ტემპერამენტთა თეორია, სისტემა და ისტორია

0

ტემპერამენტთა თეორიას ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი. ყველაზე პირველი თეორია კაცობრიობას ოთხ კატეგორიად ყოფდა. პლატონი ახსენებს “ოთხი ტიპის ადამიანს”, ძვ.წ. IV საუკუნეში ჰიპოკრატე, და შემდეგ კლავდიუს გალენი კი სხეულის შემადგენელი სითხეების მიხედვით ყოფნდენ ადამიანის ტემპერამენტებს. ჰიპოკრატეს მიხედვით ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს ოთხი განსხვავებული სითხის – სისხლის(სანგუის), ლორწოს (ფლეგმა) , ყვითელი(ქოლე) და შავი ნაღველის (მელანქოლე) შერევის შედეგს. რომელიმე ერთი ნივთიერების სიჭარბე ორგანიზმში განაპირობებს განცდებისა და მათი მიმდინარეობის სისწრაფის მიხედვით ადამიანთა შორის ინდივიდუალურ განსხვავებულობას. ასე შეიქმნა ადამიანის ტემპერამენტის ოთხი ელემენტი:

სანგვინიკი: სისხლი (ჰაერი) – ცხელი და სველი.

სწრაფი, იმპულსური და შედარებით მოკლე პასუხები ახასიათებს (სწრაფად აღგზნებადი და ასევე სწრაფად ჩამქრალვადი).

ქოლერიკი: ყვითელი ნაღველი (ცეცხლი) – ცხელი და მშრალი.

ისიც სწრაფია, იმპულსური და ახასიათებს მარტივად აღგზნება, თუმცა დიდი ხანი გრძელდება აღგზნებადობა და შედარებით რთულია მისი ჩაქრობა.

მელანქოლიკი: შავი ნაღველი (მიწა) – ცივი და მშრალი.

დიდი ხანი უნდება აღგზნებას, თუმცა უკვე ჩართულს დიდი ხანი უგრძელდება აღგზნებულობა და რთულია მისი ჩაქრობა.

ფლეგმატიკი: ლორწო (წყალი) – ცივი და სველი.

რთულია მისი აღგზნება და შედარებით ცოტახანი გრძელდება მისი აღგზნებულობა.

აქედან სანგვინიკები და ქოლერიკები კლასიკურ “ექსტრავერტულ” ტემპერამენტებადაა მიჩნეული (მარტივად აღგზნებადი; ექსპრესიული) და ფლეგმატიკ-მელანქოლიკები ინტროვერტულად (რთულად აღგზნებადი; ნაკლებად ექსპრესიული); ეს ოთხი ტემეპრამენტი ასევე იყოფა ორ ნაწილად: ადამიანებზე კონცენტრირებულობად  და საქმეზე კონცენტრირებულობად. (ადვილად ამყოლებს და აღგზნებულებს სჭირდებათ მეტი პოზიტიური ემოციის მიღება-გაცემა და ადამიანებთან მეტი ურთიერთობა, რთულად აღგზნებულებს კი ახასიათებთ უფრო დიდი ხნით ნეგატიურ ემოციებთან ჩაჭიდება და ადამიანებთან ურთიერთობის ნაკლები მოთხოვნილება აქვთ, ამიტომ ყურადღება გადააქვთ არაპერსონალურ საქმიანობებზე, “საქმეებზე”).

ტემპერამენტი ხვდება ფსიქოტიპს: დევიდ ქერსის ჯგუფდება

ტიპოლოგიააში, ტემპერამენტთა ყველაზე ცნობილი ჯგუფდება ეკკუთვნის დევიდ ქერსის (David Keirsey): SP, SJ, NF, NT. ასიმეტრიული ჯგუფდებაა, რადგან ერთნაირი განმასხვავებელი კრიტერიუმები არ აერთიანებს ყველა MBTI ფსიქოტიპს. მაგალითად, სენსორები (S) განსხვავდებიან J/P თვისებებში, ინტუიციურები (N) კი T/F-ში (შეგვიძლია ასეთი ფორმულირება მივცეთ: S + J/P, N + T/F).

ასეთი ჯგუფდება მაინც უცნაური ჩანს, თუმცა საკმაოდ საფუძვლიანია. ქერსიმ გარდა MBTI-ის გარეგანი სტრუქტურებისა, გამოიყენა ჰიპოკრატე-გალენისეული ტემპერამენტებისა და პლატონისეული “ოთხი ტიპის ადამიანის” თეორია, რომლებიც ქერსის ტემეპრამენტების საძირკველს წარმოდგენენ. მის ტემპერამენტთა სახელწოდებები ( დამცველი, ხელოვანი, იდეალისტი და რაციონალისტი) სწორედ ძველბერძნული ოთხი ტიპის ადამიანის სახელწოდებებიდან გამომდინარეობს, კერძოდ – ეპიმეთეანი, დიონისეანი, აპოლონიანი და პრომეთეანი. 

