იზოლაცია, როგორც ცნობიერების “ინსპირაციის” წყარო

0

მარიამ სისაურიგეშტალტფსიქოთერაპევტი

ქვეყანაში არსებულმა გამოწვევამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. როგორ მოვერგოთ მოცემულობას ისე, რომ დრო შემოქმედებითად გამოვიყენოთ?

დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი წლების განმავლობაში ისაუბრებს იმის შესახებ, თუ როგორი ღირებულებათა გადაფასება მოახდინა ამ პერიოდში. ამიტომაც არის არსებული რეალობა უნიკალური, რადგან უსაზღვროდ საინტერესოა პროცესები, რომლებიც ჩვენში მიმდინარეობს ცვლილებების სახით. თუკი აქამდე ადამიანთა უმრავლესობისთვის მხოლოდ გარემო იყო პასუხისმგებელი ჩვენს ბედნიერებაზე, სიხარულზე, თუ სხვადასხვა დადებით ემოციებზე, ახალი რეალობა გვთავაზობს მოცემულობას, რომ თავად გავხდეთ პასუხისმგებელნი ჩვენს ბედნიერებაზე, მეტად გავიცნოთ, შევიყვაროთ და გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს. ვფიქრობ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა თვითდაკვირვებისა და შემეცნებისთვის, ამიტომ მოუსმინეთ საკუთარ შეგრძნებებსა და მოთხოვნილებებს, რადგან სწორედ მათგან გაიგებთ, თუ რისი გაკეთება გსურთ რეალურად.

ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას რეალობასთან  შეგუება საკმაოდ უჭირს. მათთვის შინ დარჩენა დიდი სირთულეა. რას ურჩევთ ასეთ ადამიანებს?

ნებისმიერი დისკომფორტი გვაწვდის გარკვეულ სიგნალს, რომელიც საჭიროებს ცვლილებაა. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს, როგორც გარემოში არსებულ სიტუაციას, ისე საკუთარ თავთან დაკავშირებულ რიგით საკითხებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოვახდინოთ დიფერენცირება რეალურ და ხელოვნურად შექმნილ დისკომფორტს შორის, რათა გამოიკვეთოს თუ რა იწვევს იმ უსიამოვნო შეგრძნებებს, რომლებიც საჭიროებენ კორექციას. თითოეულ ადამიანს თავად აქვს მოსაძიებელი ის დეფიციტი, რომელიც დისკომფორტის მნიშვნელობას იძენს, ამისთვის კი შეგვიძლია უბრალოდ ვკითხოთ ჩვენს თავს-რისი შეცვლა გვსურს არსებულ სიტუაციაში და რისი გაკეთება შეგვიძლია.

როგორ შევიგრძნოთ ყოველდღიური კეთილდღეობა?

კეთილდღეობას ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, თუმცა არსებობს მისი განზოგადებული გაგებაც, რაც მეტ-ნაკლებად საერთოა. თუკი გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს მისი დანახვა, შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოწეროთ რისი მადლიერნი ხართ დღეს, რადგან ხშირ შემთხვევაში ის, რაც ნორმად და ჩვეულებად მიგვაჩნია, რეალურად ჩვენი ბედნიერების მნიშვნელოვან ღერძს წარმოადგენს. ზოგჯერ უბრალოდ საჭიროა შევახსენოთ ჩვენს თავს მათი არსებობის შესახებ.

რა გავლენას ახდენს არსებული რეალობა შინაგან ჰარმონიაზე?

ბუნებრივია დღევანდელი სიტუაცია გარკვეულ გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზეც. პირველ რიგში, იმიტომ რომ, რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ რა რეალობის წინაშე დადგება მსოფლიო პანდემიის შემდეგ. ჩვენ მუდმივად ვგეგმავთ ჩვენს მომავალს და გარკვეული მოლოდინებით ვცხოვრობთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც წარმოვიდგენთ. ახალი რეალობა კი იმ აუცილებლობის წინაშე გვამყოფებს,  რომ სხვა პერსპექტივიდან დავინახოთ ის საკითხები, რომელთა დანახვის აუცილებლობაც აქამდე არ გვქონდა. ამ ყველაფრის დადებითი მხარე კი ის არის, რომ ადამიანები მეტად დავუახლოვდებით და დავიმეგობრებთ აწმყოს-ერთადერთ რეალურ მოცემულობას, რადგან ჰარმონიისკენ მიმავალი გზა სწორედ აწმყოსთან კონტაქტით და შეგრძნებით იწყება.

გთხოვთ,გაგვიზიარეთ,როგორ ადაპტირდითახალ ცხოვრებასთან“?

გარკვეული დრო დამჭირდა ადაპტაციისთვის, შემდეგ კი, როდესაც გავიაზრე, რომ ამ ყველაფრის დასრულებას გარკვეული დრო ჭირდებოდა, მეც გადავეწყვე და მოვერგე ახალ რეალობას. დავიწყე დიდი ხნის სურვილების ასრულება, რასაც მანამდე ვერ ვახერხებდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ნათლად გამოიკვეთა, თუ რისი გაკეთება მსურს რეალურად და რისი-არა, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც რეალურად წარმოადგენს ჩემი ინტერესის და სურვილების სფეროს.

 

მოამზადა სალომე სისაურმა

 

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე