ქოუჩინგის პრინციპები

0

დღესდღეობით ქოუჩინგში ინტეგრირებულია დიდი რაოდენობით ინსტრუმენტი პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის განსხვავებული მიმართულებებიდან. ყველაზე გავრცელებულია ქოუჩინგი ნლპ-ს გამოყენებით. უმეტესად სწორედ ნლპ-ტრენერები ქმნიან ქოუჩების მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამებს.
ნლპ-ს გარდა, ქოუჩები ხშირად იყენებენ ასევე პრაქტიკულ მიმართულებებს, როგორიცაა გეშტალტ-მეთოდი, ეგზისტენციალური მიდგომა, სხეულებრივ-ორიენტირებული მეთოდი, სისტემური განლაგება, ენიაგრამა და სხვა სახის პროგრესული ფსიქოლოგიური პრაქტიკა. არ აქვს მნიშნელობა რა მიმართულებას გამოიყენებ ქოუჩის სესიის დროს, მთავარია დაცული იქნებს ქოუჩინგის ძირითადი პრინციპები.

1. სესიის დროს კლიენტი იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ მიღწევაზე
ქოუჩს არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ კლიენტი მიიღებს ამა თუ იმ მოქმედებას მიზნების მისაღწევად. ქოუჩის ამოცანაა, სპეციალური ტექნიკისა და უნარების გამოყენებით, დაეხმაროს კლიენტს საუკეთესო გადაწყვეტილების პოვნაში. ის ეხმარება კლიენტს, დაინახოს ინფორმაციის სრული ველი, რაც მის ამოცანებს ეხება, გამოავლინოს პლუსები და მინუსები, რომელსაც კლიენტი მიიღებს გადაწყვეტილების შემთხვევაში, გააცნობიეროს საკუთარი რესურსები, აიღოს პასუხისმგებლობა ამოცანების შესრულებაზე. ამგვარად, ქოუჩი იღებს პასუხისმგებლობას ქოუჩინგის პროცესზე, მაგრამ მხოლოდ კლიენტი – მის რეალიზებაზე.

2. არ-ცოდნის მდგომარეობა
ეს პრინციპი საფუძვლად უდევს ე.წ. „ქოუჩინგურ მდგომარეობას“. ქოუჩი არავითარ შემთხვევაში არ აძლევს რჩევებს და არ სთავაზობს კლიენტს მზა გადაწყვეტილებებს. როგორც ტ. გოლვის ექსპერიმენტშია, როგორც კი ქოუჩი თავის თავზე იღებს ექსპერტის როლს, ის ახდენს კლიენტის პოტენციალის ბლოკირებას, და არ აძლევს მას უფრო ეფექტური და მისთვის უფრო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ქოუჩის პროფესიონალიზმი იზომება მისი თეორიული მომზადებით და პრაქტიკული უნარებით ქოუჩინგის სფეროში, და არა ექსპერტული ცოდნით კლიენტის სიტუაციასთან დაკავშირებულ სფეროში.

3. კლიენტის რესურსის მხარდაჭერა
ამ პრინციპის თანახმად, სესიაზე მისული ადამიანი უკვე ფლობს საკუთარი ამოცანის საუკეთესო გადაწყვეტას და ამისათვის აუცილებელ ყველა რესურსს. ქოუჩის ამოცანაა – დაეხმაროს ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობიერებაში. ადამიანი არ წარმოადგენს ცარიელ ჭურჭელს, რომლის შევსებაც საჭიროა. ის უფრო თესლია, რომელიც თავის თავში მოიცავს ყველა პოტენციალს და ხელსაყრელ პირობებში გადაიქცევა ძლიერ ხედ.

4. სწორი კითხვები
კონსულტანტის ან ხელმძღვანელისგან განსხვავებით, ქოუჩი არ იძლევა რჩევებს და კლიენტებს აძლევს შესაძლებლობას, იპოვონ საკუთარი გადაწყვეტილება. კარგი ქოუჩის მთავარი ინსტრუმენტი – ეს სწორი კითხვებია. სწორად დასმული შეკითხვა კლიენტს შესაძლებლობას აძლევს, მოიძიოს აუცილებელი პასუხები თავის შიგნით, გადაარჩინოს მნიშვნელოვანი ინსაითები და იპოვოს უფრო ეფექტური გადაწყვეტილება.

5. მიმართულება სასურველი შედეგისკენ

თერაპიისგან განსხვავებით, პრობლემებზე ფოკუსირებითა და მათი წყაროების წარსულში ძებნით, ქოუჩინგი ორიენტირებულია სასურველი შედეგის მიღწევაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. კლასიკურ თერაპიაში ხშირად ხდება, რომ კლიენტი „ადგილს ტკეპნის“. ის თითქოს ჩარჩენილია პრობლემაში და არ შეუძლია მისთვის თვალის მოცილება და გასასვლელის პოვნა. ქოუჩს გადააქვს კლიენტის ყურადღება პრობლემიდან სასურველ შედეგზე, შემდეგ კი ეხმარება, აღმოაჩინოს და აღმოფხვრას ბარიერები, რომელიც ამ შედეგის მიღწევის საშუალებას არ აძლევს. შედეგი ხომ – ეს ისაა, რის გამოც კლიენტი სესიაზე მივიდა.

6. შინაგანი ბარიერების ძიება და გარდაქმნა

ამ პრინციპის თანახმად, გარეგანი პრობლემები – არის შინაგანი პრობლემების გამოხატულება. სწორედ შინაგანი ბარიერები უშლის ხელს ადამიანს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში, ართმევს მას შესანიშნავ შესაძლებლობებს. საკუთარი შინაგანი ბარიერებისა და მტკიცებების ტრანსფორმაციის განხორციელებით, კლიენტი ამაღლებს თავისი ცხოვრების დონეს, იფართოებს ჰორიზონტებს.

7. ქოუჩინგური მდგომარეობა
ქოუჩინგური მდგომარეობა – წარმატებული ქოუჩინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. იგი მოიცავს: არ-ცოდნის მდგომარეობას, კლიენტის და მისი მდგომარეობის შეუფასებლად მიღებას, ბუნებრივ ინტერესს და იმ პროცესების გაცნობიერებას, რომელიც ხდება სესიის ველში.

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ ENNEAGRAM Master ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81