სოფიო ყველაშვილი – თვითშეფასება

0

სოფიო ყველაშვილი – ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრი “იდილია” – ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, მეტყველების თერაპევტი;

რა იგულისხმება თვითშეფასებაში?

თვითშეფასება, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, საკუთარი თავის რწმენა.

საკუთარი თავისადმი პოზიტიური ან ნეგატიური რწმენა. როგორ აღიქვამს პიროვნება საკუთარ თავს.

საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა. აგრეთვე, თვითშეფასება, რომელიც მომდინარეობს ადამიანის უნიკალური მახასიათებლებიდან, ის რაც განასხვავებს მას სხვა პიროვნებისგან.

ადამიანი შესაძლებელია აფასებდეს საკუთარ თავს პიროვნულ, ურთიერთობით და კოლექტიურ დონეზე. როდესაც ადამიანი იღებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას პიროვნული მახასიათებლებიდან, როგორიცაა შესაძლებლობები, უნარები. თვითშეფასება, რომელიც დამყარებულია სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობაზე, როგორიცაა ოჯახი, მეგობრები… როგორ აღიქვამენ მას სხვები.

რა მნიშვნელობა აქვს თვითშეფასებას ადამიანის ცხოვრებაში?

კვლევებმა ცხადყო, რომ თვითშეფასება მნიშვნელოვან კავშირშია ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხთან და არა მარტო…

2013წელს ნორვეგიაში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო გაერკვიათ გენდერული სხვაობა ცხოვრებით კმაყოფილება და თვითშეფასება, საკუთარი თავის პატივისცემა კავშირი თვითშეფასებასა და ცხოვრებით კმაყოფილებას შორის ნორვეგიელ სტუდენტებთან, რომელთა ასაკი მერყეობდა 13-იდან 18-წლამდე. სახელმწიფო დაწყებითი და საშუალო სკოლის  1239-მა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა კვლევაში. შედეგების მიხედვით ბიჭებმა უფრო მაღალი მაჩვენებელი ანახეს ვიდრე გოგოებმა როგორც თვითშეფასების ისე ცხოვრებით კმაყოფილების კუთხით. კვლევამ, აგრეთვე, ცხადყო, საკუთარი თავის პატივისცემა თამაშობს მნიშვნელოვან როლს მოზარდებთან ცხოვრების კმაყოფილების კუთხით.

2016-18 წლებში ინდოეთში ჩატარდა კვლევები, რომლის მიზანი იყო დაედგინათ კავშირი აკადემიურ მოსწრებასა და თვითშეფასებას შორის, შეეფასებინათ თვითშეფასების ხარისხი და გაეგოთ, რა შეიძლება იყოს დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი მიუხედავათ მაღალი თვითშეფასებისა და თვითშეფასებასა და აკადემიურ მოსწრებას შორის კავშირი დაწყებითი კლასის მოსწავლეებში. პირველ შემთხვევაში იკვლიეს 50 ცდის პირი, 25 მდედრობითი, 25 მამრობითი სქესის, ასაკი 14-იდან 15-წლამდე. გამოკითხულთა 50%-მა აჩვენა მაღალი თვითშეფასება, 24%-მა საშუალო, ხოლო 26%-მა  დაბალი. კვლევამ აჩვენა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო მაღალი თვითშეფასება ქონდათ ვიდრე მამრობითი სქესისას, თუმცა მნიშვნელოვანი კორელაცია აკადემიურ მოსწრებასა და თვითშეფასებას შორის არ დაფიქსირებულა. 2016 წელს დაწყებით კლასებში ჩატარებულმა კვლევამ (ინდოეთი)  აჩვენა,  მნიშვნელოვანი კავშირი თვითშეფასებასა და აკადემიურ მოსწრებას შორის.

რა განაპირობებს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას?

თვითშეფასება ეს არის კეთილგანწყობილი ან განმკიცხავი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. (როზენბერგი)

ითვლება რომ თვითშეფასებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, როგორიცაა:

გენეტიკა, ასაკი, ცხოვრებისეული გამოცდილება, სოციალური მდგომარეობა….

თვითშეფასება არ არის ფიქსირებული, ის შეიძლება გაიზომოს და გაუმჯობესდეს.

თვითშეფასების დონე ადამიანის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს. როდესაც თვითშეფასება დაბალია პიროვნების წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად დაბალია რეალურზე.

