ჩვენ ყველა ერთ დროს ბავშვები ვიყავით, თუმცა ეს ბავშვი ჩვენში ისევ ცხოვრობს. სწორედ ჩვენი შინაგანი ბავშვიდან მოდის ჩვენი ქცევები, ემოციები და ურთიერთობებში სირთულეები.
სინამდვილეში კი ნამდვილი ზრდასრულობა გულისხმობს შეცდომების აღიარებას, მიმღებლობას და პასუხისმგებლობების აღებას, თუმცა უმეტესობა ზრდასრულ ადამიანებში ეს არ ხდება, ეს ნიშნავს იმას, რომ დაზიანებულია შინაგანი ბავშვი და ის გმართავთ. წარმოიდგინოთ, რომ 5 წლის ბავშვი მართავს 40 წლის ადამიანის სხეულს. შეიზლება რომ ამ ასაკის პატარა ბიჭი, ან გოგო გავუშვათ სამოგზაუროდ, მივაღებინოთ რთული გადაწყვეტილებები, ან როგორ უნდა გაუმკლავდნენ პირად ურთიერთობებს? ბავშვს ვერ ექნება ჩამოყალიბებული პირადი ურთიერთობა, ვერც სრულფასოვანი კარიერა.
ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ იმაში რომ თქვენი შინაგან ბაშვს შესაბამისი ადგილი ქონდეს ქვენ ცხოვრებაში და მან არა თუ ხელი შეგიშალოთ არსებობაში, არამედ გაგილამაზოთ ყოფა:
1. ესაუბრეთ შინაგან ბავშვს
მოექეცი მას კეთილად და პატივისცემით.
გამოკვებეთ შინაგანი ბავშვი ტკბილი სიტყვებით:
მიყვარხარ
შენი მესმის შენი
ვწუხვარ
მადლობა
გპატიობ
ამ საუბრით შეუქმენი მას განწყობა, განცდა რომ ის დაფასებული და აღიარებულია.
2. დაათვალიერეთ ბავშვობის ფოტოები
დაათვალიერეთ ძველი ალბომი, სადაც პატარა იყავით და ნახეთ როგორ გამოიყურებოდით ბავშვობაში. გადაამუშავეთ ფოტოები გონებაში. ატარეთ ბავშვობის ფოტოები საფულით, ან დადეთ ისეთ ადგილზე, რომელიც ხშირად შეგახსენებთ თქვენს ბავშვობას, იმას თუ როგორი იყო შინაგანი ბავშვი წარსულში.
3. გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც გიყვარდათ ბავშვობაში
იფიქრეთ იმაზე, თუ რისი კეთება გიყვარდათ ბავშვობაში, იქნებ ეს იყო ხეებზე ცოცვა, ბურთით თამაში, ფაფის ჭამა. ამის კეთების დროს, თქვენ უკავშირდებით საკუთარ თავში იმ წერტილებს, რომლებიც გეგონათ რომ აღარ არსებობდა. ეს აბოსულუტურად ნორმალურია, როდესაც ცოტა სულელურად გრძნობთ თავს, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ამის მეშვეობით თქვენი შინაგანი ბავშვის სამყარო გაიხსნას.
4. იმოგზაურეთ შინაგან სამყაროში
მოგზაურობის ორი საშუალება არსებობს: ერთი გზა არის მედიტაციის, ტრანსის გზა, ხოლო მეორე გზა უბრალოდ ბავშვობის მოგონებების ვიზუალიზაციას გულისხმობს.
როდესაც ერთხელ უკვე დაამყარებთ კავშირს შინაგან ბავშვთან, თქვენ შეძლებთ გაიგო რა ტრამვა მოგადგათ წარსულში, რომელიც დღეს პრობლემებს გიქმნი და ამის გაცნობიერებით მოახერხებთ იმ ტკივილის მოშუშებას, რომელიც თქვენ შინაგან ბავშვს აწუხებს.
მოამზადა თამთა ბერუაშვილმა