პლატონის სწავლებებიდან გადმოიღო ქერსიმ ასევე “ფანტაზიორი vs დაკვირვებული” არქეტიპების ცნება, ამ უკანასკნელს კი იმანუელ კანტისპერცეფციის ცნება დაუმატა. კანტის აზრით, ორნაირი პერცეფცია არსებობს: ვიზუალურ მშვენიერებაზე ორიენტირებული და ამაღლებულ მშვენიერებაზე ორიენტირებული. აქედან ვიზუალურ მშვენიერებაზე კონცენტრირებულები არიან სანგვინიკები და მელანქოლიკები (არსებული, ვიზუალური სილამაზის მაღალი აღქმით), ფლეგმატიკები და ქოლერიკები კი შედარებით ნაკლებად აღიქვამენ ვიზუალურ მშვენიერებას და ამაღლებულზე არიან კონცენტრირებულები. აღსანიშნავია ისიც, რომ სანგვინიკი-მელანქოლიკის წყვილი, ფლეგმატიკი-ქოლერიკის მსგავსად,ძველ მატრიცაში ერთმანეთის დიამეტრული ოპოზიციები იყვნენ. ალბათ შენიშნავდით, რომ სწორედ ეს კატეგორიებია თანამედროვე სენსორი vs ინტუიციურის წინაპარი. ერიკ ადიკესმა, ერნსტ კრეტშმერმა და ედუარდ სპრენგერმა ახალი ფაქტორები დაუმატეს ოთხკატეგორიან ტიპთა სისტემას. ადიკესი ინოვაციურებსა და ტრადიციონალისტებს განასხვავებდა აგნოსტიკებისგან და დოგმატისტებისგან, პირველს ჰეტერონომულს უწოდებდა, მეორეს კი ავტონომურს. კრესშმერმა დაახარისხა თვისებები ოთხ “ხასიათის სტილად:”  დეპრესიული, ჰიპომანიური, ანესთეტიკური და ჰიპერესთეტიკური, აქედან კი შეიქმნა ორი კატეგორია: ციკლოთიმები და შიზოთიმები.

თავად ქერსიმ MBTI ფსიქოტიპები ახალი ნიშან-თვისებების მიხედვით დააჯგუფა: კოოპერაციულები vs უტილიტარისტები (SJ და NF კოოპერაციულები არიან, ანუ აკეთებენ იმას, “რაც საჭიროა”, NT და SP კი “უტილიტარულები” ან მეორენაირად, “პრაგმატულები” არიან და აკეთებენ იმას, “რაც მუშაობს”. სადაც ადიკესის და კრეტშმერის ჯგუფდება ინტუიციურ-სენსორობას ეხება, სპრენგერის ჯგუფდება სწორედ კოოპერაციულ-პრაგმატულობას შეეხო. მან გამოიგონა ადამიანის ტიპების კლასიფიკაცია სოციალური (თეორეტიკოსები vs ესთეტები) და პოლიტიკური (რელიგიური vs ეკონომიკური) ფაქტორების მიხედვით).

ქერსის მოდელი არაფერს ამბობს ექსტრავერსია-ინტროვერსიაზე, შეიძლება ითქვას, გვერდს უვლის მას და პირდაპირ შემდეგ ფაქტორებზე გადადის. გარდა ამისა, ქერსის მოსაზრებით, SJ-ები მელანქოლიკები არიან, SP-ები სანგვინიკები, NF-ები ქოლერიკები, NT-ები კი ფლეგმატიკები (სხვა მოსაზრებებიც არსებობს კლასიკურ ტემპერამენტთა და MBTI ფსიქოტიპებს შორის კავშირზე და კორელაციაზე).

საბოლოოდ კი გთავაზობთ ფსიქოტიპების ჯგუფდების ქერსისეულ მოდელს თვისებებიდანად.

NT

საერთო თვისებები:

  • აბსტრაქტულად მოაზროვნეები უტილიტარული მიზნებით.
  • მეთოდის არჩევისას მაკროსკოპულ დონეზე აზროვნებენ (მაკროსკოპული > მიკროსკოპული).
  • თეორეტიკოსები არიან (თეორია > დეტალები).
  • სიტუაციის ანალიზისას ურჩევნიათ „დიდ სურათზე“კონცენტრირდნენ , ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სპეციფიკას („დიდი სურათი“ > სპეციფიკა) .
  • რესტავრაციას ინოვაციებს ამჯობინებენ.
  • მათი კრეატიულობა მოდის ძირითადი რაციონალური (მეცნიერული) პრინციპებიდან.
  • ყველაზე კარგად ქმნიან ადამიანებთან და იდეებთან პაექრობის დროს.
  • უყვართ აბსტრაქტულ სირთულესთან ჭიდილი, კომპლექსურობა, ამოცანების, თეორიული დაბრკოლებების  გადაწყვეტა.
  • შესაძლებელია, ადამიანების თვალში ტლანქები გამოჩნდნენ;
  • სათავეში უდგანან ტექნიკურ ცვლილებებს.
  • ემოციებს და ადამიანებს დაბრკოლბად აღიქვავენ, ამ საკითხში სიმარტივეს ამჯობინებენ.
  • ეშინიათ: არაკომპეტენტურობის.
  • შემოქმედებითი წვისას მოსწონთ ანალიზი, კრიტიკა, კვლევა, ინფორმაციის საფუძველზე სისტემების და სტრატეგიების შექმნა.

