ტატიანა გეთია – ტოლერანტობა

0

ტატიანა გეთია – ფსიქოლოგი

სამყაროში შექმნილ ვითარებას თუ გადავავლებთ თვალს დავინახავთ რომ ის არაჯანსაღი შეხედულებები, ურთიერთობები და დამოკიდებულებები რაც კარგახნის დამარცხებული გვეგონა სინამდვილეში მაინც არსებობს და მყარად აქვს ფეხი მოკიდებული. პირველ რიგში ეს მოიცავს რასიზმს, ჰომოფობიას, ქალთა უფლებების უხეშ დარღვევას და მრავალ სხვა უსამართლობას რომელიც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ადამიანები კი თითქოს შეეგუენ და ისწავლეს უსამართლობასთან თანაცხოვრება. ამ მოვლენებისადმი ჩვენს მიმღებლობას ან მიუღებლობას განსაზღვრავს ჩვენი ტოლერანტობის დონე.
ბოლო წლებში სამყაროში და განსაკუთრებით დემოკრატიულ სახელმწიფოებში ტოლერანტობა ბაზისურ ღირებულებად იქცა. ტოლერანტული საზოგადოება გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლების პატივისცემას, სამყაროში არსებულ უმცირესობებთან მშვიდობიან თანაარსებობას და ერთობის შეგრძნებას. წარმოუდგენელია ჰუმანიზმი ტოლერანტობის გარეშე.

ფსიქოლოგები გამოყოფენ ტოლერანტობის სამ ტიპს:

1) ბუნებრივი ( ნატურალური ) ტოლერანტობა- გულისხმობს ცნობისმოყვარეობას და მინდობილობას რომელიც ახასიათებს პატარა ბავშვს. სწორედ ბუნებრივი ტოლერანტობა განაპირობებს ჩვილი ბავშვის სიყვარულს თავისი მშობლების მიმართ, ისეთების როგორებიც ისინი არიან, მისთვის ყველაზე კარგები.

2) მორალური ტოლერანტობა- უმეტეს წილად ახასიათებს ზრდასრულ ადამიანებს და დაკავშირებულია გარეგან “მე”-სთან. ამ შემთხვევაში ადამიანი ცდილობს საკუთარი ემოციების დამალვას. ის არ ავლებს ნეგატიურ დამოკიდებულებას თუმცა ის მასში არსებობს. სწორედ ამას შეგვიძლია ვუწოდოთ კვაზი-ტოლერანტობა.

3) მორალური ტოლერანტობის მეორე ტიპი- გულისხმობს როგორც სხვისი ღირებულებებისა და შეხედულებების პატივისცემას ასევე საკუთარი სამყაროს გააზრებას. საკუთარი ფასეულობების, საკუთარი სურვილების და საკუთარი გრძნობების მიმღებლობას. ეს ტიპი არის ნამდვილი ჭეშმარიტი ტოლერანტობა.

მოზარდობა არის პიროვნების ფსიქოლოგიური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. ამ დროს მოზარდი აქტიურად ერთვება ზრდასრულ ცხოვრებაში, ფორმირდება მისი იდენტობა, ითვისებს განსხვავებულ სოციალურ როლებს, ხდება ინდივიდუალური ღირებულებების ფორმირება. ეს არის პერიოდი როდესაც პიროვნება ისეთ შინაგან კომფლიქტებს განიცდის რომელსაც, ტოლერანტობის ორ ტიპს შორის გაყოფა შეიძლება ვუწოდოთ: მოზარდს უკვე აღარ ძალუძს ისეთი ტიპის მიმღებლობა რომელიც მას ღრმა ბავშვობაში ახასიათებდა და ჯერ კიდევ არ აქვა ისეთი შემწყნარებლობის უნარი როგორიც ზრდასრულებს ახასიათებთ. მოზარდის აზროვნება ჯერ კიდევ ბავშვის აზროვნების მსგავსად ყველაფერს შთანთქავს, მაგრამ უკვე შეუძლია სიტუაციის კომპეტენტური ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანაც… ამ დროს ყალიბდება მოზარდის მსოფლმხედველობა და ყველაფერი რაც მასში შეიწოვება მომავალში განსაზღვრავს მის ცხოვრებას და ცხოვრებისეულ პოზიციას. ტოლერანტობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვის მშობლები, პედაგოგები და გარე სამყარო. მასწავლებელმა უნდა წაახალისონ მოსწავლეებს შორის ურთიერთქმედება და თანადგომა, უნდა ასწავლონ სხვა კულტურის თავისებურებების და ტრადიციების პატივისცემა. ტოლერანტობის განვითარება მოზარდებში არის იმის საფუძველი რომ მომავალში გააკეთონ არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ.
ტოლერანტობა მიზნად ისახავს მრავალფეროვნების ჰარმონიას, მშვიდობის და თავისუფლების დამყარებას. ტოლერანტული პიროვნება კარგად იცნობს საკუთარ თავს, ჰარმონიაშია სამყაროსთან, ესმის სხვა ადამიანების, მუდამ მზად არის დაეხმაროს სხვა ადამიანს, ის კეთილგანწყობილია სხვა კულტურის, შეხედულებების და რწმენის მიმართ.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81