ტესტი: როგორია სიყვარულის შენეული ფორმა

6
0%

პარტნიორის არჩევისას ერთ – ერთი კრიტერიუმია რა გავლენას იქონიებს იგი ჩემს კარიერაზე

ზოგჯერ ისე ვარ შეყვარებული, რომ მასზე ფიქრში ღამეები არ მძინავს

ვფიქრობ რომ მე და ჩემს პარტნიორს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ერთმანეთის

ყველაფერი რაც მაბადია ჩემს პარტნიორსაც ეკუთვნის. ყველაფერი ჩემი მისიც არის

როცა სასიყვარულო ურთიერთობები მენგრევა ისეთ დეპრესიაში ვარდები, რომ თვითმკვლელობაზეც ვფიქრობ

ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია მე და ჩემი პარტნიორი ფიზიკურად (სექსუალური თვალსაზრისით) კარგად ვეწყობით ერთმანეთს

ჩემს პარტნიორს მოვუყვები ჩემი წარსული ინტიმური ურთიერთობების შესახებ

მირჩევნია მე დავიტანჯო, ვიდრე დაიტანჯოს ჩემი პარტნიორი

მოსვენება მეკარგება იმის გაფიქრებისას, რომ ჩემს პარტნიორს შეიძლება სხვა ვინმე ჰყავდეს

ყოფილა შემთხევა რომ პარტიორთან ურთიერთობაში მიგვძვნია რომ პარალელური ურთიერთობები მჭირდება

პარტნიორის შერჩევისას მნიშვნელოვანი ფაქტორია იქნება თუ არა ისი კარგი მშობელი

პარტნიორის შერჩევამდე ჯერ გულდასმით ვგეგმავ ჩემ ცხოვრებას

სანამ სასიყვარულო ამბავში გადავარდები ვცდილობ გავითვალისწინო რა გენეტიკური მემკვიდრეობის მატარებელია ჩემი პარტნიორი

თუ ჩემი პარტნიორი ცოტა ხნით ყურადღებას არ მაქცევს, ზოგჯერ ვაკეთებ რაღაც სისულელეებს, რომ მისი ყურადღება მივიპყრო

თუ გადავწვიტე ადვილად მოვახერხებ ჩემს პარტნიორთან დაშორებას

ჩემი პარტნიორის გულისათვის მე ყველაფერს ავიტან

მზად ვარ ჩემი სურვილები დავთმო იმისათვის, რომ ჩემმა პარტნიორმა თავისი სურვილები აისრულოს

ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ დავეხმარო ჩემს პარტნიორს, როცა მას ცხოვრებაში სიძნელეები ექმნება

როცა შეყვარებული ვარ არაფერზე შემიძლია ყურადღების კონცენტრაცია

ჩემი პარტნიორი ფიზიკური სილამაზის ჩემეულ სტანდარტებს აუცილებლად უნდა შეესაბამება

ვერ ვიხსენებ მე და ჩემმა პარტნიორმა როდის ვიგრძენით რომ გვიყვარს ერთმანეთი

ვერ ვიქნები კარგად თუ ჩემი პარტნიორის ბედნიერება საკუთარ ბედნიერებაზე წინ არ დავაყენე

გვერდით მეყოლება/მყავს ადამიანი რომლანაც აუცილებად ვიგრძნო რომ ერთმანეთისათვის ვართ გაჩენილები

მაშინაც, როცა მიბრაზდება ჩემი პარტნიორი მე ის მაინც ძლიერ და უსიტყვოდ მიყვარს

ვფიქრობ სასიყვარულო ურთიერთობები პარტნიორთან მეგობრობასაც გულისხმობს

ტესტი: როგორია სიყვარულის შენეული ფორმა
სიყვარულის შენეული ფორმაა - თამაში
ამ სიყვარულის ფორმის მქონე ადამიანებისთვის სიყვარული არ აღიქმება სერიოზულად. ამ სიყვარულის ფორმის ადამიანები ხშირ შემთხვევაში ეგოისტები არიან, რადგანაც მათ ამოძრავებთ საკუთარი სიამოვნების მიღების სურვილი და არ ითვალისწინებენ პარტნიორის სურვილებს და გრძნობებს. სიყვარულა განიხილავენ როგორც თამაშს, რომელსაც ბევრ პარტნიორთან თამაშობენ და შესაბამისად ყავთ მრავალი პარტნიორი, მაგრამ არცერთ პარტნიორთან ურთიერთობა არ არის ხანგრძლივი. მისი დევიზია: ,,მე მიყვარს სიყვარულობანას თამაში ყველასთან.”
სიყვარულის შენეული ფორმაა - პრაგმა
ლოგიკური ან რაციონალური სიყვარული, რომელიც ემყარება მეორე ადამიანის მონაცემების გულმოდგინე დაანგარიშებას. ტრადიციულად ამ სიყვარულის ფორმას აგრეთვე ეძახიან გათვლით სიყვარულს. Aამ დროს პარტნიორებმა კარგად იციან რა უნდათ ერთმანეთისგან. ასეთი სიყვარული აიგება ვაჭრულ, ფინანსური გარიგების საფუძველზე. პრაგმა სიყვარულის ფორმა ეს არის სიყვარული კონტრაქტით.
სიყვარულის შენეული ფორმაა - დაგროვება
წმინდა და მშვიდი სასიყვარულო ურთიერთობის ფორმაა, რომელიც საწყის იღებს მეგობრობიდან და ნელ – ნელა ვითარდება. ასეთ პარტნიორებს ხშირ შემთხვევაში გააჩნიათ საერთო წარმოდგენები და შეხედულებები. ეს არის თბილი და მყარი მეგობრული სიყვარული. ამ სიყვარულის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი მახასიათებლებით გავდნენ პარტნიორები ერთმანეთს. ამგვარი სიყვარულის დროს ადამიანი ყოველთვიას დარწმუნებულია იმაში, რომ იპოვის მხარდაჭერას და გაგებას თავის პარტნიორში.
სიყვარულის შენეული ფორმაა - მანია
ძალიან ემოციური სიყვარულის ფორმაა, წააგავს ექსტრემალურ სპორტს. მანიით შეპყრობილი შეყვარებულები, მერყეობენ სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ბედნიერებასა და სასოწარკვეთილებას შორის. ეს ფორმა შეეფერება გავრცელებულ სტერეოტიპს, რომელსაც უწოდებენ რომანტიკულ სიყვარულს, ეს არის გაუხედნავი ლტოლვა. სტატისტიკურად ეს სიყვარულის ფორმა გავცელებულია სიყვარულის ნიადაგზე მომხდარ თვითმკვლელობებში(მაგ: რომეო და ჯულიეტა).
სიყვარულის შენეული ფორმაა - აგაფე
საპირპიროა თამაშის სიყვარულის ფორმის. ეს არის ისეთი სიყვარული, როდესაც ადამიანი არ ფიქრობს საკუთარ თავზე და მისთვის პირველადი მნიშვნელობის არის მისივე პარტნიორი და ფიქრობენ მხოლოდ იმაზე თუ რითი შეიძლება ასიამოვნონ თავის პარტნიორს. ასეთი სახის ურთიერთობაში სულიერებაც არის და ფიზიკური ლტოლვაც. ეს ურიერთობა აგებულია უანგარო, უპრეტენზიო სიყვარულსა და ერთმანეთისადმი მძაფრ მიზიდულობაზე.

გააზიარეთ შედეგები:

პასუხის სანახავად, გთხოვთ შეავსოთ ფორმა

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81