Psychologist.ge

რატომ ცივდება თბილი ურთიერთობები?

ადამიანებს ხშირად აქვთ ტრავმის განახლებისკენ სწრაფვა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მათი ქვეცნობიერი ინსტინქტია, ვერ ხვდებიან, რომ მეორე ადამიანისადმი ლტოლვა შესაძლოა ბავშვობის ჭრილობების განახლების სურვილით იყოს გამოწვეული.

მაგალითად, თუ ვიღაცის მამა ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო და მუდმივად მერყეობდა უყურადღებოსა და ზედმეტად მაკონტროლებელს შორის, ხშირად ასეთი ადამიანები მსგავსი ფსიქოლოგიის პარტნიორებს ეძებენ ხოლმე. მტკივნეული ბავშვობის დინამიკის განახლების გაუაზრებელი სურვილი მასტიმულირებელი და მომწამლავია. იმ ადამიანის სიყვარულის მოპოვება, რომელიც ქვეცნობიერად უარმყოფელ მშობელს გაგახსენებთ, მთავარი ტკივილის გადაფარვისა და აღმოფხვრის შანსია.

საქმე ისაა, რომ ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანები ურთიერთობის დასაწყისში თავიანთ პარტნიორს ეარშიყებიან. პარტნიორის გაიდეალებითა და დადასტურებით, რასაც ის ასე ელოდება, ემოციურად დაუბალანსებელი ადამიანი ადვილად ითრევს მეწყვილეს. როგორც კი გაუწონასწორებელი მხარე მეორეს ურთიერთობაზე წამოაგებს, ის მაშინვე ცვლის თამაშის წესებს, უცებ ხდება კრიტიკული და უყურადღებო. ეს ყველაფერი პარტნიორს პანიკაში აგდებს, აფიქრებინებს, რომ სიყვარული სადღაც გაქრა და მასში იღვიძებს ტრავმის შედეგად გამოწვეული ემოცია, რომელიც მოძალადე მშობელმა მიაყენა.  რეალობის გააზრების ნაცვლად, პარტნიორი გამძვინვარებულ ტკივილს განიცდის. ქვეცნობიერის დინამიკა ამ დროს უფრო იზრდება და იმის მაგივრად, რომ თავი დააღწიოს ამ ურთიერთობას, „მსხვერპლი“ პირიქით ცდილობს ისე მოიქცეს, რომ არ გამოიწვიოს მეწყვილის გაღიზიანება, რაც თავისთავად მოძალადეს კონტროლის სადავეებს გადასცემს.

ძირითადად, ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი ასეთ დროს ისევ უბრუნდება იდეალურ მდგომარეობას, რაც პარტნიორს აფიქრებინებს, რომ ურთიერთობის არევა თავისი ბრალია. იგი წყვეტს ბრძოლასა და გამოძიებას და იღებს იმას, რასაც ითხოვს – „სიყვარულს“.

ეს ციკლი გრძელდება, სანამ თანდათანობით არ ჩამოიშლება პარტნიორის თვითშეფასება. მას უჩნდება უსამართლობის განცდა თავისი მეწყვილის აგრესიული ქმედებების გამო. ამას ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი ძირითადად ორი გზით პასუხობს: მიატოვებს პარტნიორს, რადგან მისი გამოაშკარავების რისკი იზრდება ან ადანაშაულებს მას, რომ „ძალიან ემოციური და მგრძნობიარეა.“ ნებისმიერ შემთხვევაში, ურთიერთობა ცივდება ან საერთოდ იყინება.

ხშირად ფიქრობენ, რომ ემოციურად მოძალადე ადამიანი, აუცილებლად უხეში უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში, მას მარტივად ამოიცნობდნენ და ვერ მოახერხებდა ზრახვების დამალვას. სწორედ პარტნიორის ხასიათის ცვლილება უყურადღებოდან-მაკონტროლებლამდე, აფიქრებინეს მეწყვილეს სხვას.

რამდენიმე ნიშანი ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანის ამოსაცნობად:

  1. ისინი ხან სიყვარულით გექცევიან, ხან აბუჩად გიგდებენ.
  2. მათ სჯერათ, რომ მართლები არიან და პრობლემა მეორე პარტნიორშია
  3. ეს მათი გზა ან გზატკეცილია.
  4. თითქმის შეუძლებელია კონფლიქტისგან თავის არიდება და უმნიშვნელო კამათიც კი კოშმარულ ჩხუბში გადადის.
  5. ისინი ირგებენ მსხვერპლის როლს და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან.
  6. ისინი პარტნიორში სირცხვილის გრძნობას აღვიძებენ.

 

 

Exit mobile version