დაბალი თვითშეფასება – საკუთარი თავით, მდგომარეობით, ვიზუალით უკმაყოფილება. საჯარო გამოსვლის, ყურადღების ცენტრში ყოფნის  შიში, დანაშაულის გრძნობა, გარემო შეფასებაზე დამოკიდებულება, დისკომფორტი უცხო ადამიანთა გარემოცვაში აღმოჩენისას, ადაპტაციის სირთულე. ჩამოთვლილთაგან რამდენიმეს არსებობაც კი დიდი დისკომფორტის გამოწვევია.

როგორ არის შესაძლებელი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა?

ბავშვს რომელსაც აქვს დაბალი თვითშეფასება ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდება სხვადასხვა ახალ ცხოვრებისეულ გამოწვევებს მარცხის განცდის შიშით.

მშობლის მოვალეობა – მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს ბავშვს როდესაც ის რაიმე ამოცანის გადაჭრას ცდილობს.

  1. შეაქეთ და შეაფასეთ ბავშვის ძალისხმევა მიუხედავათ წარმატება წარუმატებლობისა.  მოზარდისთვის  მოგზაურობა ბევრად მნიშვნელოვანია  ვიდრე დანიშნულების ადგილი.
  2. საშუალება მიეცით თქვენს შვილს თვითონ გაანალიზოს პრობლემა, მიიღოს გადაწყვეტილება და შეასრულოს დავალება. თუ თქვენ თქვენი შვილის მაგივრად იღებთ გადაწყვეტილებებს, ასრულებთ სამუშაოს, ასე ისინი ვერ განავითარებენ საკუთარ უნარებსა და თავდაჯერებულობას, რათა დამოუკიდებლად გადაჭრან პრობლემები. მიეცით ბავშვს საშუალება იმოქმედოს მისი ასაკის შესაბამისად.
  3. მხარი დაუჭირეთ მის ცნობისმოყვარეობას. პოლ ჰარისი( ჰარვარდის უნივერსიტეტიდან) ამბობს, რომ – შესაძლოა კითხვების ნაკადი რომლებსაც ბავშვი სვამს დამღლელი იყოს, მაგრამ ეს სასარგებლო სავარჯიშოა მისი განვითარებისთვის. ისინი აცნობიერებენ რომ არის საკითხები რომლებიც მათ არ იციან.
  4. კრიტიკის მაგივრად მიეცით ბავშვს სასარგებლო უკუკავშირი. მშობლის კრიტიკა ბავშვს უქვეითებს მოტივაციას და თვითშეფასებას. შეცდომების გაანალიზება, სწავლა –  ავითარებს თავდაჯერებულობას, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება როდესაც მშობელი აღიქვამს შეცდომას როგორც სწავლისა და გაზრდის შესაძლებლობას, ეხმარება ბავშვს გაარკვიოს როგორ შეიძლება მოცემული ამოცანის უკეთ გადალხვა მომავალში. ასწავლეთ შვილებს არ შეუშინდნენ მარცხს!
  1. გაუღეთ კარი ახალ შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია ბავშვს განუვითარდეს რწმენა იმისა რომ მას შეუძლია „დიდ სამყაროსთან“ გამკლავება.
  2. ზომიერად შესთავაზეთ თქვენი დახმარება. საშუალება მიეცით ბავშვს გარისკვის, არჩევანის გაკეთების და პრობლემის გადაჭრის. სირთულეების გადალახვისას ყოველთვის შეაქეთ თქვენი შვილი, მისი სიმამაცე, რათა გაუჩნდეს სურვილი მომავალშიც მოსინჯოს რაიმე ახალი.
  3. იმისათვის რომ ადამიანს სამყაროს მიმართ ნდობა ჩამოუყალიბდეს აუცილებელია გარისკვა, არჩევანის გაკეთება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება.
  4. თავისი ასაკის შესაბამისად ბავშვს მიეცით არჩევანის შესაძლებლობა. ეს მათ საშუალებას მისცემთ თავი უფრო ძლიერად იგრძნონ. მაგ: რომელი ქურთუკი ჩაიცვას გარეთ გასვლისას…
  5. საშუალება მიეცით ბავშვს გაიგოს, რომ მიუხედავათ წარმატება წარუმატებლობისა, თქვენი მისდამი სიყვარული უპირობოა მან არ უნდა იფიქროს, რომ თქვენ იგი მხოლოდ მისი რაიმე მიღწევის გამო გიყვართ.
  6. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ შექება უნდა იყოს მიღწევის ადეკვატური, განურჩევლად ყველაფრის ქებამ შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგვიყვანოს. როგორც დაბალ ასევე მაღალ თვითშეფასებას აქვს საკუთარი უარყოფითი მხარეები.

მოამზადა მარიამ გვარამიამ

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81