ვინ იქნებოდი დღეს გუშინ საქმე რომ არ გადაგედო? – პროდუქტიულობის გამოწვევები პანდემიის დროს.

0

მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი ფსიქოკონსულტანტი, ბიზნეს პროფაილერი, ჰედვაისისა და ლაბორატორია Z დამფუძნებელი

კარანტინში, სახლში ჯდომისას სოციალურ ქსელს რომ ათვალიერებდი, შეამჩნევდი პოსტებს სადაც ექსპერტები პროდუქტიულობისკენ მოგიწოდებნენ.
იმასაც შეამჩნევდი თუ როგორ გამძიმებდა და პირიქით ზოგჯერ ზამბარის პრინციპით უკან და ძლიერად გექაჩებოდა ყველა ეს მოწოდება არა პროდუქტიულობის სიღრმეებისკენ.

ალბათ გახსენდება რომ ხშირად იტვირთები „დიად იდეებზე“ ფიქრით, დიდ გეგმებზე და მიზნებზე, რომელიც დღითიდღე უფრო მძიმდება და იზრდება, უფრო და უფრო რთულად შესასრულებელ მისიად გევლინება. ამაზე ფიქრში კიდევ უფრო ფორიაქობ და თავის სანუგეშებლად ჯადოსნურ სიტყვას იშველიებ ხოლმე: „მოდი ბარემ დღესაც  დავისვენებ და ხვალიდან შევუდგები“. თენდება მეორე დღე და აცნობიერებ რომ დღევანდელი დღე წინა დღისგან არაფრით განსხვავდება, ზუსტად იმდენივე მიზეზი გაქ თქვა „დღეს არა ხვალიდან“, რამდენიც გუშინ გქონდა.

თუ ყველაფერი ეს შენი განცდების მენიუშია მე გეტყვი რომ ამ ყველაფერში შენ მარტო არ ხარ.
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შენ საკუთარი თავისგან მოისმენ გამართლებების მთელ არმიას, იმის შესახებ თუ რატომ ამჯობინებ „დიად იდეებზე“ მუშაობის დაწყებას „ჯადოსნური ორშაბათიდან“.

მოდი ერთად გავიაროთ:

1) „ჯერ არ ვიცი საიდან დავიწყო“ – იმუშავე საკუთარ ოცნებაზე ისე როგორც გამოცანაზე, შენი ოცნების ყველა ფრაგმენტი ერთი დიდი მისიის ნაწილია, შეიძლება თავიდან არ იცოდე ზუსტად საიდან იწყება ან სად მიყავხარ მაგრამ თუ გზას დაადგები აუცილებლად მიხვალ მთავარ წერტილამდე, რომელიც თვითონ პროცესშია დამალული. ამ დროს გააცნობიერებ რომ სინამდვილეში არ არსებობს „დაწყების იდეალური ადგილი“, არსებობს პროცესი რომელიც მოგანიჭებს როლს, რომლიდან გამოსვლაც შეიძლება აღარც კი მოგინდეს.

2) „იმდენი იდეა მომდის თავში ვერ ვასწრებ განხორციელებას და მერე საერთოდ ვკარგავ მუღამს ან საერთოდაც მავიწყდება“ – დაიწყე იდეების ჩაწერა, ულუფებად დანაწევრება და ნელ-ნელა გადამუშავება. გახსოვდეს რომ ყველა სიდიდე პატარა ნაწილაკებისგან შედგება სინამდვილეში.

3) “არ მაქვს საკმარისი დრო“ – არ გაქვს საკმარისი დრო? აბა თავიდან დაფიქრდი და დასვი რამდენიმე კითხვა: რას ნიშნავს გქონდეს საკმარისი დრო? ზუსტად რამდენია ეს დრო?  – საკმარისი დრო რაიმეს დასაწყებად იმაზე ნაკლებია ვიდრე დრო რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში დახარჯე, ან დრო რომელიც ტელევიზორის წინ ისე გავიდა ვერც კი მიხვდი როგორ მოსაღამოვდა, ან დრო რომელიც ასე მალე გადის როდესაც არ იცი „საიდან დაიწყო“.

მარტივად  და ბანალურადაც კი ჟღერს მაგრამ ამის გაკეთება კიდევ უფრო მარტივია ვიდრე თქმა: როდესაც რამის გაკეთება გინდა მაგრამ არ იცი რა დროს დაგჭირდება, გაქვს თუ არა შესაბამისი დრო, არ იცი საიდან დაიწყო და ასე შემდეგ.. უბრალოდ დაიწყე და შეყევი პროცესს, კმაყოფილების განცდაც არ დააგვიანებს.

თუ „საქმის გადადების ხმა“ ისევ ჩაგესმის ყურებში, გადადე საქმის გადადება და დაიწყე მოქმედება.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81