ქოუჩინგ-სესიის სტრუქტურა

0

ქოუჩის როლი მდგომარეობს არა იმაში, რომ არ იყოს ექსპერტი კლიენტის სიტუაციაში, არამედ ღიაობითა და დაინტერესებით, ყურადღებით მოსმენით და სწორი კითხვების დასმით, მან მოახდინოს დახმარება და ხელშეწყობა საჭირო პასუხების მოძიებაში.
ქოუჩის ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს საუბრის სტრუქტურას. ასევე ამ გზით გამოავლინოს ინტერესი და დაუსვას კლიენტს შეკითხვები, რათა მას დაეხმაროს აუცილებელი რესურსების, გადაწყვეტილებების და შესაძლებლობების პოვნაში – იპოვოს და გამოიკვლიოს ის განუხორციელებელი ოცნება, რომელიც დევს კლიენტის პრობლემის საფუძველში. ნებისმიერი პრობლემის, ნებისმიერი ფრუსტრაციის სათავეში ხომ განუხორციელებელი ოცნება დგას.

ქოუჩინგური მდგომარეობა მოიცავს შემდეგ მახასიათებლებს:
1. ინტერესი პროცესისადმი, რომელიც ხდება კლიენტის თავს
2. ნეიტრალიტეტი – „არ-ცოდნის მდგომარეობა“
3. ყურადღება, მიმართული გარეთ, კლიენტზე (ექსტრავერტირება), თანადასწრება
4. არადირექტიული საუბარი

როდესაც თქვენ ქოუჩის სასურველ რესურსულ მდგომარეობას აღწევთ, ეს ნიშნავს რომ მზად ხართ გამოიყენოთ ქოუჩინგის შემდეგი სამუშაო მოდელი.
ქოუჩინგ-სესიის სტრუქტურა ტ. გოლვის 6-ნაბიჯიან მოდელზე დაყრდნობით:

1. რაპორტი – Coach მდგომარეობა
რაპორტის შედგენა – ნებისმიერი სახის კომუნიკაციის პირველი ნაბიჯია. რაპორტის შედგენის შემდეგ, თქვენ ამყარებთ უსაფრთხოების ატმოსფეროს, რაც კლიენტს საშუალებას აძლევს, ისაუბროს საკუთარ პრობლემაზე. გარდა ამისა, რაპორტი აუცილებელია, თუკი ჩვენ გვინდა დავეხმაროთ კლიენტს ქვეცნობიერი აზროვნების პატერნებთან და შინაგან რესურსებთან წვდომის მიღწევაში.
– იოლად მოგვაგენით?
– როგორი განწყობა გაქვთ დღეს?

2. სესიის და მთელი სამუშაოს მიზნების განსაზღვრა / სასურველი მდგომარეობა
მიზნების დაზუსტება ყურადღების ფოკუსს პრობლემიდან ამისამართებს სამიზნის მიმდინარე მდგომარეობაზე. როგორც წესი, საკუთარ პრობლემაში „ჩაძირული“ ადამიანი არ ფიქრობს მიზნებზე. ის ფიქრობს იმაზე, რაც არ უნდა და არა იმაზე, რაც უნდა. ხშირად, ყურადღების ფოკუსის მიზნისაკენ მიმართვით, ჩვენ უკვე ვეხმარებით კლიენტს აზროვნების ჩვეული პატერნების საზღვრებიდან გამოსვლაში. მნიშვნელოვანია, რომ ქოუჩმა მხარი დაუჭიროს კლიენტის მიერ გაცხადებულ მიზანს (და არ ააწყოს საკუთარი ვარაუდები).
– რაში მდგომარეობს ჩვენი საუბრის მიზანი?
– რა სახის შედეგის მიღწევას იმედოვნებთ?

3. ეფექტი (ეკოლოგიურობა)
როგორც წესი, კონკრეტული მიზანი წარმოადგენს ნაბიჯს ბევრად უფრო გრძელვადიანი მიზნისკენ. გრძელვადიანი დადებითი ეფექტი კლიენტს მიზნის მიღწევის მოტივაციას უძლიერებს. ნეგატიური ეფექტი კი წინააღმდეგობას იწვევს.
– როგორ იმოქმედებს ამ მიზნების მიღწევა თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებზე?
– რა შეიცვლება უკეთესობისკენ?
– ეს მიზნები ნამდვილად მიმზიდველია თქვენთვის?
– როცა თქვენ ამბობთ სიტყვა …-ს, რას ნიშნავს ის თქვენთვის?
– რას მოგცემთ ეს თქვენ?