 

. INTP INTJ ENTP ENTJ
კრეატიულობა მარტო დატოვე; იდეების კომპლექსურ ქსელს შექმნის. მარტო დატოვე; ცალკეულ ახალ თეორიას შექმნის და მთელს ენერგიას მას დაახარჯავს. ქმნის დისკუსიების და იდეების გაცვლა-გამოცვლის პროცესში, „დიდ სურათზე“ კონცენტრაციისას, მსჯელობებში, დებულებებში, თეზისებში ხარვეზების აღმოჩენით. ქმნის იდეის სარფიანად გაყიდვის დროს; დეტალებს ყურადღებას არ მიაქცევს.
სტრესის დროს იმალება, იკეტება, პედანტური ხდება. იმალება, იკეტება, უკონტროლო და იმპულსური ხდება. ნებისმიერ წვრილმანზე გაუჩერებლად კამათობს. თავზე ხელაღებული ხდება, გადარეულს ემსგავსება, მაკიაველიანურ მანერებს ამჟღავნებს.
სტრესის დაძლევის გზა მიზნებზე კონცენტრაცია და მუშაობა; პედანტიზმის მინიმუმამდე დაყვანა. სხვების საკონსულტაციოდ საქმიანი მეთოდების შემუშავება. მიზნებზე კონცენტრაცია და მუშაობა; იდეების ეჭვის ქვეშ დაყენების მინიმუმამდე დაყვანა. მზერითი კონტაქტი დაამყარე მოსაუბრესთან. სხვებს გონივრულად მოუსმინე.
გუნდში/ჯგუფებში ჯგუფებში დაკვირვებულები არიან და კრიტიკული აზროვნება უვითარდებათ, თუმცა INT-ები თვლიან, რომ გუნდური აქტივობები ზედმეტად სწრაფი და ირაციონალურია. INT შესანიშნავიექსპერტიდაკრიტიკოსიხდება თავის ჯგუფში, ინტერაქციით ერთობიან, თუმცა სწრაფად მოაზროვნე ENT ხშირად იღლება გუნდის წევრების არათანაბარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით. ENT-ები სწრაფად კარგავენ ინტერესს, თუ ამჩნევენ, რომ ჯგუფში ჯანსაღი კოოპერაცია შეფერხებულია.
ადამიანებთან აზრები ურჩევნია ადამიანებს. ძლიერი INT მუშაობს ობიექტურ თეორიებზე და საქმიანი გადაწყვეტილების მიღების დროს ავიწყდება, რომ მის გარშემო ადამიანებიც არსებობენ. დაინტერესებულია სიტუაციით და რესურსით. დაკავებულია გარშემომყოფების დაყოლიებით, რომ მისი სისტემა ყველაზე ეფექტურია, ამისთვის ძირითად იარაღად საფუძლიან მიზეზს იყენებს.
იდეებთან ყველა NT-ს ურჩევნია ორიგინალური იდეები გამართული სისტემატიზაციით.
პრობლემის გადაჭრის სასურველი გზა ნიუანსური, მრავალმხრივი, ინტელექტუალური გზა ღია შესაძლებლობებით, რომელიც გამოდგება ყველა სიტუაციაში და ჭკვიანურად განისაზღვრება მისი დანიშნულების მენეჯმენტი. თეორიული და ინტელექტუალური გზა, თუმცა კონცენტრირებულია ერთ კონკრეტულ, საუკეთესო თეორიული სტრუქტურის პოვნაზე. ინტელექტუალური სტრატეგიის განვითარება ღია შესაძლებლობების მქონე სიტუაციებში შეთანხმების მისაღწევად (ნამდვილი რიტორიკოსია). მაღალეფექტური ინტელექტუალური თეორიის აღმოჩენა, რომელიც პრაქტიკაშიც მუშაობს და ნაყოფიერია; შემდეგ სტრატეგიას ქმნის მის გასაყიდად.
მენეჯმენტი (სიძლიერე) საკუთარი კვლევის, ექსპერტიზის შედეგებს საერთო მიზანთან ათანხმებს. ქმნის და ანვითარებს სრულიად ახალ დამოკიდებულებასა და მეთოდს, ძველ იდეებს უკუაგდებს. ამოწმებს და განიხილავს ახალ შესაძლებლობებსა და ალტერნატივებს პროექტის სისრულისთვისა და ლოგიკურობისთვის. სარფიანად ყიდის ინოვაციურ იდეებს; აწესრიგებს გარშემომყოფებსა და სამუშაო გარემოს, მიუკერძოებელ და მყარ გადაწყვეტილებებს იღებს.
მენეჯმენტი (სისუსტე) განცალკევებული ჩანს სხვებისგან და არ ცდილობს კავშირების დამყარებას, არ აქვს გუნდთან საკმარისი ურთიერთობა, აპათიური და უყურადღებო ჩანს გარემოს მიმართ. ხშირად გულმავიწყია. თავის უნიკალურ იდეებში იკარგება და სხვების იდეებს ბანალურად აღიქვამს, არ ითვალისწინებს; ხშირად, არ აქვს მხარდაჭერა გუნდისგან, მის იდეებს უარყოფენ, რადგან არაპრაქტიკულად ეჩვენებათ. მასთან მუშაობა ძლიერი F-ებისთვის და SJ-ებისთვის მტრულ და ზედმეტად კონკურენტულ ატმოსფეროს ქმნის, განსაკუთრებით მათთვის, რომლებისთვისაცუთანხმოება არაკომფორტულია. თანამშრომლებმა, შესაძლოა, თავი შებოჭილად, დამორჩილებულად იგრძნონ, თითქოს ვიღაც მათ არაადეკვატურად მართავს; ENTJ შეიძლება დაუნდობელი და ცივსისხლიანი გამოჩნდეს კოლეგების თვალში.
კომუნიკაცია (ძლიერი მხარე) ნიუანსების ფლობა. თავდაჯერებულობა ბალანსი დრაივი
კომუნიკაცია (სუსტი მხარე) აკრიტიკებს სხვებს, რომ ნიუანსებს ვერ ამჩნევენ. ვერ ადაპტირდება ნაკლებად ცერებრალურ და ნაკლებად აბსტრაქტულ მოსაუბრეებთან. ერთულება საბოლოო შეთანხმებამდე და დასკვნებამდე მისვლა. მოსაუბრეებს შეძრწუნებულს და დაბნეულს ტოვებს.
წესებს ებრძვის მათი დამახინჯებით. ესზოგნიუანსშიჩანს – INTP-ების ნაწერებშივეჩანს, რომწესებთან და ნორმებთან მუშაობა არ მოსწონთ, ამიტომ არც საუკეთესო ნამუშევარი გამოსდით. აიგნორებს წესებს; ფიქრობს, რომ ეს წესების წიგნი პრიმიტული ადამიანებისთვისაა. კამათობს წესების წიგნებთან დაკავშირებით, მის ნიუანსებს აკრიტიკებს და ფიქრობს, რომ მათ უფრო რაციონალური მონაკვეთებით ჩაანაცვლებს. რადიკალურად განსხვავებული წესების წიგნი შემოაქვს, რომელიც თავად შექმნა არსებულის ჩასანაცვლებლად.
ემოციებთან იმალება და ამას წერის საშუალებით უკეთესად გამოხატავს. დაანებე თავი. აიგნორებს ემოციებს; ადამიანებს მეტი თვითკონტროლი უნდა ჰქონდეთ. ამასხარავებს ემოციებს; ადამიანები ნაკლებად მგრძნობიარეები უნდა იყვნენ და არ უნდა ეწყინოთ ყველაფერი. სისტემას და გეგმას ქმნის ემოციების სამანიპულაციოდ.
დამატება ყველა NT-ს სურს აპლოდისმენტი თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობების და მიღწევების მიმართ; „ავტორიტეტები“, ფორმალურობა, დემონსტრაციები და ზეპირებული სითბო აღიზიანებთ მათ.


