობლემის გაზვიადება ან შემცირება, ესე იგი პრობლემის ფორმულირების შეცვლა. ამ სავარჯიშოს მიზანია – აღვიქვათ პრობლემა სრულყოფილად, მაშტაბის ცვლილება კი მას სხვადასხვა რაკურსით გვანახებს.

მთავარია იმის გათვალისწინება, რომ ჩვენ არ ვცვლით პრობლემის არსს, არამედ ჩვენ ვცვლით იმ ფორმას, რომელშიც ის არის გამოხატული.

 გააორმაგეთ შემომავალი იდეები

წარმატებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ იმ იდეების ხარისხი არამედ მათი რაოდენობაც. უამრავი ცუდი იდეიდან შესაძლებელია გამოვძერწოთ ერთი კარგი. კითხვა იმაშია თუ როგორ შეიძლება წარმოვქმნათ ამდენი კარგი და ცუდი იდეა. სწორედ ამიტომ შენონმა შეიმუშავა შემომავალი იდეის გამრავლების პრინციპი. შენონი ამბობდა : “ თუ ჩვენ ზოგიერთ ადამიანს გავუზიარებთ იდეას, ჩვენ მივიღებთ მხოლოდ ნახევარ იდეას. მაგრამ არსებობენ განსხვავებული ადამიანებიც, … ისინი წარმოქმნიან ორ იდეას ყოველ გაზიარებულ იდეაზე.”

საქმე არ არის მხოლოდ იდეების რაოდენობაში. უნარი იმისა რომ ახალი იდეა ავაგოთ ძველი იდეის საფუძველზე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კარგად გვაქვს გააზრებული საფუძვლები.

ცუდი იდეები, რომელსაც შეგვიძლია “ნახევარი იდეები” ვუწოდოთ, წარმოიქმნება მაშინ როდესაც არასწორად გვესმის შემომავალი ინფორმაცია. ასე ვთქვათ ჩვენ ვამახინჯებთ მიღებულ ინფორმაციას, შესაბამისად შეუძლებელია რაიმე საზრიანი გამოვიდეს.

შეეცადეთ გააორმაგოთ შემომავალი იდეები,თუმცა თავდაპირველად აუცილებელია არსის წვდომა. გახსოვდეთ რომ არ არსებობს ახალი იდეები, არსებობენ მხოლოდ ადამიანები რომლებიც ერთი ძველი იდეიდან ქმნიან ორ ახალს.

დასკვნა

კლოდ შენონმა, გააცნობიერა ის პრინციპები, რომელთა გამოყენება თითოეულ ჩვენგანს შეუძლია:

Exit mobile version