4. მიმდინარე მდგომარეობა
მიმდინარე მდგომარეობას ასევე შეგვიძლია ვუწოდოთ „სიმპტომები“. მიზნების მიღწევაზე მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამოცდა, თუ რა სახის აზროვნებითი პატერნები ამყარებენ პრობლემას – როგორ იღებს კლიენტი პრობლემას და მისი რომელი პატერნების ტრანსფორმირებაა აუცილებელი, რათა მან შეძლოს საკუთარ მიზნებამდე მიახლოვება.
– აღწერეთ თქვენი მიმდინარე მდგომარეობა დასახულ მიზნებთან მიმართებაში – რამდენად შორს ხართ მათ მიღწევამდე?
– როგორ ფიქრობთ, რა არ გაძლევთ საკუთარ მიზნებთან მიახლოების საშუალებას?
– კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც ამას ამბობთ?
– რა გიშლით ხელს / რა გაკავებთ, რომ ამ მიზანს მიაღწიოთ ახლავე?
– რომ იცოდეთ, რაც გაფერხებთ, რა იქნებოდა ის?
– აქვთ ამასთან შეხება სხვა ადამიანებს?
– გჭირდებათ თქვენი მიზნის გადაფორმულირება?
– რომელი რწმუნებებია დაკავშირებული თქვენთვის ამ მიზანთან? გჯერათ იმის, რომ ეს შესაძლებელია?
– რა სახის რესურსები გჭირდებათ მის განსახორციელებლად?

5. ალტერნატივების გამოცდა / რესურსების გამოყენება (ტექნიკა)
ახლა ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ კლიენტს თავისი მიზნისკენ შემდგომი ნაბიჯის გადადგმაში. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია ტრანსფორმაციული ტექნიკის გამოყენებით ან კლიენტისთვის შესაძლებლობის მიცემით, რომ მოიხმაროს აუცილებელი რესურსები და იპოვოს შესაძლო გადაწყვეტილება.
კლასიკურ ქოუჩინგში:
– რისი გაკეთება შეგიძლიათ საკუთარი მიზნის განსახორციელებლად? რა სახის შესაძლებლობები გაქვთ?
– კიდევ რა ვარიანტები შეიძლება იყოს?
– ყველაფერი რომ შესაძლებელი იყოს, რას გააკეთებდით?
– რა დაგეხმარებათ იმაში, რომ ეს შესაძლებლად იქცეს?
– რა მოგცემთ აუცილებელი რესურსების მიღების საშუალებას?
– თქვენი გარემოცვიდან ვინ შეძლებს ამ რესურსის მოცემას?
ტრანსფორმაციულ ქოუჩინგში:
-ტექნიკის გამოყენება

6. მოქმედების გეგმა /
მას შემდეგ, რაც ცვლილებები განხორციელდება, მნიშვნელოვანია მათი დაფიქსირება – ნაწილობრივ იმისათვის, რათა კლიენტი თავად დარწმუნდეს, რომ რაღაც შეიცვალა (ქოუჩინგში – რომ ის მიზნების მიღწევის გზას ადგას), ხოლო ნაწილობრივ იმისთვის, რომ მოხდეს დაკალიბრება, შესაბამისია მისი რეაქცია თუ კიდევ დარჩა გარკვეული ასპექტები, რომელზეც მუშაობა აუცილებელია.
კლასიკურ ქოუჩინგში:
– როგორი იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი? როგორ განახორციელებთ მას? და შემდეგ?
– რა შეიძლება იყოს მოქმედების კონკრეტული გეგმა?
– რა შეიძლება იყოს თქვენი პირველი ნაბიჯი?
– როდის გადადგამთ მას?
– ამჯამად როგორ აღიქვამთ თქვენს მიზანს და მოქმედების გეგმას?
– არის რამე ისეთი, რისი კორექტირებაც გსურთ?
– როდის დაიწყებთ მოქმედებას?
– არის რამე, რაც ამ პროცესის ახლავე დაწყების საშუალებას არ გაძლევთ?
ტრანსფორმაციულ ქოუჩინგში:
ახლა მე გთხოვდით, მოახდინოთ ასოცირება მომავლის სიტუაციასთან, რომელიც ადრე მოახდენდა ამ პრობლემის პროვოცირებას. მსურს თქვენ შეამჩნიოთ, რა შეიცვალა ახლა. ისევ გადადგით რამდენიმე ნაბიჯი მომავალში და იპოვეთ კიდევ ერთი მსგავსი სიტუაცია… როგორ მოქმედებს ეს ცვლილებები თქვენს ცხოვრებაზე?

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81