NF

საერთო თვისებები:

  • აბსტრაქტულად მოაზროვნეები კოოპერაციული მეთოდებით.
  • პრაქტიკულობაზე მეტად იდეალისტები არიან (იდეალები > პრაქტიკულობა).
  • ადამიანი მათთვის წესებზე მაღლა დგას (ადამიანი > კანონები).
  • სიტუაციის სურათებად და აბსტრაქტულად აღქმა ურჩევნიათ სტატისტიკებს (სურათი > სტატისტიკა).
  • დიდ სურათზე დაფუძნებული სოციალური სისტემები – იდეების გენერატორები ემოციონალური/საზოგადოებრივი/ადამიანური ელემენტების გათვალსიწინებით.
  • თავს პოეტურად, მეტაფორულად, ამაღლებულად გამოხატავენ.
  • მოსწონთ, როცა მათი იდეები უნიკალურადაა აღქმული სხვების მიერ.
  • განსაკუთრებით მოსწონთ ის მომენტები, როცა თავს ჭეშმარიტად ცოცხლადგრძნობენ;
  • შეიძლება ძალიან რბილი მოეჩვენოთ სხვებს.
  • სჩვევიათ სოციალური ცვლილებებისთვის მებრძოლ გაერთიანებებს ჩაუდგნენ სათავეში.
  • სჭირდებათ აზრი და მნიშვნელობა მუშაობის პროცესში.
  • ეშინიათ: თავად და მათი საქმიანობა დაცინვის საგნად იქცეს, არასერიოზულად აღიქვან.
  • შემოქმედებითი წვისას მოსწონთ წარმოსახვა და აღმოჩენა.
INFP INFJ ENFP ENFJ
კრეატიულობა მარტო დატოვე, რომ წეროს, „ჯღაბნოს“, ჩანახატები შექმნას ან სივრცეს უყუროს. მარტო დატოვე, რომ შექმნას. თუმცა INFJ ცალკეულ თემაზე/საკითხზე კონცენტრირდება. თანამოაზრეთა წრეში ჩასვი. კონსენსუსამდე, შეთანხმებამდე მიღწევა, საერთო აზრამდე მიღწევა, გამოტანილი დასკვნაზე ყველა რომ  თანხმდებოდეს.
სტრესის დროს იმალება, იკეტება, გულმოსული და აღშფოთებულია. იმალება და შურისძიებას გეგმავს. იქამდე გელაპარაკება, სანამ მასავით ცუდად არ იგრძნობთავს. ზედმეტ სამუშაოს იღებს საკუთარ თავზე და მერე ამაზე წუწუნებს.
სტრესის დაძლევის გზა მიიღე დახმარების შემოთავაზება, მოუსმინე რჩევებს; კონცენტრირდი გადაწყვეტილების მიღების გზებზე და პროგრესზე. შეზღუდე საზიზღარი ინპულსები; რაც შეიძლება მეტი წერე და სიუჟეტები შექმენი. პრინციპებში და კომპრომისებში შეთანხმების მიღწევაზე მუშაობა. უარი თქვი შემოთავაზებებზე.
გუნდში/ჯგუფში ჯგუფები სტრესულია INF-ებისთვის, რამეთუ განუწვეტლივ ემოციურ პასუხს მოითხოვს და ეს ცლით მათ. მათთვის დამღლელია ფაქტებთან და სტატისტიკასთან მუშაობა, უარს ამბობენ ცარიელი პატივისცემის და სითბოს გამოხატვაზე. INF-ს სჭირდება რეგულარულად განმარტოება, რომ დამოუკიდებლად იფიქროს და თავდაჯერებული წარსდგეს ჯგუფის წინაშე. მოსწონთ გუნდური მუშაობის იდეა და კარგად ერთობიან თუგუნდური მუშაობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და წევრებიც კეთილგანწყობილნი არიან. გუნდში მუშაობა სტრესული ხდება ENF-სთვის, თუ ხშირია კონფლიქტი, წევრები გულგრილები არიან, არ არიან ენთუზიასტურები და დაინტერესებული შეთანხმების ან მიზნის მისაღწევად.
ადამიანებთან ადამიანები პოტენციურად INF-ების ჩაკეტვის, სტრესის, განმარტოების და ენთუზიაზმის ჩახშობის მიზეზი ხდებიან ხოლმე. ადამიანები კონცენტრაციის მთავარი სფეროა მათთვის, თუმცა რთულია ერთდროულად ყველას გაბედნიერება.
იდეებთან ყველა NF-ს ურჩევნია საერთო, გლობალურ სისტემაში არსებული ღია შესაძლებლობების მქონე პრობლემების მოგვარება კრეატიული მეთოდებით.  NF უნდა გრძნობდეს მეთოდის მართებულობას, ემოციურად უნდა უკავშირდებოდეს მას. ის არ განსჯის ამას რაიმე რაციონალური ტესტით.  NF-ს სურს ყველას თანაბრად შეეხოს ამ გადაწყვეტილების  დადებითი მხარეები –  სწორედ ისევე, როგორც თავად მას შეეხო.
