Psychologist.ge

ბარნუმის ეფექტი

ადამიანები ზედმეტად აფასებენ თავიანთი ხასიათის აღწერის სიზუსტეს, ან პირადი ცხოვრების დეტალებს. ისინი ფიქრობენ, რომ ზოგიერთი აღწერილობა ზუსტად მათთვისაა შექმნილი, თუმცა სინამდვილეში, ისინი იმდენად ბუნდოვანია, რომ თითქმის ყველას შეიძლება შეესაბამებოდეს. ამ ეფექტზეა დაფუძნებული მრავალი ჰოროსკოპი, პროგნოზი და პიროვნების ხასიათის გამოსავლენი ტესტებიც კი.

ეფექტს ეს სახელი ცნობილი ამერიკელი ცირკის არტისტის, ფინეას ბარნუმის საპატივცემულოდ ეწოდა, ხოლო პირველი აღმომჩენი ამერიკელი ფსიქოლოგი ბერტმან ფორერი იყო. 1949 წელს მან ასეთი ექსპერიმენტის აღწერა გამოაქვეყნა: პირველად სტუდენტებს სთხოვეს გაევლოთ ფსიქოლოგიური ტესტი, შემდეგ მათ აჩვენეს შედეგები და უთხრეს, რომ შეეფასებინათ მათი სიზუსტე. 0-დან 5-მდე შკალაზე საშუალო ქულა 4.26 იყო.

საინტერესო ის არის, რომ ყველა სტუდენტს პასუხების შედეგად ერთი და იგივე ხასიათის ჩამონათვალი მისცეს. მაგალითად: “თქვენ გჭირდებათ, რომ სხვა ხალხს უყვარდეთ და აღფრთოვანებული იყნენ თქვენით, თქვენ საკმაოდ თვითკრიტიკული ხართ, თქვენ ბევრი ფარული თვისება გაქვთ, რომელსაც ჯერაც არ იყენებთ. მიუხედავად ამისა, თქვენ გაქვთ გარკვეული სუსტი მხარეები, თუმცა შეგიძლიათ მათი განეიტრალირება. ცდილობთ, რომ თავი დისციპლინირებულად და საკუთარ თავში დარწმუნებულად აჩვენოთ, თუმცა შინაგანად მაინც ღელავთ და თავს დაუცველად გრძნობთ. ამავე დროს, თქვენ გაწუხებთ სერიოზული ეჭვი, დაუშვით თუ არა რაიმე შეცდომა და გააკეთეთ თუ არა ყველაფერი სწორად. თქვენ გირჩევნიათ მრავალფეროვნება, თუმცა ჩარჩოები და საზღვრები უკმაყოფილებას იწვევენ. ასევე თქვენ ამაყობთ, რომ აზროვნებთ დამოუკიდებლად. თქვენ არ იღებთ სხვათა ბრალდებებს საკმარისი მტკიცებულებების გარეშე. თქვენ აცნობიერებთ, რომ იყოთ სხვა ადამიანებთან სრულიად გულწრფელნი სულაც არ რის ჭკვიანური გადაწყვეტილება. ხშირად ისე იქცევით, როგორც ექსტრავერტი: თქვენ ხართ მეგობრული და კომუნიკაბელური. ზოგჯერ კი როგორც ინტროვერტი: თქვენ ხართ ფრთხილი და თავშეკავებული. ზოგიერთი თქვენი მისწრაფება არც ისე რეალისტურია. თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სტაბილურობაა”.

შემდეგში ჰოროსკოპის, ან რაიმე ტესტის წაკითხვისას, სცადეთ ჩამოთვლილი მახასიათებლები თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს მოარგოთ, მალე აღმოაჩენთ, რომ ისინი ყველასთვის შეიძლება იყოს შესაფერისი.

წყარო

Exit mobile version