ლუ ანდრეას – სალომე, პირველი ქალი – ფსიქოანალიტიკოსი 

0

წარმოშობით რუსმა პოეტმა და ინტელექტუალმა ლუი ანდრეას-სალომეამ (1861 – 1937) შეძლო და გახდა ფილოსოფოსი და ფსიქოანალიტიკოსი ეპოქაში, როდესაც ქალებს ნაკლებად  ჰქონდათ ამ მიმართულებით განათლების მიღების შესაძლებლობა.

იგი ცნობილი იყო როგორც ჩეხი პოეტის – რაინერ მარია რილკეს მუზა, შეყვარებული პოეტის გრძნობები სასიყვარულო წერილების გარდა მისდამი მიძღვნილმა „საათების წიგნმა“ შემოინახა. მისივე ინსპირაციით შექმნა ნიცშემ მისი ყველაზე ცნობილი შედევრი  „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და სწორედ ის დარჩა ნიცშესათვის იდეალური ქალის ხატებად.

50 წლის ასაკში ანდრეას-სალომეა გახდა პირველი ფსიქოანალიტიკოსი ქალი და მონაწილეობა მიიღო ვაიმარის მესამე საერთაშორისო კონგრესზე, სადაც გაიცნო ზიგმუნდ ფროიდი და გახდა მისი  ინტელექტუალური მეწყვილე, კოლეგა და მეგობარი. ესწრებოდა ფროიდის ლექციებს, მონაწილეობდა მის ექსპერიმენტებში.

ანდრეას-სალომეას ეკუთვნის მნიშვნელოვანი ნაშრომები ნარცისიზმის, გენდერის,  და აგრესიის მიმართულებით. აქტიურად და სრული ენთუზიაზმით ატარებდა ფსიქოანალიტიკურ სესიებს, მეგობრობდა ანა ფროიდთან და უზიარებდა საკუთარ გამოცდილებებს. მან შეძლო და დაამტკიცა, რომ ასაკი შეუძლებელია იქცეს დაბრკოლებად, როდესაც იპოვი შენთვის საყვარელ და საინტერესო პროფესიას.

 

ანა არველაძე

✔ NLP ოსტატი ✔ ლონდონის ნლპ სკოლის პრაქტიკოსი ✔ EMDR თერაპევტი 📞 595331636