პრობლემის გადაჭრის სასურველი გზა შექმნას კომპლექსური რეალობის ერთიანი, სასურველი ფორმა  და სრულიად ახალი სისტემა; ნაკლებად აქცევს ყურადღებას დეტალებს. გამოაშკარავოს სრული პოტენციალი იმისა, რაც სხვების მიერ დაუფასებელია და უყურადღებოდაა დატოვებული;, აქამდე შეუმჩნეველი იყო სხვებისთვის;  ნეთელი მოფინოს, ოღონდ უმეტესად  წერის საშუალებით. გააადვილოს ადამიანთა ჯგუფების ყოფა; შექმნას წვეულებების ქვეტექსტები, აქტივობები და ერთიანი განწყობა (თუმცა, ვინმე სხვას ანდეთ ამის განხორციელება). გაავრცელოს სრულიად უნიკალური დამოკიდებულება საზოგადოებაში, რომელიც ადამიანებს, ინდივიდუალურად,  საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარებათ.
მენეჯმენტი (სიძლიერე) მდიდარი წარმოსახვა; ყველაფერში კარგის დანახვის უნარი. სკეპტიციზმისა და მიზანდასახულობის უნიკალური სინთეზი. მომხიბვლელი, მხიარული, ინოვაციური, ენთიზიაზმით სავსე; უნდა სხვებსაც დაეხმაროს განვითარებაში. ბიუროკრატიის დაუძინებელი მტერი. ენერგიული, ქარიზმატული, მოტივირებული, მეწარმისთვის დამახასიათებელი გადაწყვეტილების მიღების უნარით და მოქმედებისკენ სწრაფვით.
მენეჯმენტი (სისუსტე) ადვილად ნებდება; ცოტა სჭირდება თავი არაკომპეტენტურად და შეურაცხყოფილად იგრძნოს. გარბის. შეუძლია პარანოიდული  გახდეს. დიდი ხანი უჭირს ერთ რამეზე კონცენტრირება, უცებ გაურბის გონება სხვაგან. ავიწყდება დეტალები და დედლაინები. სჩვევია ადამიანების ზედმეტად დატვირთვა, ამით კი მათში როგორც დადებითი,  ასევე უარყოფითი მხარეების გაღვიძებისთვის შეუწყვია ხელი.
კომუნიკაცია (ძლიერი მხარე) გულწრფელობა. დამაჯერებლობა. სპონტანურობა. ქარიზმა.
კომუნიკაცია (სუსტი მხარე) თვითკრიტიკული. კრიტიკულობა; უჭირს მესიჯის სწორად გაგება, როცა თავს ემოციურად არაკომფორტულად გრძნობს. ასეთივე უსიამოვნებით პასუხობს გარემოსაც. ჩამოუყალიბებლობა; ერთდროულად ყველა მიმართულების არჩევა. მარტივად დანაწილებული ყურადღება დეტალებს ავიწყებს და გადაუჭრელს ტოვებს.
წესებს ებრძვის საკუთარი აუთენტურობის და სუფთა ზრახვების ხაზგასმით, რომელიც შორსაა წესებისგან. წესებს უმნიშვნელობაში და უაზრობაში ადანაშაულებს. საკუთარ პირად, ნების ძალას ეყრდნობა და ცდილობს არსებული წესების შეცვლას.  აქციებს და დემონსტრაციებს აწყობს, თუ საჭიროდ ჩათვლის. კამათობს, რომ წესები ზღუდავენ და ზიანს აყენებენ ადამიანის პოტენციალს.
ლოგიკასთან/რეალობასთან ემოციურად უკავშირდება თეორიას და გულმოდგინედ არჩევს ფაქტებს, რომლებიც მის თეორიას უჭერენ მხარს. შესაძლოა, რეალობის და ფაქტების დიდი ნაწილი, რომელიც მის თეორიას ეწინააღმდეგება – უბრალოდ დააიგნოროს. ფაქტებისა და ემოციების  ასოციაციური ბადე – ემოციათა, აზრთა და იდეათა სტრუქტურა ხდება თეორია.  რეალობის დიდი ნაწილი შეიძლება უბრალოდ შეთხზას. გამოცდილების /არგუმენტის გასამყარებლად გუნდის ინტერაქციაზე დაკვირვებების შედეგებს იყენებს; თუ მისი ვარაუდი დაკვირვების შედეგს დაემთხვა, მაშინ  მას რეალობად მიიჩნევს; რეალობა ცვალებადია, ადამიანი თავად წყვეტს როგორ დაინახავს მას. თეორიაზე სრულიად ახლებურად მსჯელობას და მას ახლადაღმოჩენილი ფაქტებით ამდიდრებს; შესაძლებელია მოიგონოს ეს ფაქტები და დრამატულად შეალამაზოს რეალობა მეტი ეფექტისთვის.
დამატება: ყველა NF-ს სურს შეამჩნიონ, აღიარონ , გავლენა და პატივისცემა მოიპოვონ, მნიშვნელოვანი საკაცობრიო როლი ჰქონდეთ საზოგადოებაში.

