ემმა კოპალეიშვილი – პასუხისმგებლობა

0

ემმა კოპალეიშვილი – ფსიქოლოგი, ტრენერი

რა არის პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა და რა მნიშვნელობა აქვთ მათ?

სოციალური და ფსიქოლოგიური პასუხისმგებლობის მაღალი დონე  უდიდეს ნაწილს წარმოადგენს თითოეული ჩვენგანის განვითარებაში. სოციალური პასუხისგებლობა არის უნივერსალური, გათვლილი ყველა ინდივიდზე. მის ქვეშ მოიაზრება ჩვენი ურთიერთმოქმედება სამყაროსთან. პასუხისმგებლობაა, რომ ვაკეთეთ  გარემოში კარგი, არ შევლახოთ სხვისი უფლებები, დავიცვათ და პატივი ვცეთ საზოგადოებაში მიღებულ ჯანსაღ ნორმებს. რაც შეეხება პიროვნულ პასუხისმგებლობას, ის ჩვენი შინაგანი მექანიზმია, რომელიც გვაძლევს ბიძგს ჩვენივე საზღვრების ფარგლებში ვაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის აქტუალურია. მაგალითისთვის, როდესაც გვინდა რაიმე ვისწავლოთ, ვიღებთ წიგნს, ვეძებთ სხვადასხვა ინტერნეტ წყაროში,  ვახარისხებთ და ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის გამოსადეგი, მნიშვნელოვანი და მისაღებია იმ წუთისთვის. სწორედ ესაა პასუხიმგებლობა- ჩვენი შინაგანი მოტივაციით ჩვენივე წესებით მისაღები ქმედების განხორცილება. პიროვნული პასუხისმგებლობის საწყისები ყოველთვის იწყება  ჩვენით.

რა მექანიზმებითა აროს შესაძლებელი პასუხისმგებლობის უნარის დასწავლა?

პასუხიმგებლობის დასწავლა, როგორც ყველაფრის, იწყება ადრეული ბავშობიდან, როდესაც ბავშვს სურს რაიმეს გაკეთება, თუნდაც თამაშის დროს, მან უნდა იცოდეს, რომ რაიმე ქმედების შედეგი მისგანაა განპირობებული, რა მოჰყვება მის თითოეულ ქმედებას. ამ დროს  შემოდის წესები,  შექება,  აკრძალვები რომ მოხდეს დიფერენციაცია რა არის მის პასუხისმგებლობის ქვეშ და რა არა. აღზრდის პრინციპებში მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ რესურსების მობილიზება, გადაწყვეტილებების მიღება და მისივე დამოუკიდებლობის და ავტონომიის  ჩამოყალიბება. ეს კომპონენტები ამყარებს  პასუხისმგებლობის შინაგან დონეს.

რამდენად არის შესაძლებელი ფუჭი ვალდებულებების თავიდან არიდება?

როდესაც ადამიანი იცნობს საკუთარ თავს, აქვს პიროვნული საზღვრები, იცის  რა უნდა და რა არა, იცნობს საკუთარ ემოციებს და შეუძლია მისი აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება,  მხოლოდ მაშინ შეიძლება განვსაზღვროთ რაზე ვამბობთ უარს და რისი გაკეთება გვინდა. გაცნობიერება იმის,  თუ რას მოგვიტანს ეს თუ ის ვალდებულება, რამდენად აქტუალური და მისაღებია ჩემთვის იმ მომენტში. საკუთარი საზღვრების დაცვისას მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი  როდის შეგვიძლია ვთქვათ კი და როდის არა.

                                                                                                   

  მოამზადა სალომე სისაურმა

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81