Psychologist.ge

ანა ფროიდი – ბავშვთა ფსიქოანალიზის სულისჩამდგმელი

ანა ფროიდი, რომელიც ბავშვთა ფსიქოანალიზის ფუძემდებლად ითვლება, მიმდინარეობის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია. ანას საქმიანობამ მალევე მისცა შესაძლებლობა თავი დაეღწია მამის ჩრდილისაგან და ინდივიდუალური წვლილი შეეტანა ფსიქოანალიზური ტექნიკების ინტეგრირებაში. ბავშვებზე მორგებული მიდგომის ფორმირებისას, ის მამისგან განსხვავებულ პოზიციას ავლენს – ზიგმუნდ ფროიდი დაუშვებლად მიიჩნევდა ბავშვებთან ფსიქოანალიზის ტექნიკის გამოყენებას. ეს მკაცრი შეხედულება ეფექტურად დაძლია ანას წარმატებულმა წამოწყებამ. გარდა პერსონალური მიღწევებისა, მის სახელს უკავშირდება ფროიდის თეორიათა ნაწილის პოპულარიზაცია. კონკრეტულად კი, 1936 წელს გამოცემული წიგნი – ეგო და დაცვის მექანიზმები.

ადრეული ბავშვობა და მოზარდობა

ანა ფროიდი დაიბადა 1895 წლის 3 დეკემბერს, ავსტრიაში. ზიგმუნდ ფროიდის 6 შვილს შორის იგი ყველაზე უმცროსია. ანას, მამასთან  განსაკუთრებულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ფროიდი წერს, რომ ანას ახირებული ხასიათი ორმაგ მშვენიერებას სძენდა. ამის მიუხედავად ის საკმაოდ დაძაბულ დამოკიდებულებას ავლენდა და-ძმისა და დედის მიმართ. ცნობილია, რომ ხშირი უთანხმოება ჰქონდა თავის დასთან, სოფისთან. წყაროებიდან ირკველევა, რომ სოფია გამორჩეულად მომხიბვლელი გარეგნობის პატრონი იყო. კონტრასტს მასსა და ანას შორის აიგივებენ რადიკალურად განსხვავებული ფსიქოტიპების შეპირისპირებასთან. ისინი, გარკვეულწილად, გამოხატავენ ლამაზი და გონიერი ქალის სტერეოტიპული სახეების მაგალითს. ალბათ, ამან განაპირობა ის, რომ ანა დასთან ურთიერთობას აღიქვამდა, როგორც მწვავე კონკურენციას. ფროიდისადმი გაგზავნილ წერილებში ის ხშირად საუბრობს არასასურველ ფიქრებზე, რომელიც ძალიან აწუხებს. ჩანს, რომ ანა თავს ულამაზოდ მიიჩნევდა. ამან გამოიწვია მისი განსაკუთრებული კონცენტრირებაა საკუთარი გარეგნობის მიმართ. საუბარია დეპრესიულ მიდრეკილებაზე, რომლის შედეგიც იყო კვებითი აშლილობა. ადრეულ წლებში ის ებრძოდა ანორექსიას, რისი საფუძველიც საკუთარი გარეგნობისადმი აკვიატებული და ილუზორული არა კეთილგანწყობა იყო.

“დიდი ხნის განმავლობაში გარეთ ვეძებდი ძალასა და თავდაჯერებულობას, იქამდე სანამ გავაანალიზე, რომ ის ჩვენშია და ყოველთვის იქ იყო.’’

ანა განათლებას იღებდა კერძო სკოლაში. როგორც თავად ამბობს,იქ ბევრი არაფერი უსწავლია. სამაგიეროდ მას განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა მამის მეგობრების გარემოცვაში ყოფნა. თავადაც აღნიშნავს, რომ ცოდნა სწორედ მამის თანამოაზრეებთან ურთიერთობისას მოიპობა. ანას უმაღლესი განათლება არ მიუღია, სამაგიეროდ ზიგმუნდის იდეების მიმართ დიდმა დაინტერესებამ შთააგონა საკუთარი მომავალი ფსიქოანალიზური კვლევებისთვის დაეკავშირებინა.

არასრული ცნობები კარიერულ მიღწევებზე:

საშუალო განათლების მიღების შემდეგ მუშაობას იწყებს კერძო სკოლაში, პარალელურად აქტიურად თარგმნის მამის ნაშრომებს გერმანულ ენაზე. 1923 წელს, ბავშვებთან ფსიქოანალიზის პრაქტიკას იწყებს და მალევე მოიპოვებს გავლენიან თანამდებობას ვენის ფსიქოანალიტიკოსთა საზოგადოებაში.  აქ ის ქმნის მნიშვნელოვან ნაშრომებს ეგოს სტრუქტურაზე. ანა საფუძვლიანად აღწერს დაცვის მექანიზმების მუშაობის სტილს და გვთავაზობს მათ ტიპოლოგიას. ფსიქოანალიზის მიხედვით ეგო სპეციფიკურად შემუშავებულ, გაუცნობიერებელ მეთოდებს იყენებს შფოთვის ასაცილებლად ან შესამცირებლად. ანა ძირეულ აქცენტებს აკეთებს ისეთ მექანიზმებზე, როგორიცაა:

უარყოფა –  უარის თქმა რეალობის აღქმასა და მიღებაზე, ეგოს დაცვა ისეთი ინფორმაციისაგან, რომელიც მას ტკივილის აყენებს.

რეპრესია – არასასიამოვნო გამოცდილებისა თუ მიუღებელი სტიმულების ცნობიერებიდან განდევნა.

რეალობის დამახინჯება – სინამდვილის ილუზორული, არასწორი აღქმა.

ამ პერიოდში ავსტრიაში ფსიქოანალიტიკურ საქმიანობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ნაცისტური რეჟიმი. 1938 წელს ანა გესტაპომ დაკითხა, გარდაუვალი საშიშროების გამო ზიგმუნდ ფროიდი ოჯახთან ერთად ტოვებს ვენას და მოღვაწეობას განაგრძობს ლონდონში. 1941 წელს ანას ინიციატივით შენდება ჰამპსტედის ბაღი, რომელიც ხელმძღვანელობას იწყენს ფსიქოანალიტიკური პროგრამით და წარმოადგენს საცხოვრებელს უსახლკარო ბავშვებისთვის. ამ პერიოდში იქმნება ანას სამი ნაშრომი:

ბავშვები ომიანობის ჯამს,1942.

ახალშობილები ოჯახის გარეშე,1943.

ომი და ბავშვები,1943

1945 წელს იხურება ჰამპსტედის ბაღი, მიუხედავად ამისა ანა აქტიურად მუშაობს ჰამპსტედის საბავშვო ფსიქოთერაპიული კურსის შემუშავებაზე. ამავე წელს ის ხნის ფსიქოთერაპიულ კლინიკას ბავშვებისთვის, 1954 წლიდან კი კლინიკის ხელმძღვანელად ინიშნება.

მნიშვნელოვანი შრომები:

ჰამსტედის ბავშვთა თერაპიული-კლინიკის კვლევათა მონაცემები – 1956-1945

ნორმალური და პათოლოგიური გამოვლინებები ბავშვებში: განვითარების შეფასება – 1965

“ზოგჯერ საუკეთესო რამეები მაშინ ჩნდება, როცა არ ველოდებით და მის საპოვნელად არაფერს ვაკეთებთ.’’

ანას საქმიანობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ფსიქოანალიზური მიდგომების განვითარებაზე და რადიკალურად შეცვალა ხედვა გარკვეულ მიმართულებებში. ანა ფროიდის ნაშრომებმა დიდი როლი ითამაშა გვიანი ფსიქოანალიტიკოსების მოსაზრებების ჩამოყალიბებაზე, რომელიც ეხება ეგოს კვლევას – ამასთან, შეცვალა ბავშვებთან მოპყრობის სტილი და ხელი შეუწყო ახლებური მეთოდების თანდათანობით დამკვიდრებას. ანა ფროიდის ნაშრომები ბავშვის განვითარებაზე, ბევრი აღმოჩენის წინაპირობად იქცა.

 

მაგდა ლომაია

წყარო

 

 

Exit mobile version