SJ

საერთო თვისებები:

  • კონკრეტულად მოაზროვნეები კოოპერაციული მეთოდებით.
  • კონცენტრირდებიან დეტალებზე და პრაქტიკაზე  (პრაქტიკა > იდეალები).
  • არ იღებენ კონკრეტული, რეალური, ცხოვრებისეული  მაგალითებით გაუმყარებელ აბსტრაქტულ არგუმენტებს (ფაქტები > თეორიები).
  • მეთოდის არჩევისას მიკროსკოპულ დონეზე აზროვნებენ (მიკროსკოპული > მაკროსკოპული).
  • სჭირდებათ წესრიგი კომფორტისთვის.
  • პირველ ეტაპზე ცვლილებების მიმართ კრიტიკულობა ახასიათებთ.
  • ინოვაციებზე მეტად რესტავრაციისკენ არიან მიდრეკილნი.
  • იდეებს იმდენად აფასებენ, რამდენადაც მათი რეალურ ცხოვრებაში გამოყენება შეუძლიათ.
  • შესაძლებელია, სხვების თვალში უკარება ჩანდნენ.
  • საუკეთესოდ მუშაობენ დროსთან და ლიმიტებთან.
  • უყვარს დამტკიცებულ თეორიებთან და იდეებთან უშაობა.
  • იღლება სპეციფიკის და მაგალითების გარეშე.
  • ეშინია: მოულოდნელობების, უცნობის.
  • კრეატიულ დავალებაზე გუნდურად მუშაობისას მოსწონს სამუშაო პროცესის გამართულობისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად ზედამხედველობა, შესწორებარედაქტირება ან ორგანიზება. 
  ISTJ ISFJ ESTJ ESFJ
კრეატიულობა მარტო, კონცენტრირებულად  მუშაობს არსებული კომპლექსური პროცესების დასალაგებლად. მარტო მუშაობს არსებული ამოცანების გადასაწყვეტად, თან კონცენტრირებულია გარშემომყოფების დახმარებაზე. სპეციალურ კომიტეტებში მუშაობს არსებული კომპლექსური პრობლემების მოსაგვარებლად. სპეციალურ კომიტეტებში მუშაობს იმისთვის, რომ მიიღოს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად შესაბამისი ზომები და შექმნას მეთოდები.
სტრესის დროს ადანაშაულებს სხვებს. იმალება და ნელა მუშაობს სრულყოფაზე, ეძებს გამორჩენილ დეტალებს. არ აძლევს  არავის მოდუნების  და სიზარმაცის საშუალებას, მანიაკალურად მუშაობს და წესების დაცვისკენ მოუწოდებს. ყველაფერში შარს ეძებს, ჰგონია, რომ ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგაა, ყველაფერს შეურაცხყოფად იღებს და იქამდე აანალიზებს, სანამ  არ აფეთქდება.
სტრესის დაძლევის გზა ნუ იქნები დაუნახაცი, დაუფასე სხვებს დამსახურება და ნუ დაიშურებ კონპლიმენტებს. კონცენტრირდი მიზანზე, „დიდ სურათზე“; ჯერ შექმენი ერთიანი გეგმის ყალიბი და შემდეგ ჩაუღრმავდი დეტალებს. დარჩი ოფისში; მიხედე შენ კონკრეტულ საქმიანობას, პროექტს და ბოლომდე კონცენტრირდი მასზე, გაანებე თავი სხვებს და მათ მოვალეობებს. საკუთარი თავი წაახალისე, საყვარელი აქტივობით დაკავდი  და ნუ მოგერიდება დახმარება ითხოვო.
გუნდში/ჯგუფში გუნდური მუშაობები განაპირობებენ გაურკვევლობებს, შეუჯერებლობას და შეცდომებს სამუშაო პროცესში.  გუნდები, უმეტესად, სულელი (ISTJ-ს აზრით) და  უპატივცემულო, დაუფასებელი (ISFJ-ს აზრით) ადამიანებითაა სავსე. კარგი შეხვედრა, მათი აზრით, არის მოკლე, კონკრეტული, ინფორმაციული, მიყვება დღის წესრიგს, ემსახურება, ძირითადად, სიახლეების გაჟღერებას და არსებობს 50%-იანი ალბათობა საერთოდ გაუქმდეს. გუნდი სამუშაო სულისკვეთებისა და იდეების უმნიშვნელოვანესი წყაროა.  ყველაზე ცუდ შემთხვევაში,  გუნდი შეიძლება ზედმეტად ლაპარაკობდეს მხოლოდ რისკებზე (ESTJ-ს აზრით) და, შეიძლება, ვერ გაიაზრონ ერთიანი მოქმედების ღირებულება და არ დაფასდეს გუნდის შიდა ჰარმონიული პროცესები (ESFJ-ს აზრით).  შეთანხმებამდე (კონსენსუსამდე) მისვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდისთვის. დებატებს სახიფათოდ აღიქვამენ.
ადამიანებთან იცავს წესრიგს; გარშემომყოფები აღქმულნი აიან ქაოსის პოტენციურ შემოქმედებად და უპასუხისმგებლო  სუბიექტებად, რომლებსაც ვერ დაეყრდნობი. იცავს შეთანხმებას;  გარშემომყოფები აღქმულნი არიან პოტენციურ  მეგობრებად  მანამ,  სანამ  პირობას იცავენ და შეთანხმების შესაბამისად იქცევიან.
იდეებთან ყველა SJ უპირატესობას ანიჭებს რეალობისთვის და არსებული წყობისთვის მისაღებ იდეებს.  SJ საუკეთესოდ  მუშაობს სხვისი იდეების და თეორიების  განვითარებაზე, განმტკიცებაზე და რეალიზებაზე, კიდევ უფრო მეტს მატებს იდეას, აშენებს მას დეტალებით და ფაქტებით და შეუძლია, თეორიული გეგმა რეალობად  აქციოს.
პრობლემის გადაჭრის სასურველი გზა ბუღალტერ-რევიზორი: პრობლემის ობიექტური, წესებზე და პრინციპებზე დაფუძნებული მეთოდებით გადაწყვეტა. კატეხისტი; ინდივიდუალური, გამოცდილებებით გამყარებულ რჩევებზე დაყრდნობა. შეთანხმებების დადება და გარიგებები: მოლაპარაკებებს აწარმოებს და განიხილავს კონკრეტულ პირობებს. მუშაობს მოტივებზე და მიზეზებზე: გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება, თუმცა არა ღრმა ანალიზის საფუძველზე.
მენეჯმენტი (ძლიერი მხარე) დეტალებზე ორიენტირებული ადმინისტრატორი. თუ საჭიროა, ყოველ „ტ“  და „ჭ“ ასოებს შეუმოწმებს სწორად აქვთ თუ არა თავი მოკაუჭებული , ISTJ სწორედ ის ადამიანია, ვინც ამასაც მიაქცევს ყურადღებას. მისი თანაგრძნობა გუნდის წევრებს თავს შინაურად აგრძნობინებს, სწორედ ამიტომაა, რომ იშვიათ ISFJ მენეჯერს ადამიანური რესურსების მართვაში ან საზოგადოებრივ სამსახურებში უფრო ნახავთ (მაგალითად, ფსიქოლოგად, ექიმად, კონსულტანტად, საგანმანათლებლო და სასულიერო დაწესებულებებში). იცავს წესრიგს, თანმიმდევრობას, მთლიანობას, უწყვეტობას, ძირითად მახასიათებლებს და  ჩვევებს ჯგუფში. ხელს უწყობს ერთიანი სულისკვეთებას და მორალის ჩამოყალიბებას და ცდილობს მათ შენარჩუნებას  გუნდის შიგნით.
მენეჯმენტი (სუსტი მხარე) ადვილად უცრუვდება იმედი წესებში მინორული გადახრების, დევიაციების გამო. რთულად ადაპტირდება ცვლილებებთან. ცივი ჩანს სხვების თვალში. აბნევს „სწორ მოქმედებასა“ და „სხვების დახმარებას“  შორის გაჩენილი დილემა, რადგან ორივე უმნიშვნელოვანესია მისთვის. შეიძლება არაობიექტური და მიკერძოებული გახდეს, რადგან ერთგულებას ვერ დაარღვევს. ახალი იდეების მიმართ უცებ კრიტიკული ხდება.  უდრეკია, შესაძლებელია გამორჩეს ტრენდები და შესაძლებლობები.  ითხოვს შეთანხმებას და უყურებს ამას, როგორც მორალურად კარგ ქმედებას. შესაძლებელია, ემოციურად არასტაბილური, მერყევი და მგრძნობიარე გამოჩნდეს, ზედმეტად დაინტერესდეს და გატაცებული იყოს კოლეგების პირადი ცხოვრებით. უჭირს  მკაცრი  ზომების მიღება.
კომუნიკაცია (ძლიერი მხარე) სიზუსტე. სტოიცისტი. მეგობრულობა. სითბო.
კომუნიკაცია (სუსტი მხარე) პედანტურობა. გაფრთხილების გარეშე შეიძლება დაკარგოს წონასწორობა. შინაურულთან მიჯაჭვა;უჭირს ისეთ სიტუაციებთან ადაპტირება, სადაც ყველა ერთ ტალღაზე არაა. უჭირს ემოციების საქმისგან გამიჯვნა.
თეორიებთან სისტემას ქმნის მათგან და ფილტრავს არასაჭირო (არარეალიზებული) ელემენტებისგან. აფასებს, ანგარიშს უწევს და აღიარებს თეორიას, თუმცა ინდივიდუალური გამონაკლისების არსებობასაც უშვებს. უარყოფს თეორიას. მხოლოდ ფაქტებს ითვალისწინებს. მოითხოვს, რომ მისი თეორიაც გაითვალისწინონ.
გაურკვევლობას უმკლავდება: კვანთიფიკაციით, რაოდენობრივად ზომავს და ითვლის. დაუსრულებლად იმეორებს, თუ რატომაა მოცემული „წესი“ სამუდამო ჭეშმარიტება. იგნორით. რას ხედავთ აქ გაურკვეველს? გაბრაზებით .  ნიუანსებს შეურაცხყოფად იღებს.
დამატება: ყველა SJ-ს უნდა პროგნოზირებადი შედეგები და ჯილდოები, რომლებიც ზუსტად ესიტყვება ქმედებებს.  გადამეტებული შეფასებები ისევე აღიზიანებთ, როგორც მხედველობიდან გამორჩენილი დაწინაურება.

   

SP

საერთო თვისებები:

  • კონკრეტულად მოაზროვნეები  უტილიტარული მეთოდებით.
  • დამახასიათებელია მოქმედებისკენ სწრაფვა (მოქმედება > ცერებრალიზაცია) .
  • ყველაზე თავისუფლად ქმნიან მაშინ, როცა პროცესი რეალისტური და მოქნილია.   ქმნიან და სწავლობენ პრაქტიკით  (პრაქტიკა > თეორია).
  • ურჩევნიათ ჰქონდეთ ხელთ რეალური შედეგები, ვიდრე დაუსრულებლად იმსჯელონ ალტერნატივებზე (შედეგი > შესაძლებლობები).
  • ნაკლებად ეფექტური  არიან  სტანდარტიზებული  სამუშაოს  შესრულებისას.
  • ადვილად კარგავენ ინტერესს რუტინული სამუშაოს მიმართ.
  • შესაძლებელია, სხვების თვალში არაპროგნოზირებადები გამოჩნდნენ (რისკი > უსაფრთხოება/უძრაობა).
  • მუშაობენ იმით, რასაც მომენტში ხედავენ, ეხებიან, იყენებენ, უსმენენ, შეიგრძნობენ. ქმნიან მათი უაშუალო, აქტიური მონაწილეობით, ფორმების შემქნით (შეგრძნებები > იდეები).
  • სჭირდება იდეების რეალისტურად აღქმა.
  • გაქცევა მოუნდება, თუ თავისუფლება და სივრცე არ აქვს.
  • ეშინია: თავი მიუძღვნას იდეას მისი უშუალო გამოცდის და შეგრძნობის გარეშე.
  • შემოქმედებითი წვისას მოსწონს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება და არსებულის გარდაქმნა, გადამუშავება, მოსწონს ხელობები.
KEIRSEY ტემპერამენტთა თვისებები და არქეტიპები
SP SJ NF NT
კომუნიკაცია კონკრეტული აბსტრაქტული
რეალიზაცია უტილიტარ. კოოპერაციული კოოპერაციული უტილიტარ.
არქეტიპი ხელოვანი დამცველი იდეალისტი რაციონალი
ენა ჰარმონიული ასოციაციური ინდუქციური დედუქციური
ორიენტირი მოთხრობითი ბრძანებითი ინტერპრეტაცია კატეგორია
სინტაქსი აღწერითი შედარებითი მეტაფორული კავშირებითი
რიტორიკა ერეტიკული ორთოდოქს. ჰიპერბოლური ტექნიკური
ინტელექტი ტაქტიკური ლოჯისტიკური დიპლომატ. სტრატეგიული
დანიშნულება ოპერატორი ადმინისტრატ. მენტორი კოორდინატორ.
აშკარა პროპაგანდისტი ზედამხედველი მასწავლებელი მეთაური
დაფარული ხელოსანი ინსპექტორი ადვოკატი საიდუმლო

ლიდერი

ინფორმაც. როლი წამყვანი კონსერვატორი ადვოკატი ინჟინერი
აშკარა წარმომადგენ. პროვაიდერი მებრძოლი გამომგონებელი
დაფარული კომპოზიტორი მფარველი მკურნალი არქიტექტორი
ინტერესი
განათლება არტილერია კომერცია ჰუმანიტ. მეცნიერება
საქმიანობა პრაქტიკული ეთიკური მორალური ტექნოლოგ.
პროფესია მოწყობილობა მატერია პერსონალ. სისტემა
ორიენტაცია
აწმყო ჰედონიზმი სტოიციზმი ალტრუიზმი პრაგმატიზმი
მომავალი ოპტიმიზმი პესიმიზმი მიმდობლობა სკეპტიციზმი
წარსული ცინიციზმი ფატალიზმი მისტიციზმი ფარდობითობა
ადგილი აქაურობა კარიბჭეები საწანწალო ბილიკები გადაკვეთის წერტილები
დრო ახლა გუშინ ხვალ ინტერვალები
იმიჯი
მოტივაცია პრაქტიკა,ხელოვნება საიმედოობა ემპათია გონებამახვილ.
თავის პატივიცემა გაბედული მწყალობელი გულუხვი დამოუკიდებ.
თავდაჯერებ. ადაპტირებ. რესპექტაბელ. აუთენტური მტკიცე
ღირებულება
ყოფნა აღტაცებული დანაღვლიანებ. ენთუზიაზტი მშვიდი
ნდობა იმპულსი ავტორიტეტი ინტუიცია მიზეზი
წადილი გავლენა კუთვნილება რომანტიკა მიღწევა
ეძებს სტიმულაციას უსაფრთხოებ. იდენტობას ცოდნას
აფასებს ხელგაშლილ. მადლიერებას აღიარებას პატივისცემას
ტიპაჟი ვირტუოზი აღმას. ხელისუფლება ჯადოქარი ბრძენი
სოციალური როლი
მეგობარი playmate helpmate soulmate mindmate
მშობელი ლიბერატორ. სოციალიზატ. ჰარმონიულ. ინდივიდუალ.

 

მთარგმნელი: კესო გოგოშიძე

წყარო  MAGMA

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81